რატომ ხდება, რომ ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის დროს შთა­მო­მავ­ლო­ბა ხში­რად ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლით იბა­დე­ბა

რატომ ხდება, რომ ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის დროს შთა­მო­მავ­ლო­ბა ხში­რად ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლით იბა­დე­ბა

- სა­ი­დან და­ე­დო სა­თა­ვე ადა­მი­ან­თა შო­რის ნა­თე­სა­ურ კავ­ში­რებს?

მა­მა მა­კა­რი:

- ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის გა­ჩე­ნის დრო­ი­დან. რო­დე­საც უფალ­მა ადამს ნეკ­ნი ამო­უ­ღო, შექ­მ­ნა ევა და მი­უყ­ვა­ნა ადამს, ადამ­მა თქვა: ესე არს ხორ­ცი ჩე­მი ხორ­ც­თა­გა­ნი და ძვა­ლი ჩე­მი ძვალ­თა­გა­ნიო. ეს ნა­თე­სა­ო­ბა იყო (ა­რა სის­ხ­ლის­მი­ე­რი ნა­თე­სა­ო­ბა იმ გა­გე­ბით, რა­საც დღეს ნა­თე­სა­ო­ბად აღ­ვიქ­ვამთ, მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ქორ­წი­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა). ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერ­თ­მა­ნე­თის ნა­თე­სა­ვია. რად­გან უფალ­მა შექ­მ­ნა ადა­მი და შე­უქ­მ­ნა ევა, ყვე­ლა­ნი ადა­მის ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ. ადამ­მა მო­იწყი­ნა, რად­გან მი­სი მო­ნა­თე­სა­ვე, მი­სი გვა­რი­სა არა­ვინ იყო, ამ დროს შექ­მ­ნა უფალ­მა ევა და ადამ­მა შე­იც­ნო, რომ ის იყო მი­სი ნა­თე­სა­ვი, მი­სი სის­ხ­ლი­სა და ხორ­ცის. ამ დრო­ი­დან ადა­მი­ა­ნებ­მა იცოდ­ნენ, რომ ნა­თე­სავ­ნი იყ­ვ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თი­სა. თუ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნა­თე­სა­ო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, წარ­ღ­ვ­ნამ­დელ პე­რი­ოდ­ში და წარ­ღ­ვ­ნის შემ­დ­გო­მაც, მა­მამ­თა­ვარ აბ­რა­ა­მის დრომ­დე, ქორ­წი­ნე­ბის და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი არ არ­სე­ბობ­და, სის­ხ­ლის­მი­ე­რი ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა არ იკ­რ­ძა­ლე­ბო­და, ერ­თი დე­დის და მა­მის შვი­ლებს - და-ძმას შო­რის ქორ­წი­ნე­ბა აღარ ხდე­ბო­და, მაგ­რამ ხდე­ბო­და უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბის, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის, ნა­ხე­ვარ­ძ­მი­სა და ნა­ხე­ვარ­დის ქორ­წი­ნე­ბე­ბი. ქრის­ტი­ა­ნო­ბის პე­რი­ო­დი­დან ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბის საზღ­ვა­რი გა­ი­ზარ­და - მერ­ვე თა­ვამ­დე ანუ მე­ოთხე თა­ო­ბის ნა­თე­სა­ო­ბამ­დე აიკ­რ­ძა­ლა ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა. რა­ტომ მოხ­და ეს? - უფა­ლი არა­სო­დეს გვიკ­რ­ძა­ლავს იმას, რაც ჩვენ­თ­ვის სა­ზი­ა­ნო არ არის. ედე­მის ბაღ­შიც კი, უფალ­მა კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტის ხის ნა­ყო­ფის ჭა­მა აუკ­რ­ძა­ლა ადამ­სა და ევას, არა იმის გა­მო, რომ ღმერთს მო­ე­სურ­ვა ასე, არა­მედ იმის გა­მო, რომ გარ­კ­ვე­ულ დრომ­დე ეს სა­ზი­ა­ნო იყო მათ­თ­ვის. დად­გე­ბო­და დრო, რო­დე­საც უფა­ლი თა­ვად მის­ცემ­და მათ ამ ხის ნა­ყო­ფის ხმე­ვის უფ­ლე­ბას. ასე­ვე მოხ­და ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც არ არ­სე­ბობ­და ქორ­წი­ნე­ბის და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი, რა­საც ჩვენ ნა­თე­სა­ურ ქორ­წი­ნე­ბას ვუ­წო­დებთ. რო­გორც ვთქვით, ახ­ლო ნა­თე­სა­ვებს შო­რის აკ­რ­ძა­ლუ­ლი არ იყო ქორ­წი­ნე­ბა და შემ­დეგ და­წეს­და. XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბით დამ­ტ­კიც­და, რომ ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის დროს, ძა­ლი­ან ხში­რად შთა­მო­მავ­ლო­ბა ფი­ზი­კუ­რად არას­რულ­ყო­ფი­ლი იბა­დე­ბა, ეს უკ­ვე ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კა­ზე, ქრო­მო­სო­მებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კის რა­ღაც ნა­წი­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, მაგ­რამ თუ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქრო­მო­სო­მე­ბი და გე­ნე­ბი რა­ღაც ზღვარს არ გა­და­ა­ჭარ­ბებს, შთა­მო­მავ­ლო­ბის ფი­ზი­კუ­რო­ბა­ზე ეს არ აისა­ხე­ბა. ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის დროს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქრო­მო­სო­მე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ავ­სებს და ვთქვათ, ასი ბავ­შ­ვი­დან ასი­ვე თუ არა, უმე­ტე­სო­ბა ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლით იბა­დე­ბა. ეს ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ რო­გორ იყო წარ­ღ­ვ­ნამ­დელ პე­რი­ოდ­ში? იმ დროს ადა­მი­ან­თა გე­ნე­ტი­კა არ იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იმ უამ­რა­ვი სნე­უ­ლე­ბით, რაც ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვის და­ცე­მის შე­დე­გად გაჩ­ნ­და. ყვე­ლა ცოდ­ვა ადა­მი­ან­ში იწ­ვევს ფი­ზი­კურ და­ა­ვა­დე­ბას. მა­გა­ლი­თად, თუ ადა­მი­ა­ნი გე­მოთ­მოყ­ვა­რეა, მას კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ემარ­თე­ბა, თუ მრის­ხა­ნეა - გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნ­დეს... ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია. ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კა ნელ-ნე­ლა ბინ­ძურ­დე­ბო­და ცოდ­ვე­ბით და სა­უ­კუ­ნეე­ბის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნად და­ზი­ან­და ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კა, რომ უკ­ვე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე და ამის შემ­დეგ უფალ­მა მცნე­ბად დაგ­ვი­დო, რომ ადა­მი­ან­თა შო­რის ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა არ და­ეშ­ვათ, რა­თა ადა­მი­ა­ნის მოდ­გ­მა არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო ფი­ზი­კუ­რად და არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბი არ და­ბა­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ.

ამ­ჟა­მად ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი ყვე­ლა­ზე ვრცლად და­ცუ­ლია მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში - ნა­თე­სა­ვებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა და­შო­რე­ბუ­ლი. არც კა­თო­ლი­კურ, არც მუს­ლი­მურ და მით უმე­ტეს, ბუ­დის­ტურ სამ­ყა­როს არ აქვს ასე­თი ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი და ვრცე­ლი წრე იმი­სა, სა­დაც ქორ­წი­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- რო­მელ თა­ო­ბამ­დე გრძელ­დე­ბა სის­ხ­ლის­მი­ე­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი? რო­მელ თა­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბა?

- სჯუ­ლის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი გრძელ­დე­ბა მეშ­ვი­დე თა­ვამ­დე, ანუ მე­ოთხე თა­ო­ბამ­დე - უკ­ვე შვილ­თაშ­ვი­ლე­ბის შვი­ლე­ბის თა­ო­ბა­ში ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ერ­თი თა­ო­ბა, ვთქვათ, ძმე­ბი, დე­ბი, ან და-ძმა­ნი არის ორი თა­ვი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არის ოთხი თა­ვი, ბი­ძაშ­ვი­ლის­შ­ვი­ლე­ბი - უკ­ვე ექ­ვ­სი თა­ვი და გრძელ­დე­ბა ასე, ანუ მეშ­ვი­დე თა­ვი გა­მო­დის მე­ოთხე თა­ო­ბა. ასე­ვეა ნა­თელ­მი­რო­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. არ­სე­ბობს ნა­თე­სა­ო­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის ორი კა­ტე­გო­რია: ერ­თი, რო­დე­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ინ­გ­რეს, რად­გან ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ხო­ლო მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის წყვილ­ზე ხდე­ბა ეპი­ტი­მი­ის და­დე­ბა, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა არ იშ­ლე­ბა. თუ ქორ­წი­ნე­ბა მოხ­და ისე­თი კა­ტე­გო­რი­ის ნა­თე­სა­ვებს შო­რის, რო­დე­საც ერ­თი ნა­ბი­ჯია დარ­ჩე­ნი­ლი ნა­თე­სა­ო­ბა­სა და არა­ნა­თე­სა­ო­ბას შო­რის, მღვდელ­მ­თავ­რის მი­ერ წყვილს ეძ­ლე­ვა სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლი, ეპი­ტი­მია და ხდე­ბა ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ხო­ლო თუ ქორ­წი­ნე­ბა ახ­ლო ნა­თე­სა­ვებს შო­რის მოხ­და, ოჯა­ხი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ინ­გ­რეს.

- ხში­რად სა­დავო თე­მად იქ­ცე­ვა მოგ­ვა­რე­ზე ან დე­დის თუ ბე­ბი­ის მოგ­ვა­რე­ზე ქორ­წი­ნე­ბის სა­კითხი. ამა­ზე რას გვეტყ­ვით?

- მოგ­ვა­რე­ზე, ასე­ვე დე­დის მოგ­ვა­რე­ზე, მით უფ­რო - ბე­ბი­ის მოგ­ვა­რე­ზე ქორ­წი­ნე­ბას ხელს არა­ფე­რი უშ­ლის, თუ მათ შო­რის არ არ­სე­ბობს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი