სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა", ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა
უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა", ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა

უნდა შე­ვი­დეს თუ არა პარ­ლა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და უნდა მი­ი­ღოს თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­ო­რე ტურ­ში, ამ სა­კი­თხზე პარ­ტი­ა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში არ უნდა შე­ვი­დეს და უარი უნდა თქვას მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ­ჩევ­ნებ­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება არ ასა­ხა.

"ჩვენ არ უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­ო­რე ტურ­ში. ივა­ნიშ­ვი­ლი ჩარ­თავს იგი­ვე თაღ­ლი­თურ მე­თო­დებს, რაც ის­წავ­ლა რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" არის გან­ხილ­ვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს უმ­რავ­ლე­სო­ბა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ ასა­ხავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას და მე შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თვა­ლო დარ­ღვე­ვე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი. მათ შო­რის იყო ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფუ­რი მოს­ყიდ­ვა, და­ში­ნე­ბა ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მოს­ყიდ­ვა, ასე­ვე იყო პირ­და­პი­რი ძა­ლა­დო­ბა სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში. ეს იყო მა­სობ­რი­ვად დად­გმუ­ლი გა­ყალ­ბე­ბის სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც არის ელ­ცი­ნის რუ­სე­თის პე­რი­ო­დის", - გა­ნა­ცხა­და მი­ნაშ­ვილ­მა.

სერ­გო რა­ტი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ქვეყ­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. "ქვეყ­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ვი­დეთ პარ­ლა­მენ­ტში. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­ო­რე ტურ­ში. ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ამომ­რჩევ­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" პა­ტი­ვი უნდა სცეს იმ ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ამომ­რჩე­ველს, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა პარ­ტი­ას 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. "ვერ ვი­ტყვით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში. ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თი ხმა წაგ­ვარ­თვა. თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ ამ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი გზა, მათ შო­რის, სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­სა და მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

იგი­ვე მო­საზ­რე­ბა აქვს ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ა­საც. "კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, რათა ყვე­ლა გზით შე­ვებ­რძო­ლოთ იმას, რომ არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას არ და­ე­მა­ტოს დიქ­ტა­ტი", - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეს კი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ო­რე ტური გა­და­წყვეტს, ამომ­რჩე­ვე­ლი მის­ცემს თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას. მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს "ჭორ­ვი­ლე­ლი ხიხო" უწო­და. "მე ივა­ნიშ­ვილს ჩემი ნე­ბით არ და­ვუთ­მობ არა­ფერს", - გა­ნა­ცხა­და ბო­ბო­ხი­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას და მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ეთან­ხმე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა", ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა

უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა", ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა

უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" და უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა მეორე ტურში, ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ უნდა შევიდეს და უარი უნდა თქვას მეორე ტურში მონაწილეობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება არ ასახა.

"ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში. ივანიშვილი ჩართავს იგივე თაღლითურ მეთოდებს, რაც ისწავლა რუსეთში ცხოვრებისას. "ნაციონალურ მოძრაობაში" არის განხილვის დემოკრატიული პროცესები და გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა. ჩატარებული არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და მე შემიძლია ჩამოვთვალო დარღვევების კორიანტელი. მათ შორის იყო ადამიანების ჯგუფური მოსყიდვა, დაშინება ჩვენი მხარდამჭერების, კომისიის წევრების მოსყიდვა, ასევე იყო პირდაპირი ძალადობა სხვადასხვა რეგიონებში. ეს იყო მასობრივად დადგმული გაყალბების სცენარი, რომელიც არის ელცინის რუსეთის პერიოდის", - განაცხადა მინაშვილმა.

სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ტურში მონაწილეობა და პარლამენტში შესვლა. "ქვეყნისთვის აუცილებელია შევიდეთ პარლამენტში. ასევე აუცილებელია, რომ მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში. ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ამომრჩევლისთვის", - განაცხადა რატიანმა.

სალომე სამადაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პატივი უნდა სცეს იმ ნახევარ მილიონ ამომრჩეველს, რომლებმაც მხარი დაუჭირა პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. "ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები შედგა სამართლიან გარემოში. ჩვენ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არაერთი ხმა წაგვართვა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ გავაგრძელოთ ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო პოლიტიკური გზა, მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე", - განაცხადა სამადაშვილმა.

იგივე მოსაზრება აქვს ელენე ხოშტარიასაც. "კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და პარლამენტში შესვლა, რათა ყველა გზით შევებრძოლოთ იმას, რომ არაფორმალურ მმართველობას არ დაემატოს დიქტატი", - განაცხადა ხოშტარიამ.

აკაკი ბობოხიძეს კი არ დაუკონკრეტებია თავისი მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა აღნიშნა, რომ მეორე ტური გადაწყვეტს, ამომრჩეველი მისცემს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობას. მან ბიძინა ივანიშვილს "ჭორვილელი ხიხო" უწოდა. "მე ივანიშვილს ჩემი ნებით არ დავუთმობ არაფერს", - განაცხადა ბობოხიძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტში შესვლას და მეორე ტურში მონაწილეობას არ ეთანხმება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."