სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ცესკო - არჩევნები პირველივე ტურში 73-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს
ცესკო - არჩევნები პირველივე ტურში 73-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს

ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 23 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­და­ტე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აქე­დან თბი­ლი­სის 4, რე­გი­ო­ნე­ბის კი 19 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქია.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, ვა­კის მე-3 ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბა. მას 35 უბ­ნის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მხა­რი 50,32 %-მა და­უ­ჭი­რა. 19,35 %-ით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

სა­ბურ­თა­ლოს მე-4 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, ასე­ვე პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ვი­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეც, რო­მელ­მაც ხმე­ბის 51,7 % მი­ი­ღო. 31 უბ­ნის შე­დე­გე­ბით, ამომ­რჩე­ველ­თა 20,85 %-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ჯარ­ჯი დო­ლი­ძეს.

მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ზე 50%-იანი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა სა­ბურ­თა­ლოს მე-5 ოლ­ქშიც (დათ­ვლი­ლია 33-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი). ნინო გო­გუ­ა­ძეს ამომ­რჩე­ველ­თა 51,43 %-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. მე­ო­რე ად­გილ­ზე 18,89 %-ით ამ შემ­თხვე­ვა­შიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მისი კან­დი­და­ტი გი­ორ­გი რო­ი­ნიშ­ვი­ლია.

მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯვე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა გია ვოლ­სკიმ ჩუ­ღუ­რე­თის მე-14 ოლ­ქში, რო­მელ­საც 32 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მხა­რი 57,23 %-მა და­უ­ჭი­რა. 23,55 %-მა მის­ცა ხმა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვილს.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, არ­ჩევ­ნე­ბი პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში დას­რულ­და 19 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში. ესე­ნია: სიღ­ნა­ღი/დე­დოფ­ლის­წყა­რო 25-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 58-ვე უბ­ნის შე­დე­გე­ბი), "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი - 54.7%.

გარ­დაბ­ნის 31-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 35-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვი 50.02%.

თეთ­რი­წყა­რო/გარ­დაბ­ნის ნა­წი­ლი 32-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 61-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გო­დერ­ძი ჩან­ქსე­ლი­ა­ნი 54.41%.

ბოლ­ნი­სის 33-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 58-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნი 52.11%.

წალ­კა/დმა­ნი­სი/ბოლ­ნი­სის 34-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 99-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი 65.96%.

მარ­ნე­უ­ლის 35-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 43-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რუს­ლან გა­ჯი­ე­ვი 56.13%.

დუ­შე­თი/თი­ა­ნე­თი/ყაზ­ბე­გის 38-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 81-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი 60.94%.

ქა­რე­ლი/გო­რის შინ­დი­სი, ვა­რი­ა­ნის მე-40 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 49-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გი­ორ­გი თოთ­ლა­ძე 52.29%.

ბორ­ჯო­მის (ას­პინ­ძა/ახალ­ქა­ლა­ქის 5 სო­ფე­ლი) 45-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 70-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე 51.08%.

ნი­ნოწ­მინ­და/ახალ­ქა­ლა­ქის 46-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 89-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი 63.72%.

ტყი­ბუ­ლი/თერ­ჯო­ლის ნა­წი­ლის 50-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 65-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძე 50.03%.

სა­ჩხე­რის 53-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი, (დათ­ვლი­ლია 55-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძე 88.96%.

ვანი/ხო­ნის 54-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 60-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი 59.01%.

სამ­ტრე­დი­ის 55-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 50-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გრი­გოლ მი­ქე­ლა­ძე 57.63%.

წყალ­ტუ­ბოს 57-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 67-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცოტ­ნე ზუ­რა­ბი­ა­ნი 52.91%.

ამ­ბრო­ლა­უ­რი/ ონი/ ცა­გე­რი/ლენ­ტე­ხი/ მეს­ტი­ის 58-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 167-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გოჩა ენუ­ქი­ძე 57.9%.

ოზურ­გე­თის 59-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 49-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე 52.88%.

მარ­ტვი­ლი/აბა­შის 62-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 59-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ოთარ და­ნე­ლია 51.18%.

ხულო/შუ­ა­ხე­ვი/ქე­დის 73-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი (დათ­ვლი­ლია 130-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე 51.77%.

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სულ 73 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქია. შე­სა­ბა­მი­სად, დარ­ჩე­ნილ 50-ში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ცესკო - არჩევნები პირველივე ტურში 73-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს

ცესკო - არჩევნები პირველივე ტურში 73-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნები პირველივე ტურში საქართველოს მასშტაბით 23 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აქედან თბილისის 4, რეგიონების კი 19 მაჟორიტარული ოლქია.

უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის მე-3 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა მოიპოვა პირველივე ტურში გამარჯვება. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 50,32 %-მა დაუჭირა. 19,35 %-ით მეორე ადგილზე გავიდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი.

საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ასევე პირველივე ტურში გავიდა "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც ხმების 51,7 % მიიღო. 31 უბნის შედეგებით, ამომრჩეველთა 20,85 %-მა დაუჭირა მხარი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს.

მაჟორიტარულ არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი გადალახა "ქართული ოცნების" კანდიდატმა საბურთალოს მე-5 ოლქშიც (დათვლილია 33-ვე უბნის მონაცემები). ნინო გოგუაძეს ამომრჩეველთა 51,43 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 18,89 %-ით ამ შემთხვევაშიც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კანდიდატი გიორგი როინიშვილია.

მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა გია ვოლსკიმ ჩუღურეთის მე-14 ოლქში, რომელსაც 32 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 57,23 %-მა დაუჭირა. 23,55 %-მა მისცა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი ჩოლოყაშვილს.

რაც შეეხება რეგიონებს, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა 19 საარჩევნო ოლქში. ესენია: სიღნაღი/დედოფლისწყარო 25-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 58-ვე უბნის შედეგები), "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ირაკლი შიოლაშვილი - 54.7%.

გარდაბნის 31-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 35-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სავალან მირზოევი 50.02%.

თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი 32-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 61-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" გოდერძი ჩანქსელიანი 54.41%.

ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 58-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" გოგი მეშველიანი 52.11%.

წალკა/დმანისი/ბოლნისის 34-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 99-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" კახაბერ ოქრიაშვილი 65.96%.

მარნეულის 35-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 43-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" რუსლან გაჯიევი 56.13%.

დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 81-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" ზაქარია ქუცნაშვილი 60.94%.

ქარელი/გორის შინდისი, ვარიანის მე-40 მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 49-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" გიორგი თოთლაძე 52.29%.

ბორჯომის (ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი) 45-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 70-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" გედევან ფოფხაძე 51.08%.

ნინოწმინდა/ახალქალაქის 46-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 89-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" ენზელ მკოიანი 63.72%.

ტყიბული/თერჯოლის ნაწილის 50-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 65-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" ელგუჯა გოცირიძე 50.03%.

საჩხერის 53-ე მაჟორიტარული ოლქი, (დათვლილია 55-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" პაატა კვიჟინაძე 88.96%.

ვანი/ხონის 54-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 60-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" გრიგოლ ლილუაშვილი 59.01%.

სამტრედიის 55-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 50-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" გრიგოლ მიქელაძე 57.63%.

წყალტუბოს 57-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 67-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" ცოტნე ზურაბიანი 52.91%.

ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტიის 58-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 167-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" გოჩა ენუქიძე 57.9%.

ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 49-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" არჩილ თალაკვაძე 52.88%.

მარტვილი/აბაშის 62-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 59-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" ოთარ დანელია 51.18%.

ხულო/შუახევი/ქედის 73-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 130-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნება" ანზორ ბოლქვაძე 51.77%.

საქართველოს მასშტაბით სულ 73 მაჟორიტარული ოლქია. შესაბამისად, დარჩენილ 50-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."