რა განაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრმა ვაჟა მორგოშიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

რა განაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრმა ვაჟა მორგოშიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

"თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წევრის, ვაჟა მორგოშიას დაკითხვა სახელმწიფო უსდაფრთხოების სამსახურში დასრულდა. როგორც მორგოშიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები, რომელსაც მას 5 საათის განმავლობაში უსვამდნენ, სულელური იყო, თუმცა იგი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ საკითხებზე და დეტალებზე ვერ საუბრობს. მორგოშიას თქმით, მას ჩვენების გაუხმაურებლობის შესახებ ხელწერილი ჩამოართვეს.

"სამწუხაროდ, ჩვენების გაუმხელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ ვერ ვისაუბრებ დასმულ კითხვებზე, მაგრამ 5 საათის განმავლობაში ძალიან სულელურ კითხვებს მისვამდნენ. უნდათ, რომ მოგვწყვიტონ საარჩევნო პროცესს. მე დაბარებული ვიყავი სუსში 4 ოქტომბერს. მოვედი განცხადების ჩასაბარებლად, რომ არ მეცალა ამ დღეს, ვინაიდან ვარ აქტიურად ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ვარ დავით კირკიტაძის შტაბის წევრი, თუმცა ჩემი განცხადება კანცელარიამ არ ჩაიბარა და ამის შემდეგ მოვიდნენ ჩემთან იძულების წესით წასაყვანად", - განაცხადა მორგოშიამ.

როგორც "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, ბესო კალაძის ბრალდებები "თავისუფალი ზონის" მისამართით არის სისულელე და ორგანიზაცია არავითარ დესტაბილიზაციას არ გეგმავს. მორგოშიას თქმით, ის არასოდეს შეხვედრია მიხეილ სააკაშვილს და არც არასოდეს ყოფილა უკრაინაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ