სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნინის რომ გავუჯავრდი, მამის ფოტოსთან მივედით და დამაბეზღაო..." - ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ამბავი
"ნინის რომ გავუჯავრდი, მამის ფოტოსთან მივედით და დამაბეზღაო..." - ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ამბავი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ის­თან მომ­ხდარ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში დედა-შვი­ლის - მე­დეა რუ­რუ­ა­სა და მისი 8 თვის ქა­ლიშ­ვი­ლის და­ღუპ­ვამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ისი­ნი მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­იც­ნო ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­დაც ქალ­მა მოყ­ვა ის­ტო­რია, თუ რო­გორ გა­ა­ჩი­ნა ნა­ნატ­რი შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის გა­ყი­ნუ­ლი სპერ­მით...

იხი­ლეთ ვი­დეო: ფო­თე­ლი ქალი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ქმრის­გან და­ორ­სულ­და

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, წყვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ფეხ­მძი­მო­ბის ტრა­გი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (გარ­დაც­ვლილს ბავ­შვი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბით მშო­ბი­ა­რო­ბის წინ გა­ე­გუ­და), შვი­ლის გა­ჩე­ნას ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გზით ცდი­ლობ­და, თუმ­ცა მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე­ო­რე ფეხ­მძი­მო­ბაც ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და...

გა­და­ტა­ნი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მე­დეა რუ­რუ­ას სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი და დე­დო­ბის­თვის ბრძო­ლის ძალა არ და­უ­კარ­გავს. მე­სა­მედ ის უკვე მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლის­ვე გა­ყი­ნუ­ლი სპერ­მით და­ფეხ­მძიმ­და და სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა. თუმ­ცა­ღა, შვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა აღარ დას­ცალ­და...

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვი მე­დეა რუ­რუ­ა­სა და მის პა­ტა­რა ნი­ნის ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ იხ­სე­ნებს.

"ვერ აღვწერ, რა სი­ხა­რუ­ლით ელო­დე­ბო­და მე­დეა დე­დო­ბას და მერე რო­გორ შეხ­ვდა შვი­ლის და­ბა­დე­ბას, - თვალს ვერ მო­წყვეტ­დი, თით­ქოს ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა­გან, მი­წა­ზე ფეხს არ აკა­რებს, ფრი­ნავ­სო. ისე­დაც ხომ ყო­ველ­მხრივ თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, - ყვე­ლას სი­ხა­რუ­ლი­სა თუ ჭი­რის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი, ყველ­გან სი­ხა­რუ­ლის შემ­ტა­ნი, მაგ­რამ შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო საყ­ვა­რე­ლი და ტბი­ლი გახ­და. თან სულ შვი­ლის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და, წი­ნა­და­დე­ბას არ და­ას­რუ­ლებ­და ისე, ნინო რომ არ ეხ­სე­ნე­ბი­ნა, - ბავ­შვი სი­ცო­ცხლის აზ­რად აქ­ცია, ფიქ­რით და საქ­ცი­ე­ლით მის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და. თა­ვად ბავ­შვიც ისე­თი­ვე იყო, რო­გორც დე­და­მი­სი, ჯერ ხომ ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლი­ან ჰგავ­და დე­დას, მერე კი ზუს­ტად ისე­ვე აფ­რქვევ­და ღი­მილს და სი­ცო­ცხლეს, რო­გორც დე­და­მი­სი;

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: დედა-შვი­ლი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­ით გა­იც­ნო, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ - "დღის შოუს" სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა

ზოგი ბავ­შვი სულ დე­დის მკერ­დზეა მიკ­რუ­ლი, ნინო კი, სხვე­ბის­კენ იწევ­და, თა­ნაც სი­ცი­ლით. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მას არ მი­ფე­რე­ბო­დი. იმი­ტო­მაც იყო, მე­დე­ას მე­ზობ­ლებს სულ თან დაჰ­ყავ­დათ, მუ­დამ ხელ­ში ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი და მუ­დამ ეფე­რე­ბოდ­ნენ. ამ ალერსში იმ­დე­ნი ელა­პა­რა­კეს, რომ ბავ­შვმა 8 თვის ასა­კი­დან და­ი­წყო სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმა. სა­ნამ ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ამ­ბობ­და მე­დეა - "ნი­ნის გა­ვუ­ჯავ­რდი და მა­მას­თან და­მა­ბე­ზღა, მა­მის ფო­ტოს­თან მი­ვე­დით და სულ "მამა მამა" ეძა­ხაო". აი, ასე­თი დედა-შვი­ლი იყო და რო­გორ უნდა მო­ი­გო­ნო ესე­ნი ცრემ­ლის გა­რე­შე? და­ზაფ­რუ­ლე­ბი ვართ. სა­ში­ნელ დღე­შია, მე­დე­ას ოჯა­ხი, მას ორი ძმა და დედა ჰყავს და გონ­ზე ვერ მო­დი­ან, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დია და­ა­ტყდათ თავ­ზე.

- რო­გორც ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის სპერ­მი­სა­გან და­ფეხ­მძი­მე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო ქვე­ყა­ნა­ში, რა­საც შე­საძ­ლოა, სი­ახ­ლის გა­მოც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­ეწ­ვია.

- მე­დე­ას იმ­დე­ნად უნ­დო­და შვი­ლი, რომ მისი ოჯა­ხი ბავ­შვის და­ბა­დე­ბას ისე­ვე გუ­ლის ფან­ცქა­ლით ელო­და, რო­გორც თა­ვად. მამა გარ­და­ეც­ვა­ლა და ისიც კი არ აგ­ლო­ვეს, ექი­მებ­მა უთხრეს, რომ სტრესს შე­იძ­ლე­ბა ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა მოყ­ვე­სო და ოჯახ­მაც სტრესს აა­რი­და. ის მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მო­ნას­ტერ­შიც იყო ერთხანს, ვიცი, რომ მო­ნას­ტრის დე­დებ­მა ურ­ჩი­ეს, - რა­ხან შენი მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლია, იქ­ნებ შვი­ლის ყოლა სხვა გზით სცა­დოო, მაგ­რამ მას სა­კუ­თა­რი შვი­ლი უნ­დო­და. ამას ხომ ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და. მაგ­რამ რო­გორც კი ამ მო­ნას­ტერ­ში გა­უ­გი­ათ, რომ მე­დე­ას ბავ­შვი უკვე გა­უჩ­ნდა, სკო­ლა­ში დე­დაო გა­აგ­ზავ­ნეს, - მე­დე­ამ პა­ტა­რა აუ­ცი­ლებ­ლად მო­იყ­ვა­ნოს, დავ­ლო­ცავ­თო.

დე­დაო სკო­ლა­ში ზუს­ტად იმ დღეს მი­ვი­და, როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და და იქი­დან გა­ოგ­ნე­ბუ­ლი წა­ვი­და. ნი­ნის მო­მა­ვა­ლი ნათ­ლი­აც იმა­ვე დღეს და იმა­ვე მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა მძღოლ­თან ერ­თად; ოთხი­ვე ერ­თად, წამ­ში გა­თავ­და... ამ­ბის მთქმე­ლიც არა­ვინ დარ­ჩა ამ მან­ქა­ნი­დან რა მოხ­და, და­ე­ძი­ნა იმ დღეს სა­ჭეს­თან მძღოლს თუ ცუ­დად გახ­და. მან­ქა­ნას თურ­ქუ­ლი ტრა­ი­ლე­რი და­ე­ჯა­ხა. ტრა­ი­ლე­რის მძღოლს უთ­ქვამს, - ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, წინ მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა, ისე უცებ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ვარ­და მო­პირ­და­პი­რე გზა­ზე მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი­დან და ისე წამ­ში შე­მო­მი­ვარ­და სა­ბუ­რა­ვებ­ში, რომ გონ­ზე ვერ მო­ვე­დი, რა ხდე­ბო­და, ვე­რა­ფე­რი ვე­ღარ მო­ვას­წა­რიო.

- მარ­თლაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა...

- მე­ზობ­ლე­ბი სრულ სოკ­ში არი­ან. ის გო­გო­ნაც, რო­მე­ლიც ნი­ნის ნათ­ლია უნდა ყო­ფი­ლი­ყო, იმა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში, იმა­ვე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობს, სა­დაც მე­დეა და რო­გო­რია, ერ­თად ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის ყუ­რე­ბა. ამ გო­გო­ნამ ორი შვი­ლი და­ტო­ვა ობო­ლი...

- მძღო­ლიც ფოთ­ში ცხოვ­რობს?

- მძღო­ლი თბი­ლი­სე­ლი იყო, - იმ კლი­ნი­კამ გა­მო­უგ­ზავ­ნა მე­დე­ას, რო­მელ­მაც მისი ორ­სუ­ლო­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა წარ­მარ­თა. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა კი ვუ­თხა­რით მე­დე­ას, - თბი­ლი­სამ­დე დიდი გზაა, ბავ­შვი პა­ტა­რაა და იქ­ნებ არც ღირს მისი თბი­ლის­ში წაყ­ვა­ნა, არ შე­წუხ­დე­სო, მაგ­რამ თა­ვად მას ძა­ლი­ან უნ­დო­და წას­ვლა. სი­ხა­რუ­ლით ფრი­ნავ­და. ახლა კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე დას­რულ­და...

ეთერ ერა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ნინის რომ გავუჯავრდი, მამის ფოტოსთან მივედით და დამაბეზღაო..." - ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ამბავი

"ნინის რომ გავუჯავრდი, მამის ფოტოსთან მივედით და დამაბეზღაო..." - ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ამბავი

რამდენიმე დღის წინ ქუთაისთან მომხდარ ავტოკატასტროფაში დედა-შვილის - მედეა რურუასა და მისი 8 თვის ქალიშვილის დაღუპვამ საზოგადოება შეძრა. ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ისინი მთელმა ქვეყანამ გაიცნო ტელეკომპანია "იმედის" საშუალებით, სადაც ქალმა მოყვა ისტორია, თუ როგორ გააჩინა ნანატრი შვილი გარდაცვლილი მეუღლის გაყინული სპერმით...

იხილეთ ვიდეო: ფოთელი ქალი, რომელიც გარდაცვლილი ქმრისგან დაორსულდა

როგორც აღმოჩნდა, წყვილი ბუნებრივი ფეხმძიმობის ტრაგიკულად დასრულების შემდეგ (გარდაცვლილს ბავშვი ექიმების დაუდევრობით მშობიარობის წინ გაეგუდა), შვილის გაჩენას ხელოვნური განაყოფიერების გზით ცდილობდა, თუმცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დასრულდა...

გადატანილის მიუხედავად, მედეა რურუას სიცოცხლის სიყვარული და დედობისთვის ბრძოლის ძალა არ დაუკარგავს. მესამედ ის უკვე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მეუღლისვე გაყინული სპერმით დაფეხმძიმდა და სრულიად ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. თუმცაღა, შვილის სიყვარულის ბედნიერების ბოლომდე მიყვანა აღარ დასცალდა...

გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთი ნათესავი მედეა რურუასა და მის პატარა ნინის ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.

"ვერ აღვწერ, რა სიხარულით ელოდებოდა მედეა დედობას და მერე როგორ შეხვდა შვილის დაბადებას, - თვალს ვერ მოწყვეტდი, თითქოს ბედნიერებისაგან, მიწაზე ფეხს არ აკარებს, ფრინავსო. ისედაც ხომ ყოველმხრივ თბილი ადამიანი იყო, - ყველას სიხარულისა თუ ჭირის გამზიარებელი, ყველგან სიხარულის შემტანი, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ კიდევ უფრო საყვარელი და ტბილი გახდა. თან სულ შვილის გარშემო ტრიალებდა, წინადადებას არ დაასრულებდა ისე, ნინო რომ არ ეხსენებინა, - ბავშვი სიცოცხლის აზრად აქცია, ფიქრით და საქციელით მის გარშემო ტრიალებდა. თავად ბავშვიც ისეთივე იყო, როგორც დედამისი, ჯერ ხომ ფიზიკურადაც ძალიან ჰგავდა დედას, მერე კი ზუსტად ისევე აფრქვევდა ღიმილს და სიცოცხლეს, როგორც დედამისი;

ასევე წაიკითხეთ: დედა-შვილი, რომელიც მაყურებელმა ემოციური ისტორიით გაიცნო, ტრაგიკულად დაიღუპნენ - "დღის შოუს" საგანგებო განცხადება

ზოგი ბავშვი სულ დედის მკერდზეა მიკრული, ნინო კი, სხვებისკენ იწევდა, თანაც სიცილით. შეუძლებელი იყო, მას არ მიფერებოდი. იმიტომაც იყო, მედეას მეზობლებს სულ თან დაჰყავდათ, მუდამ ხელში ჰყავდათ აყვანილი და მუდამ ეფერებოდნენ. ამ ალერსში იმდენი ელაპარაკეს, რომ ბავშვმა 8 თვის ასაკიდან დაიწყო სიტყვების წარმოთქმა. სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ამბობდა მედეა - "ნინის გავუჯავრდი და მამასთან დამაბეზღა, მამის ფოტოსთან მივედით და სულ "მამა მამა" ეძახაო". აი, ასეთი დედა-შვილი იყო და როგორ უნდა მოიგონო ესენი ცრემლის გარეშე? დაზაფრულები ვართ. საშინელ დღეშია, მედეას ოჯახი, მას ორი ძმა და დედა ჰყავს და გონზე ვერ მოდიან, წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდათ თავზე.

- როგორც ირკვევა, გარდაცვლილი მეუღლის სპერმისაგან დაფეხმძიმების პირველი შემთხვევა იყო ქვეყანაში, რასაც შესაძლოა, სიახლის გამოც აზრთა სხვადასხვაობა გამოეწვია.

- მედეას იმდენად უნდოდა შვილი, რომ მისი ოჯახი ბავშვის დაბადებას ისევე გულის ფანცქალით ელოდა, როგორც თავად. მამა გარდაეცვალა და ისიც კი არ აგლოვეს, ექიმებმა უთხრეს, რომ სტრესს შეიძლება ორსულობის შეწყვეტა მოყვესო და ოჯახმაც სტრესს აარიდა. ის მორწმუნე ადამიანი იყო, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონასტერშიც იყო ერთხანს, ვიცი, რომ მონასტრის დედებმა ურჩიეს, - რახან შენი მეუღლე გარდაცვლილია, იქნებ შვილის ყოლა სხვა გზით სცადოო, მაგრამ მას საკუთარი შვილი უნდოდა. ამას ხომ ყოველთვის ცდილობდა. მაგრამ როგორც კი ამ მონასტერში გაუგიათ, რომ მედეას ბავშვი უკვე გაუჩნდა, სკოლაში დედაო გააგზავნეს, - მედეამ პატარა აუცილებლად მოიყვანოს, დავლოცავთო.

დედაო სკოლაში ზუსტად იმ დღეს მივიდა, როცა ეს უბედურება მოხდა და იქიდან გაოგნებული წავიდა. ნინის მომავალი ნათლიაც იმავე დღეს და იმავე მანქანაში გარდაიცვალა მძღოლთან ერთად; ოთხივე ერთად, წამში გათავდა... ამბის მთქმელიც არავინ დარჩა ამ მანქანიდან რა მოხდა, დაეძინა იმ დღეს საჭესთან მძღოლს თუ ცუდად გახდა. მანქანას თურქული ტრაილერი დაეჯახა. ტრაილერის მძღოლს უთქვამს, - ძალიან ცუდად ვარ, წინ მომავალი მანქანა, ისე უცებ და მოულოდნელად გამოვარდა მოპირდაპირე გზაზე მომავალი მანქანებიდან და ისე წამში შემომივარდა საბურავებში, რომ გონზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა, ვერაფერი ვეღარ მოვასწარიო.

- მართლაც წარმოუდგენელი ტრაგედიაა...

- მეზობლები სრულ სოკში არიან. ის გოგონაც, რომელიც ნინის ნათლია უნდა ყოფილიყო, იმავე სადარბაზოში, იმავე სართულზე ცხოვრობს, სადაც მედეა და როგორია, ერთად ამხელა ტრაგედიის ყურება. ამ გოგონამ ორი შვილი დატოვა ობოლი...

- მძღოლიც ფოთში ცხოვრობს?

- მძღოლი თბილისელი იყო, - იმ კლინიკამ გამოუგზავნა მედეას, რომელმაც მისი ორსულობა და მშობიარობა წარმართა. რამდენიმე ადამიანმა კი ვუთხარით მედეას, - თბილისამდე დიდი გზაა, ბავშვი პატარაა და იქნებ არც ღირს მისი თბილისში წაყვანა, არ შეწუხდესო, მაგრამ თავად მას ძალიან უნდოდა წასვლა. სიხარულით ფრინავდა. ახლა კი ეს ყველაფერი ასე დასრულდა...

ეთერ ერაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი