ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს

ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს

ვთვლი, რომ ალასანიამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ბრძოლაში, როდესაც ერთ შერკინებას წააგებ, კი არ უნდა წახვიდე, ბრძოლა უნდა გააგრძელო, - ამის შესახებ ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, არ გახარებია. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ალასანიას გადაწყვეტილება პოლიტიკისთვის ცუდია. შედეგად, ასევე ნინო ბურჯანაძე ალასანიას პარტიის დაშლას არ გამორიცხავს.

"ნეგატიურად შევაფასებ. მე ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე და ალასანია და მისი გუნდი ოპონენტები ვიყავით და ძალიან ხშირად დაპირისპირებულები. ხშირად ვესროდით ერთმანეთ პოლიტიკურ კენჭებსა და ქვებსაც კი, ამის მიუხედავად, მისი ეს გადაწყვეტილება არ გამხარებია. ნამდვილად გულწრფელად ვამბობ. იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლი, ეს პოლიტიკისთვის არის ცუდი. ვთვლი, რომ ალასანიამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ბრძოლაში, როდესაც ერთ შერკინებას წააგებ, კი არ უნდა წახვიდე, ბრძოლა უნდა გააგრძელო. ახლა ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, როდესაც პოლიტიკური არენიდან წასვლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, რომელსაც უცილობლად მოჰყვება მისი პარტიის დაშლა, ნამდვილად არ წაადგება პოლიტიკურ პროცესს. მე ამას ხმამაღლა ვამბობ და მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან იყო ძალიან დიდი შეცდომა. არ მინდა ამას სისუსტე დავარქვა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."