შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის სახლში უკვე მივიდნენ. თარგამაძის სახლში ორი გამომძიებელი შევიდა. გამომძიებლებს შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გივი თარგამაძეს მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოკითხავენ. 4
ოქტომბერს, ღამით, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.