"რესპუბლიკური პარტიის" წევრს დავით ბერძენიშვილსა და ბათუმის 69-ე ოლქის #71 უბნის კომისიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უბანში, კაბინაში "შპარგალკაა" თუ ვის უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა მხარი. მისი თქმით, კაბინაში არსებულ საილუსტრაციო ფურცელზე შემოხაზულია 5 და 27 ნომრები, რაც დარღვევაა.
"71-ე უბანზე მესამე კაბინაში აღმოჩნდა, რომ გაკრულია შიგნით მაჟორიტარების ჩამონათვალი, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში შემოხაზულია 5 და 27 ნომრებით შესაბამისი კანდიდატები. ამავე შენობაში 72-ე უბანში არც ერთ კაბინაში მაჟორიტარების სიები გაკრული არ არის. უცნაურია, რატომაა ერთ უბანში "შპარგალკა" და მეორეში საერთოდ არაა გაკრული", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
უბნის კომისიის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ 15 წუთით ადრე შეამოწმეს კაბინა და არ იყო აღნიშნული ნომრები შემოხაზული. თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად გადაწყვიტა, დავით ბერძენიშვილისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უბანი დაეტოვებინებიათ.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016