სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა
დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­სახ­ლე­ო­ბა მე-9 მოწ­ვე­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ირ­ჩევს. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 07:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა, თუმ­ცა უბ­ნებ­ზე ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კენ­ჭისყ­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. შე­სა­ბა­მი­სად, ამომ­რჩე­ველ­მა ხმის მი­ცე­მა 08:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. კენ­ჭისყრა 08:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის და­წყე­ბუ­ლია და რე­გი­ო­ნებ­ში უკვე და­ფიქ­სირ­და მცი­რე დაღ­ვე­ვე­ბი და კუ­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტე­ბიც. მა­გა­ლი­თად, გო­რის #22 უბან­ზე ნამ­დვი­ლი ბუ შეფ­რინ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ნეტ­გა­ზეთ­მა" გა­ავ­რცე­ლა. სა­ეჭ­ვოა, ფრინ­ვე­ლი ხმის მი­სა­ცე­მად მი­სუ­ლი­ყო უბან­ზე - მან ტუ­ა­ლე­ტის ტე­რი­ტო­რია და­ი­კა­ვა და რომ არა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, საკ­მა­ოდ მყუდ­როდ გრძნობ­და იქ თავს (ფოტო: ლადო ბი­ჭაშ­ვი­ლი)

ბა­თუმ­ში 69-ე ოლ­ქის #1 უბან­ზე პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. რო­გორც უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რე მაია ბლა­და­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ხელს უშ­ლი­და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს, რის გა­მოც პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა. "დი­ლით, 8:00 სა­ათ­ზე პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით გავ­ხსე­ნით უბა­ნი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­და, ჩხუ­ბით, ყვი­რი­ლით ცდი­ლობ­და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბას. კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ერე­ო­და და ხელს უშ­ლი­და იმ პრო­ცე­დუ­რებს, რაც წინ გვე­ლო­დე­ბო­და. სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გრძელ­დე­ბო­და ეს და ბო­ლოს ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­ვი­და, ამომ­რჩევ­ლებ­ზეც ახ­დენ­და უკვე გავ­ლე­ნას და გა­მო­ვი­ძა­ხე პო­ლი­ცია", - აღ­ნიშ­ნა მაია ბლა­და­ძემ.

ფო­თის #61 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში მცი­რე ექ­სცესს ჰქონ­და ად­გი­ლი. მერ­ვე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი. სა­უბ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ი­კე­ტა იმ ოთა­ხის რკი­ნის კარი, სა­დაც ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი იყო შე­ნა­ხუ­ლი. ამ პრობ­ლე­მის გამო, უბა­ნი რამ­დე­ნი­მე წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნა. სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის სა­ლო­მე რო­დო­ნა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნე­ბი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. "ის, რომ მერ­ვე უბა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნა, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზით მოხ­და და ამას დარ­ღვე­ვა­საც ვერ და­ვარ­ქმევ", - გა­ნა­ცხა­და რო­დო­ნა­ი­ამ.

ქუ­თა­ი­სის #28-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ერ­თით მეტი სა­რე­გის­ტრა­ციო ბე­ჭე­დი მი­ი­ღეს. რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ელ­გუ­ჯა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, ზედ­მე­ტი ბე­ჭე­დი ამ დრო­ის­თვის და­ლუ­ქუ­ლია და მას სა­ღა­მოს #59-ე სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას და­უბ­რუ­ნე­ბენ. "სულ გვჭირ­დე­ბო­და ოთხი სა­რე­გის­ტრა­ციო ბე­ჭე­დი და ერ­თით მეტი მოგ­ვი­ვი­და. დავ­ლუ­ქეთ და სა­ღა­მოს ოლქს ჩა­ვა­ბა­რებთ. სხვა მეტი არა­ნა­ი­რი ხარ­ვე­ზი არ არის. ამომ­რჩევ­ლე­ბი დი­ლი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად მო­დი­ან", - გა­ნა­ცხა­და სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ.

ზუგ­დი­დის მე-18 უბან­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­კვირ­ვე­ბელს მუ­შა­ო­ბა­ში ხელს უშ­ლი­ან. ამის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ანა ნაც­ვლიშ­ვლმა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მე­დი­ა­ცენ­ტრში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. "მინ­და ერთი მო­წო­დე­ბა გა­ვა­კე­თო. ზუგ­დი­დის მე-18 უბან­ზე ჩვენს დამ­კვირ­ვე­ბელს ხელს უშ­ლი­ან მუ­შა­ო­ბა­ში. მინ­და მო­ვუ­წო­დო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს და კო­მი­სი­ას, რომ ასე­თი მოქ­მე­დე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა და მო­ვუ­წო­დებ მას, რომ მის­ცენ ჩვენს დამ­კვირ­ვე­ბელს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ბოლ­ნი­სის #23 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში, სო­ფელ ტა­ლა­ვერ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ფუ­ლის გა­ცე­მის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­ნა­ცხა­დეს.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის, სა­მი­რა ის­მა­ი­ლო­ვას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მის მხარ­და­სა­ჭე­რად ამომ­რჩე­ველს გარ­კვე­ულ თან­ხას სთა­ვა­ზობ­დნენ", - აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ა­ში. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ფუ­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი ზეს­ტა­ფონ­შიც და­ა­ფიქ­სი­რა.

ფოთ­ში, მე-18 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე სამი სა­ჩი­ვა­რი ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წე­რა. დამ­კვი­რებ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ხან­დაზ­მულ ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, ერთ-ერთი ამომ­რჩე­ვე­ლი კა­ბი­ნა­ში შეჰ­ყვა. კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთ კონ­ვერ­ტში სამი ბი­უ­ლე­ტე­ნი იყო. მე­ო­რე სა­ჩი­ვა­რი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შე­ხე­ბა.

კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის თავ­ფურ­ცელ­ზე არას­წო­რად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტენ­თა რა­ო­დე­ნო­ბა,რა­ზეს ასე­ვე სა­ჩი­ვა­რი და­ი­წე­რა.რაც შე­ე­ხე­ბა ამ უბან­ში და­წე­რილ მე­სა­მე სა­ჩი­ვარს, რო­გორც უბან­ზე გან­მარ­ტა­ვენ, დევ­ნი­ლი ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც ხმას ამ უბან­ზე აძ­ლევ­და ლტოლ­ვი­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა არ გა­აჩ­ნდა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13:00 სა­ა­თის­თვის, დამ­კვი­რებ­ლე­ბის მიერ 50-მდე წვრი­ლი და შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დი­დის 65.67 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის მე-18 უბა­ნი 45 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნა, რად­გა­ნაც კენ­ჭისყ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა დრო­უ­ლად არ იყო უბან­ზე მი­ტა­ნი­ლი;

"რამ­დე­ნი­მე უბან­ზე და­ფიქ­სირ­და ერთი პარ­ტი­ის ორი წარ­მო­მად­გენ­ლის ერ­თდრო­უ­ლი ყოფ­ნა. (ბოლ­ნის­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში და ახალ­ცი­ხე­ში). ოთხ უბან­ზე (ბა­თუ­მი 69.73 ოლ­ქის მე-8 უბა­ნი, კრწა­ნი­სი 07.04 ოლ­ქის მე-18 უბან­ზე, ქუ­თა­ი­სი 49.48 ოლ­ქის 55-ე უბან­ზე, გორი 41.32 ოლ­ქის 22-ე უბან­ზე) ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­კვირ­ვე­ბე­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად არ შე­უშ­ვეს, თუმ­ცა ზემ­დგო­მი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ჩა­რე­ვის შემ­დეგ ეს პრობ­ლე­მა აღ­მო­ი­ფხვრა. ხო­ნის 54.55. სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის 28-ე უბან­ზე ბეჭ­დე­ბის ნომ­რე­ბი არ და­ემ­თხვა მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტში მი­თი­თე­ბულ ნომ­რებს; ნი­ნოწ­მინ­დის 46.41 ოლ­ქის მე-2 უბან­ზე რამ­დენ­ჯერ­მე და­ფიქ­სირ­და კა­ბი­ნა­ში ერ­თზე მეტი ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა. ასე­ვე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ქარ­თუ­ლი ენის არ­ცოდ­ნის გამო ვერ აფორ­მებ­და სა­ჩი­ვარს. მა­სი­უ­რად ვხვდე­ბით იგი­ვე პრობ­ლე­მებს ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ნი­ნოწ­მინ­დის ბევრ უბან­ზე; რუს­თა­ვის 30.20. ოლ­ქის 30-ე და მარ­ნე­უ­ლის 35.22. ოლ­ქის 72-ე უბ­ნებ­ზე რამ­დე­ნი­მე დამ­კვირ­ვე­ბელს კო­მი­სი­ამ ვა­და­გა­სუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს ხმა; შიდა ქარ­თლში კო­მი­სი­ის წევ­რი შეჰ­ყვა ამომ­რჩე­ველს კა­ბი­ნა­ში და და­ეხ­მა­რა ხმის მი­ცე­მა­ში (ქა­რე­ლი 40.33 ოლ­ქის მე-13 უბა­ნი)" - აღ­ნიშ­ნუ­ლია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მო­ნა­ცე­მებ­ში.

ბოლ­ნი­სის 33-ე ოლ­ქში, სო­ფელ ძვე­ლი ქვე­შის მე-20 უბან­ზე, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა სა­არ­ჩევ­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე სუფ­რა გა­შა­ლეს, - ამის შე­სა­ხებ "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი" აცხა­დებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლ­ნი­სის 33-ე ოლ­ქში, სო­ფელ ძვე­ლი ქვე­შის მე-20 უბან­ზე, შუ­ა­დღი­სას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის მის­ვლი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ უბა­ნი დრო­ე­ბით და­ხუ­რუ­ლი იყო და ამომ­რჩევ­ლე­ბი დე­რე­ფან­ში ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის გა­იხ­სნე­ბო­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უბ­ნის და­ხურ­ვის მი­ზე­ზად კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა სა­დი­ლის დრო და­ა­სა­ხე­ლეს. მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის ცნო­ბით, კო­მი­სი­ის წევ­რებს დო­კუ­მენ­ტებ­ზე სუფ­რა ჰქონ­დათ გაშ­ლი­ლი, რა დრო­საც დო­კუ­მენ­ტე­ბის ნა­წილს წყა­ლი გა­და­ას­ხეს და შემ­დეგ გაშ­რო­ბას ცდი­ლობ­დნენ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #არ­ჩევ­ნე­ბი 2016

First "voter" to visit Gori polling station was an owl

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

საარჩევნო პროცესი რამდენიმე საათის დაწყებულია და რეგიონებში უკვე დაფიქსირდა მცირე დაღვევები და კურიოზული ფაქტებიც. მაგალითად, გორის #22 უბანზე ნამდვილი ბუ შეფრინდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. საეჭვოა, ფრინველი ხმის მისაცემად მისულიყო უბანზე - მან ტუალეტის ტერიტორია დაიკავა და რომ არა კომისიის წევრები, საკმაოდ მყუდროდ გრძნობდა იქ თავს (ფოტო: ლადო ბიჭაშვილი)

ბათუმში 69-ე ოლქის #1 უბანზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც უბნის თავმჯდომარე მაია ბლადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს, რის გამოც პატრული გამოიძახა. "დილით, 8:00 საათზე პროცედურების დაცვით გავხსენით უბანი. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, ჩხუბით, ყვირილით ცდილობდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. კომისიის საქმიანობაში ერეოდა და ხელს უშლიდა იმ პროცედურებს, რაც წინ გველოდებოდა. საათნახევარი გრძელდებოდა ეს და ბოლოს ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ამომრჩევლებზეც ახდენდა უკვე გავლენას და გამოვიძახე პოლიცია", - აღნიშნა მაია ბლადაძემ.

ფოთის #61 მაჟორიტარულ ოლქში მცირე ექსცესს ჰქონდა ადგილი. მერვე საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები. საუბნო კომისიის ინფორმაციით, ჩაიკეტა იმ ოთახის რკინის კარი, სადაც ბიულეტენები იყო შენახული. ამ პრობლემის გამო, უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიხსნა. საერთო ჯამში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "ის, რომ მერვე უბანი დაგვიანებით გაიხსნა, ტექნიკური ხარვეზით მოხდა და ამას დარღვევასაც ვერ დავარქმევ", - განაცხადა როდონაიამ.

ქუთაისის #28-ე საარჩევნო უბანზე ერთით მეტი სარეგისტრაციო ბეჭედი მიიღეს. როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ელგუჯა სულაქველიძემ განმარტა, ზედმეტი ბეჭედი ამ დროისთვის დალუქულია და მას საღამოს #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუბრუნებენ. "სულ გვჭირდებოდა ოთხი სარეგისტრაციო ბეჭედი და ერთით მეტი მოგვივიდა. დავლუქეთ და საღამოს ოლქს ჩავაბარებთ. სხვა მეტი არანაირი ხარვეზი არ არის. ამომრჩევლები დილიდანვე აქტიურად მოდიან", - განაცხადა სულაქველიძემ.

ზუგდიდის მე-18 უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს მუშაობაში ხელს უშლიან. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვლმა არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მინდა ერთი მოწოდება გავაკეთო. ზუგდიდის მე-18 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიან მუშაობაში. მინდა მოვუწოდო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიას, რომ ასეთი მოქმედება არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და მოვუწოდებ მას, რომ მისცენ ჩვენს დამკვირვებელს თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ბოლნისის #23 საარჩევნო ოლქში, სოფელ ტალავერში საარჩევნო უბანზე ფულის გაცემის ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ პარტია "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, სამირა ისმაილოვას წარმომადგენლები, მის მხარდასაჭერად ამომრჩეველს გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ", - აცხადებენ პარტიაში. "ქართულმა ოცნებამ" ფულის გადაცემის ფაქტი ზესტაფონშიც დააფიქსირა.

ფოთში, მე-18 საარჩევნო უბანზე სამი საჩივარი ერთდროულად დაიწერა. დამკვირებლების განმარტებით, ხანდაზმულ ამომრჩეველს, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა და არჩევანის გაკეთებაში დახმარება სჭირდებოდა, ერთ-ერთი ამომრჩეველი კაბინაში შეჰყვა. კენჭისყრის პროცესში აღმოჩნდა, რომ ერთ კონვერტში სამი ბიულეტენი იყო. მეორე საჩივარი ბიულეტენების რაოდენობას შეხება.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბიულეტენების თავფურცელზე არასწორად იყო მითითებული ბიულეტენთა რაოდენობა,რაზეს ასევე საჩივარი დაიწერა.რაც შეეხება ამ უბანში დაწერილ მესამე საჩივარს, როგორც უბანზე განმარტავენ, დევნილი ამომრჩეველს, რომელიც ხმას ამ უბანზე აძლევდა ლტოლვილის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" ინფორმაციით, 13:00 საათისთვის, დამკვირებლების მიერ 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.

მათი ინფორმაციით, ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანი 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;

"რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ერთი პარტიის ორი წარმომადგენლის ერთდროული ყოფნა. (ბოლნისში, ახალქალაქში და ახალციხეში). ოთხ უბანზე (ბათუმი 69.73 ოლქის მე-8 უბანი, კრწანისი 07.04 ოლქის მე-18 უბანზე, ქუთაისი 49.48 ოლქის 55-ე უბანზე, გორი 41.32 ოლქის 22-ე უბანზე) ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი თავდაპირველად არ შეუშვეს, თუმცა ზემდგომი საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა. ხონის 54.55. საარჩევნო ოლქის 28-ე უბანზე ბეჭდების ნომრები არ დაემთხვა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ნომრებს; ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე რამდენჯერმე დაფიქსირდა კაბინაში ერთზე მეტი ადამიანის ყოფნა. ასევე, კომისიის თავმჯდომარე ქართული ენის არცოდნის გამო ვერ აფორმებდა საჩივარს. მასიურად ვხვდებით იგივე პრობლემებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბევრ უბანზე; რუსთავის 30.20. ოლქის 30-ე და მარნეულის 35.22. ოლქის 72-ე უბნებზე რამდენიმე დამკვირვებელს კომისიამ ვადაგასული პირადობის მოწმობის მეშვეობით მიაცემინეს ხმა; შიდა ქართლში კომისიის წევრი შეჰყვა ამომრჩეველს კაბინაში და დაეხმარა ხმის მიცემაში (ქარელი 40.33 ოლქის მე-13 უბანი)" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" მონაცემებში.

ბოლნისის 33-ე ოლქში, სოფელ ძველი ქვეშის მე-20 უბანზე, კომისიის წევრებმა საარჩევნო დოკუმენტაციაზე სუფრა გაშალეს, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აცხადებს. მათი ინფორმაციით, ბოლნისის 33-ე ოლქში, სოფელ ძველი ქვეშის მე-20 უბანზე, შუადღისას, ადამიანის უფლებათა ცენტრის მობილური ჯგუფის მისვლისას აღმოჩნდა, რომ უბანი დროებით დახურული იყო და ამომრჩევლები დერეფანში ელოდებოდნენ, როდის გაიხსნებოდა.

მათივე ცნობით, უბნის დახურვის მიზეზად კომისიის წევრებმა სადილის დრო დაასახელეს. მობილური ჯგუფის ცნობით, კომისიის წევრებს დოკუმენტებზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი, რა დროსაც დოკუმენტების ნაწილს წყალი გადაასხეს და შემდეგ გაშრობას ცდილობდნენ.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

First "voter" to visit Gori polling station was an owl

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."