"ინცინდენტი მოხდა სოფელ ყარაჯალას 59-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრს ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდაზე პარტია "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალა ჰქონდა", - ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა დამკვირვებელმა ნიკა ჩომახაშვილმა გაავრცელა.
დამკვირვებლის ინფორმაციით, უკვე დაწერილია საჩივარი, რომელიც უბნის საარჩევნო კომისიამ მიიღო და ახლა ის რეაგირებას ელოდება.