სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბოდიში ამ ამაზრზენ სიტყვებზე, რაც არ მახსოვდა" - ირინა სარიშვილი სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება
"ბოდიში ამ ამაზრზენ სიტყვებზე, რაც არ მახსოვდა" - ირინა სარიშვილი სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­კუ­თარ სკან­და­ლურ ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ბოლო ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის თე­მად იქცა:

ნა­ხეთ ვი­დეო| "რო­გორ ითხოვს სა­რიშ­ვი­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მოკ­ვლას" - უც­ნო­ბი კად­რე­ბი, რო­მელ­საც Facebook-ზე ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა

"მე­სა­მე დღეა ვრცელ­დე­ბა ჩემი 24 წლის წი­ნან­დე­ლი გა­მოს­ვლის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.

ეს გა­მოს­ვლა მეც არ მახ­სოვ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ და სხვა პე­რი­ო­დებ­ზეც ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ გა­მო­მით­ქვამს სი­ნა­ნუ­ლი და ბო­დი­შიც მო­მიხ­დია, ამ გა­მოს­ვლას, რო­მე­ლიც მეც არ მახ­სოვ­და გვერდს ვერ ავუვ­ლი, რად­გან არა­თუ სხვე­ბი, მეც უმ­ძი­მეს შოკ­ში ჩა­მაგ­დო და იმ სა­ში­ნელ წლებ­ში გა­და­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ასე­თი სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და რა­ზეც, ვი­მე­ო­რებ ჩემი აზრი აქ, ფე­ის­ბუკ­ში ადრე ვრცე­ლი წე­რი­ლით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მაქვს და ამ სტა­ტუ­სის პირ­ვე­ლი­ვე კო­მენ­ტა­რად ამ წე­რილს და­ვურ­თავ.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ კონ­კრე­ტულ ვი­დე­ოს.

უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვია ჩემ­თვის. იმ­დე­ნად მძი­მე რომ ეს დღე­ე­ბი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, რად­გან მარ­თლა არ მახ­სოვ­და ეს გა­მოს­ვლა, თუმ­ცა ეს პე­რი­ო­დი მთლი­ა­ნად აღ­ვიდ­გი­ნე მეხ­სი­ე­რე­ბა­ში:

ამ გა­მოს­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­დავ­დე­ქი ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბი­დან შე­ვარ­დნა­ძის მიერ დსთ-თან მი­ერ­თე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად. აფხა­ზეთ­ში ამ დროს ომია. შე­ვარ­დნა­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ჩვე­ნი გა­დად­გო­მის, ჩვენ მა­ინც ჩვე­ნი გა­ვა­კე­თეთ და გა­დავ­დე­ქით, ხოლო შემ­დეგ, მას­თან ამ თე­მა­ზე შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს შე­ვარ­დნა­ძემ თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზად გამ­სა­ხურ­დი­ას გროზ­ნო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ აფხა­ზეთ­ში შე­მოს­ვლა და­ა­სა­ხე­ლა. ამის მერე ამ კონ­კრე­ტულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­ვარ­დნა­ძე გა­მო­დის და ამ­ბობს რომ გამ­სა­ხურ­დი­ას გროზ­ნო­ში ვუშ­ვებთ, მას იქ ელო­დე­ბი­ა­ნო. მე უკვე და­პი­რის­პი­რე­ბულ შე­ვარ­დნა­ძეს­თან მი­წევს სრუ­ლი­ად მტრუ­ლად გან­წყო­ბილ დარ­ბაზ­ში გა­მოს­ვლა, რად­გან ამ გა­დად­გო­მას ღა­ლა­ტად მით­ვლი­ან. შემ­დეგ ვამ­ბობ იმას რა­საც ვამ­ბობ და ვამ­ბობ სა­ში­ნე­ლი, სა­მარ­ცხვი­ნო ფორ­მით. ეს არ მახ­სოვ­და და ამან ჩემ­ზე ისე იმოქ­მე­და რომ წარ­მო­მიდ­გე­ნია სხვას რა მო­უ­ვი­დო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ზვი­ა­დის მომ­ხრე ჩემს მე­გობ­რებს, ვინც დღეს თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ვართ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

ზე­მოთ თქმუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის ამაზ­რზე­ნი ფორ­მა, ზო­გა­დად იმ დროს გა­მე­ფე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის და აგ­რე­სი­ის ენა, როცა ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს უხ­ვად ვუ­რი­გებ­დით სუკ-ის აგენ­ტე­ბის, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის იარ­ლი­ყებს, ად­ვი­ლად ვი­ჯე­რებ­დით ერ­თმა­ნეთ­ზე მარ­თლა სუკ-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს, პო­ლი­ტი­კის­თვის უმ­წი­ფა­რი ასა­კი - მოკ­ლედ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­მო­ხა­ტუ­ლია ამ გა­მოს­ვლა­ში რი­თაც სხვებ­ზე მე­ტად მე თვი­თონ ვარ შეძრწუ­ნე­ბუ­ლი და არც ვიცი რო­გორ, რა სი­ტყვე­ბით გა­მოვ­ხა­ტო ჩემი სი­ნა­ნუ­ლი.

ამას თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად არ ვამ­ბობ - ჩემ სი­ტყვებს არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს - ამას ვამ­ბობ მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ეხლა მა­ინც მივ­ხვდეთ, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა.

დღე­ვან­დელ დღემ­დე ჩემი შეც­დო­მე­ბით და თუნ­დაც ამ ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი გა­მოს­ვლით აქამ­დე მო­სუ­ლი, კი­დევ და კი­დევ ჩემ წილ ბო­დიშს ვიხ­დი იმ სი­ძულ­ვი­ლის ენის­თვის, რი­თაც ბევ­რი წელი დავ­დი­ო­დით ამ მი­წა­ზე. 1989 წლი­დან ეს ენა მე­ფობ­და და ამ სი­ძულ­ვი­ლის მო­რევ­ში ვი­ყა­ვით ყვე­ლა - მტყუ­ა­ნიც და მარ­თა­ლიც! ამა­ზე უფრო ვრცლად იმ ადრე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში ნა­ხავთ, რა­საც კო­მენ­ტარ­ში დავ­დებ.

ეხლა კი, ვი­საც პა­ტი­ე­ბის უნა­რი გაქვთ - არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ ვისი მომ­ხრეა. ვინ ზვი­ა­დის­ტია და ვინ ვი­სის­ტი, კი­დევ ერთხელ - ბო­დი­ში ამ ამაზ­რზენ სი­ტყვებ­ზე, რაც არ მახ­სოვ­და და ერ­თა­დერ­თი კარ­გი იმა­ში, რომ არ მახ­სოვ­და ისაა, რომ ერთი წუ­თით გულ­ში არ მედო ის, რაც მა­შინ­დე­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენით ჩემი პი­რი­დან ამო­ვი­და.

ბო­ლოს კი არ შე­მიძ­ლია არ მივ­მარ­თო მა­ინ­ცდა­მა­ინც დღეს, ამ არ­ჩევ­ნე­ბის მერე ამ ვი­დე­ოს მპოვ­ნელ და გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯგუფს:

პირ­ველ რიგ­ში დიდი მად­ლო­ბა, რომ ეს ცოდ­ვა არ და­მი­ტო­ვეთ მო­უ­ნა­ნი­ე­ბე­ლი, თუმ­ცა ეჭვი მე­პა­რე­ბა რომ თქვენ ან ჩემ­ში სი­ნა­ნუ­ლის გა­მოწ­ვე­ვის სურ­ვი­ლი ან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოძ­რა­ვებ­დეთ, ვინც არ უნდა იყოთ. მე ეს უფრო ამ არ­ჩევ­ნებ­ში უზურ­პა­ცი­ის გზით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მის ნა­წი­ლი მგო­ნია. მათ უკვე გა­ნა­ცხა­დეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცის და­ბა­ლან­სე­ბის, სხვა­დას­ხვა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლია. ამი­ტომ ყვე­ლა­ზე, ვი­საც ივა­ნიშ­ვი­ლის ბოლო მუ­ქა­რის - სა­ა­კაშ­ვი­ლის და ენმ-ს გა­ნად­გუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზრი აქვს და აქაც ასე თუ ისე გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე, ყვე­ლა­ზე და­ი­წყე­ბა მსგავ­სი და შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­ნა­ი­რი შე­ტე­ვე­ბიც.

მე ვთხოვ მათ, ვინც თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბად ვით­ვლე­ბით დღე­ი­სათ­ვის და ვის­თვი­საც არ ხმა და არც ფული არ მი­თხო­ვია, არ ჩაგ­ვით­რი­ოს ამ 25 წლის წინ და­წყე­ბულ­მა აგ­რე­სი­ამ ახა­ლი ძა­ლით და ისევ ამ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­მა გა­დაგ­ვა­ბი­ჯე­ბი­ნოს თუნ­დაც წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე - სხვნა­ი­რად ამ ბო­რო­ტე­ბას ვერ და­ვა­მარ­ცხებთ!

მე ვთხოვ ენმ-ს ახალ ფრაქ­ცი­ას და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს, თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რებს: მერე რა რომ მე ხმა თქვენ რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ას მო­გე­ცით; მერე რა რომ მე პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლა­ში მეტ სარ­გე­ბელს ვხე­დავ­დი ვიდ­რე შეს­ვლა­ში - ამის­თვის ერ­თმა­ნეთს ხომ არ უნდა გა­და­ვემ­ტე­როთ!

ად­რეც გი­თხა­რით და ეხ­ლაც გი­მე­ო­რებთ: თქვენ ხმა მოგ­ცეს ივა­ნიშ­ვი­ლის და­სა­მარ­ცხებ­ლად და არა მი­შას ან მისი რო­მე­ლი­მე თა­ნა­მო­აზ­რის ან დღე­ვან­დე­ლი მომ­ხრის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მოქ­მე­დოდ, რაც ივა­ნიშ­ვი­ლის გეგ­მებ­ში შე­დის!

და მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ მე ვერ ვხე­დავ აზრს თქვე­ნი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ფრაქ­ცი­ით ქო­ცე­ბის და პატ­რი­ო­ტე­ბის ორ მე­სა­მედ­თან გვერ­დით ყოფ­ნა­ში, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

P.S. ეს რომ არ და­მე­წე­რა მოვ­კვდე­ბო­დი რად­გან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 24 წლის ასა­კი­დან პო­ლი­ტი­კა­ში ვარ, კი­დევ დამ­რჩა სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა და მო­ნა­ნი­ე­ბის უნა­რი, თან წლებ­მაც თა­ვი­სი მო­ი­ტა­ნა და არა მხო­ლოდ ჩემს მა­ხინჯ სხე­ულ­ზე, რო­გორც ჩემი "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი" მამ­კო­ბენ, არა­მედ ტვინ­ზეც გა­მი­ჩი­ნა ნა­ო­ჭე­ბი.

ეს წე­რი­ლი მო­ნა­ნი­ე­ბა­ცაა და გაფრ­თხი­ლე­ბაც.

ვინც პა­ტი­ე­ბას ვერ შეძ­ლებს, ეს უკვე მისი პრობ­ლე­მაა.

მე დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მინ­და, რომ ისევ იმ სი­ძულ­ვი­ლის მო­რევ­ში არ აღ­მოვ­ჩნდეთ, სა­ი­და­ნაც ბევ­რმა უკვე და­ვაღ­წი­ეთ თავი. სწო­რედ ამი­ტომ მე ჩემს კე­დელ­ზე არ და­ვუშ­ვებ არც ჩემი, არც თუნ­დაც ჩემი დღე­ვან­დე­ლი თუ ყო­ფი­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აგ­რე­სი­ით და სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რა­საც უხ­ვად მიყ­რი­ან "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი" ინ­ბოქსში, რომ მეც ისევ ჩავ­ყვე იმ მო­რევს სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე წე­ლია თავი და­ვაღ­წიე.

ყვე­ლას, ვინც ასეთ ჩა­ნა­წე­რებს და­მი­დებს კე­დელ­ზე ან კო­მენ­ტა­რებ­ში, წავ­შლი და დავბლო­კავ.

ჩვენ ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტე­რი გვყავს და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი - ამ ქვეყ­ნის მტე­რი!

არ ვიცი რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბად დავ­წე­რე, რაც დავ­წე­რე.

ასე არას­დროს მი­ნერ­ვი­უ­ლია რო­გოც ამ წე­რი­ლის წე­რი­სას".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "ამის შემ­დეგ კი­დევ ვი­ღაც მე­ტყვის, ზვი­ა­დი არა­ვის მო­უკ­ლავ­სო" - რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სა­რიშ­ვი­ლის სკან­და­ლურ ვი­დე­ოს გამ­სა­ხურ­დი­ას შვი­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბოდიში ამ ამაზრზენ სიტყვებზე, რაც არ მახსოვდა" - ირინა სარიშვილი სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება

"ბოდიში ამ ამაზრზენ სიტყვებზე, რაც არ მახსოვდა" - ირინა სარიშვილი სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება

ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელში აქტიური განხილვის თემად იქცა:

ნახეთ ვიდეო| "როგორ ითხოვს სარიშვილი ზვიად გამსახურდიას მოკვლას" - უცნობი კადრები, რომელსაც Facebook-ზე ვნებათაღელვა მოჰყვა

"მესამე დღეა ვრცელდება ჩემი 24 წლის წინანდელი გამოსვლის ვიდეოჩანაწერი.

ეს გამოსვლა მეც არ მახსოვდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ და სხვა პერიოდებზეც ბოლო წლებში არაერთხელ გამომითქვამს სინანული და ბოდიშიც მომიხდია, ამ გამოსვლას, რომელიც მეც არ მახსოვდა გვერდს ვერ ავუვლი, რადგან არათუ სხვები, მეც უმძიმეს შოკში ჩამაგდო და იმ საშინელ წლებში გადამიყვანა, სადაც ასეთი სიძულვილის ენაზე ველაპარაკებოდით ერთმანეთს და რაზეც, ვიმეორებ ჩემი აზრი აქ, ფეისბუკში ადრე ვრცელი წერილით გამოქვეყნებული მაქვს და ამ სტატუსის პირველივე კომენტარად ამ წერილს დავურთავ.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვიდეოს.

უმძიმესი სანახავია ჩემთვის. იმდენად მძიმე რომ ეს დღეები პარალიზებული ვარ, რადგან მართლა არ მახსოვდა ეს გამოსვლა, თუმცა ეს პერიოდი მთლიანად აღვიდგინე მეხსიერებაში:

ამ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გადავდექი ვიცე-პრემიერობიდან შევარდნაძის მიერ დსთ-თან მიერთების გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად. აფხაზეთში ამ დროს ომია. შევარდნაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჩვენი გადადგომის, ჩვენ მაინც ჩვენი გავაკეთეთ და გადავდექით, ხოლო შემდეგ, მასთან ამ თემაზე შეხლა-შემოხლის დროს შევარდნაძემ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად გამსახურდიას გროზნოდან საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში შემოსვლა დაასახელა. ამის მერე ამ კონკრეტულ შეხვედრაზე შევარდნაძე გამოდის და ამბობს რომ გამსახურდიას გროზნოში ვუშვებთ, მას იქ ელოდებიანო. მე უკვე დაპირისპირებულ შევარდნაძესთან მიწევს სრულიად მტრულად განწყობილ დარბაზში გამოსვლა, რადგან ამ გადადგომას ღალატად მითვლიან. შემდეგ ვამბობ იმას რასაც ვამბობ და ვამბობ საშინელი, სამარცხვინო ფორმით. ეს არ მახსოვდა და ამან ჩემზე ისე იმოქმედა რომ წარმომიდგენია სხვას რა მოუვიდოდა, განსაკუთრებით ზვიადის მომხრე ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს თანამოაზრეები ვართ დღევანდელ სიტუაციაში.

ზემოთ თქმული ინფორმაცია, პოლიტიკური აზრის გამოხატვის ამაზრზენი ფორმა, ზოგადად იმ დროს გამეფებული სიძულვილის და აგრესიის ენა, როცა ყველა ერთმანეთს უხვად ვურიგებდით სუკ-ის აგენტების, მოღალატეების იარლიყებს, ადვილად ვიჯერებდით ერთმანეთზე მართლა სუკ-ის მიერ გავრცელებულ ჭორებს, პოლიტიკისთვის უმწიფარი ასაკი - მოკლედ ეს ყველაფერი ერთად გამოხატულია ამ გამოსვლაში რითაც სხვებზე მეტად მე თვითონ ვარ შეძრწუნებული და არც ვიცი როგორ, რა სიტყვებით გამოვხატო ჩემი სინანული.

ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობ - ჩემ სიტყვებს არანაირი გამართლება არა აქვს - ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ რომ ეხლა მაინც მივხვდეთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

დღევანდელ დღემდე ჩემი შეცდომებით და თუნდაც ამ ყოვლად დაუშვებელი გამოსვლით აქამდე მოსული, კიდევ და კიდევ ჩემ წილ ბოდიშს ვიხდი იმ სიძულვილის ენისთვის, რითაც ბევრი წელი დავდიოდით ამ მიწაზე. 1989 წლიდან ეს ენა მეფობდა და ამ სიძულვილის მორევში ვიყავით ყველა - მტყუანიც და მართალიც! ამაზე უფრო ვრცლად იმ ადრე გამოქვეყნებულ წერილში ნახავთ, რასაც კომენტარში დავდებ.

ეხლა კი, ვისაც პატიების უნარი გაქვთ - არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მომხრეა. ვინ ზვიადისტია და ვინ ვისისტი, კიდევ ერთხელ - ბოდიში ამ ამაზრზენ სიტყვებზე, რაც არ მახსოვდა და ერთადერთი კარგი იმაში, რომ არ მახსოვდა ისაა, რომ ერთი წუთით გულში არ მედო ის, რაც მაშინდელი სიძულვილის ენით ჩემი პირიდან ამოვიდა.

ბოლოს კი არ შემიძლია არ მივმართო მაინცდამაინც დღეს, ამ არჩევნების მერე ამ ვიდეოს მპოვნელ და გამავრცელებელ ჯგუფს:

პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ეს ცოდვა არ დამიტოვეთ მოუნანიებელი, თუმცა ეჭვი მეპარება რომ თქვენ ან ჩემში სინანულის გამოწვევის სურვილი ან ზვიად გამსახურდიას მიმართ სიყვარული გამოძრავებდეთ, ვინც არ უნდა იყოთ. მე ეს უფრო ამ არჩევნებში უზურპაციის გზით მოსული ხელისუფლების გეგმის ნაწილი მგონია. მათ უკვე განაცხადეს სატელევიზიო სივრცის დაბალანსების, სხვადასხვა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და ერთადერთი, რასაც ვერ აკონტროლებენ სოციალური ქსელია. ამიტომ ყველაზე, ვისაც ივანიშვილის ბოლო მუქარის - სააკაშვილის და ენმ-ს განადგურების საწინააღმდეგო აზრი აქვს და აქაც ასე თუ ისე გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, ყველაზე დაიწყება მსგავსი და შესაძლებელია სხვანაირი შეტევებიც.

მე ვთხოვ მათ, ვინც თანამოაზრეებად ვითვლებით დღეისათვის და ვისთვისაც არ ხმა და არც ფული არ მითხოვია, არ ჩაგვითრიოს ამ 25 წლის წინ დაწყებულმა აგრესიამ ახალი ძალით და ისევ ამ ქვეყნის სიყვარულმა გადაგვაბიჯებინოს თუნდაც წარმოუდგენელ სიტუაციებში საკუთარ თავზე - სხვნაირად ამ ბოროტებას ვერ დავამარცხებთ!

მე ვთხოვ ენმ-ს ახალ ფრაქციას და მათთან დაახლოებულ პირებს, თუნდაც ოჯახის წევრებს: მერე რა რომ მე ხმა თქვენ როგორც მიხეილ სააკაშვილის პარტიას მოგეცით; მერე რა რომ მე პარლამენტში არშესვლაში მეტ სარგებელს ვხედავდი ვიდრე შესვლაში - ამისთვის ერთმანეთს ხომ არ უნდა გადავემტეროთ!

ადრეც გითხარით და ეხლაც გიმეორებთ: თქვენ ხმა მოგცეს ივანიშვილის დასამარცხებლად და არა მიშას ან მისი რომელიმე თანამოაზრის ან დღევანდელი მომხრის წინააღმდეგ სამოქმედოდ, რაც ივანიშვილის გეგმებში შედის!

და მიუხედავდ იმისა, რომ მე ვერ ვხედავ აზრს თქვენი მცირერიცხოვანი ფრაქციით ქოცების და პატრიოტების ორ მესამედთან გვერდით ყოფნაში, წარმატებებს გისურვებთ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

P.S. ეს რომ არ დამეწერა მოვკვდებოდი რადგან მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის ასაკიდან პოლიტიკაში ვარ, კიდევ დამრჩა სირცხვილის გრძნობა და მონანიების უნარი, თან წლებმაც თავისი მოიტანა და არა მხოლოდ ჩემს მახინჯ სხეულზე, როგორც ჩემი "კეთილისმსურველები" მამკობენ, არამედ ტვინზეც გამიჩინა ნაოჭები.

ეს წერილი მონანიებაცაა და გაფრთხილებაც.

ვინც პატიებას ვერ შეძლებს, ეს უკვე მისი პრობლემაა.

მე დღეს ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ისევ იმ სიძულვილის მორევში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ბევრმა უკვე დავაღწიეთ თავი. სწორედ ამიტომ მე ჩემს კედელზე არ დავუშვებ არც ჩემი, არც თუნდაც ჩემი დღევანდელი თუ ყოფილი მოწინააღმდეგეების აგრესიით და სიძულვილით სავსე ჩანაწერების გამოქვეყნებას, რასაც უხვად მიყრიან "კეთილისმსურველები" ინბოქსში, რომ მეც ისევ ჩავყვე იმ მორევს საიდანაც რამდენიმე წელია თავი დავაღწიე.

ყველას, ვინც ასეთ ჩანაწერებს დამიდებს კედელზე ან კომენტარებში, წავშლი და დავბლოკავ.

ჩვენ ბევრად მნიშვნელოვანი მტერი გვყავს დასამარცხებელი - ამ ქვეყნის მტერი!

არ ვიცი რამდენად გასაგებად დავწერე, რაც დავწერე.

ასე არასდროს მინერვიულია როგოც ამ წერილის წერისას".

წაიკითხეთ ასევე: "ამის შემდეგ კიდევ ვიღაც მეტყვის, ზვიადი არავის მოუკლავსო" - როგორ ეხმაურებიან სარიშვილის სკანდალურ ვიდეოს გამსახურდიას შვილები

"შენდობას ვითხოვ. იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს..." - უხამსი ფოტომონტაჟის გაზიარებისთვის მღვდელს მსახურება შეუჩერეს

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს