გურჯაანის რაიონში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გოგონა თოკებით თამაშობდა, რა დროსაც ხეზე ჩამოეკიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.