სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით უსუფაშვილი - ჩვენი მონაცემებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები
დავით უსუფაშვილი - ჩვენი მონაცემებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები

ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" აქვს უკე­თე­სი შე­დე­გი, ვიდ­რე ჩვენ ამას გვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ლი­დერ­მა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა იქვე გან­მარ­ტა, რომ ის "არ­ჩევ­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გებ­ზე" კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებს და ცეს­კო-ს წი­ნას­წარ მო­ნა­ცე­მებს და­ე­ლო­დე­ბა.

ამას­თან, უსუ­ფაშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, რომ ოქ­მებ­ში ხმე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად ასახ­ვა მო­ახ­დი­ნონ.

"პირ­ველ რიგ­ში, გი­სურ­ვებთ მშვი­დო­ბი­ან ღა­მეს და მშვი­დო­ბი­ან დი­ლას, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღა­მეა. ახლა, რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 3 700-მდე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ხმე­ბის დათ­ვლა. ამ საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლია კო­მი­სი­ის ათა­სო­ბით წევ­რი, დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და მე მინ­და პირ­ველ რიგ­ში მათ მივ­მარ­თო - ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნონ იმის­თვის, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რად იყოს ასა­ხუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ში ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­და­წყვი­ტეს: და­ით­ვა­ლონ ყვე­ლა ბი­უ­ლე­ტე­ნი, შე­ჯამ­დეს შე­დე­გე­ბი, შედ­გეს ოქ­მე­ბი და ჩვენ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის­გან მი­ვი­ღოთ შე­ჯა­მე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი. ამ მო­მენ­ტამ­დე მე, რო­გორც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი, სხვა ყვე­ლა მოვ­ლე­ნა, ეს შე­საძ­ლოა არის სა­ინ­ტე­რე­სო იმის­თვის, რომ ვი­ფიქ­როთ, რა ტენ­დენ­ცი­ე­ბია, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ შე­დე­გებ­ზე ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ მას შემ­დეგ, რაც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნო­ე­ბის­გან გვექ­ნე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი. ამი­ტომ დღეს მე არ და ვერ გა­ვა­კე­თებ ვე­რა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებს იმა­ზე, ვინ არის პარ­ლა­მენ­ტში, რა კომ­პო­ზი­ცი­ის იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო, რის გამო ხდე­ბა ის, რომ ვი­ღა­ცა შე­დის პარ­ლა­მენ­ტში ან ვი­ღა­ცა არ შე­დის ან რო­გორ წა­რი­მარ­თა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, საით მი­დის ქვე­ყა­ნა და ა.შ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მო­გახ­სე­ნებთ ხვალ", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის შე­ფა­სე­ბით, დღეს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ხმე­ბის დაც­ვაა.

"დღეს მინ­და შე­ვე­ხო მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს და კი­დევ ერთხელ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს, ყვე­ლა პარ­ტი­ას ვთხო­ვო , რომ სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ში და­იც­ვან სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა - და­ვიც­ვათ თი­თო­ე­უ­ლი ხმა. მე მინ­და მივ­მარ­თო "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში, და­ვიც­ვათ ყვე­ლა ხმა თა­ნაბ­რად, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი და ასე­ვე სხვე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" აქვს უკე­თე­სი შე­დე­გი, ვიდ­რე ჩვენ ამას გვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი, მაგ­რამ მე ამით არ ვა­პი­რებ ახლა სპე­კუ­ლა­ცი­ას, და­ვე­ლო­დე­ბით ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წი­ნას­წარ შე­დე­გებს, მა­ნამ­დე კი ამო­ცა­ნაა ის, რომ ყვე­ლა ბი­უ­ლე­ტე­ბი და­ით­ვა­ლოს სა­თა­ნა­დოდ. თუ არის რა­ი­მე ნი­შა­ნი იმი­სა, რომ სად­მე რა­ი­მე მოხ­და, ან შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს ამ წუთ­ში, ეს უნდა აღიკ­ვე­თოს. დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხმე­ბის დაც­ვა. ხმე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად ასახ­ვა სა­არ­ჩევ­ნო ოქ­მებ­ში", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით უსუფაშვილი - ჩვენი მონაცემებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები

დავით უსუფაშვილი - ჩვენი მონაცემებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები

ჩვენი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ჩვენ ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ის "არჩევნების სავარაუდო შედეგებზე" კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს დაელოდება.

ამასთან, უსუფაშვილმა საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ ოქმებში ხმების ადეკვატურად ასახვა მოახდინონ.

"პირველ რიგში, გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და მშვიდობიან დილას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ღამეა. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 3 700-მდე საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმების დათვლა. ამ საქმით დაკავებულია კომისიის ათასობით წევრი, დამკვირვებელი და მე მინდა პირველ რიგში მათ მივმართო - ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ადეკვატურად იყოს ასახული არჩევნების შედეგებში ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს: დაითვალონ ყველა ბიულეტენი, შეჯამდეს შედეგები, შედგეს ოქმები და ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მივიღოთ შეჯამებული შედეგები. ამ მომენტამდე მე, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ არჩევნების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. ეგზიტპოლები, სხვა ყველა მოვლენა, ეს შესაძლოა არის საინტერესო იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რა ტენდენციებია, მაგრამ კონკრეტულ შედეგებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოებისგან გვექნება მონაცემები. ამიტომ დღეს მე არ და ვერ გავაკეთებ ვერანაირ პოლიტიკურ შეფასებებს იმაზე, ვინ არის პარლამენტში, რა კომპოზიციის იქნება მომავალი საკანონმდებლო ორგანო, რის გამო ხდება ის, რომ ვიღაცა შედის პარლამენტში ან ვიღაცა არ შედის ან როგორ წარიმართა საარჩევნო კამპანია, საით მიდის ქვეყანა და ა.შ. ამ ყველაფერზე მოგახსენებთ ხვალ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის შეფასებით, დღეს მთავარი ამოცანა ხმების დაცვაა.

"დღეს მინდა შევეხო მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს და კიდევ ერთხელ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პარტიას ვთხოვო , რომ საარჩევნო საკითხებში დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა - დავიცვათ თითოეული ხმა. მე მინდა მივმართო "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში, დავიცვათ ყველა ხმა თანაბრად, "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მიღებული ხმები და ასევე სხვების მიერ მიღებული ხმები. ჩვენი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ჩვენ ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები, მაგრამ მე ამით არ ვაპირებ ახლა სპეკულაციას, დაველოდებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს, მანამდე კი ამოცანაა ის, რომ ყველა ბიულეტები დაითვალოს სათანადოდ. თუ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ სადმე რაიმე მოხდა, ან შეიძლება ხდებოდეს ამ წუთში, ეს უნდა აღიკვეთოს. დღეს მნიშვნელოვანია ხმების დაცვა. ხმების ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმებში", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."