მან დაანაყრა 1530 მშიერი და არამხოლოდ... - ვინ ასრულებს დაპირებებს?

მან დაანაყრა 1530 მშიერი და არამხოლოდ... - ვინ ასრულებს დაპირებებს?

ბავშვებს ჰგონიათ, რომ ყველა ზღაპარი იწყება სიტყვებით: „იყო და არა იყო რა...“ - ისინი ცდებიან! არსებობს ზღაპრები, რომლებიც იწყება სიტყვებით: „თუ მე მომცემთ ხმას არჩევნებზე....“ როგორც წესი, ასეთი ზღაპრები კეთილად არ მთავრდება... ან საერთოდ არ მთავრდება.

თუ შენი კორპუსის მახლობლად საბავშვო მოედანს აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ახლოვდება! შელამაზებულ საბავშვო მოედნებზე დეპუტატები ლამაზ-ლამაზ დაპირებებს გააჟღერებენ... ანუ თქვენ მოისმენთ იმას, რაც არასოდეს შესრულდება. ჩვენ დაგვრჩება იმედგაცრუება და... საბავშვო მოედანი, რომელიც შეიძლება წაგების გამო ნაწყენმა დეპუტატმა დაშალოს და თავის აგარაკზე გადაიტანოს...

არასოდეს შესრულებული დაპირებების მიუხედავად, ცოცხლები და მკვდრები ხმის მისაცემად მაინც მიდიან... არჩევნები კი ჩემი სადარბაზოს ფანჯრის მინასავით „გამჭვირვალედ“ ჩაივლის და - არაფერი შეიცვლება!

ერთი სიტყვით...

მე გადავწყვიტე, ავირჩიო ის, ვინც დაპირებებს ასრულებს! გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მე ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე, კმაყოფილი მომხმარებლებიც ვიპოვე და შესრულებული დაპირებების ავტორიც...

- მან დაანაყრა 1530 მშიერი;

- დაასვენა 845 მუშაობით გადაღლილი ადამიანი;

- გაალამაზა 799 ქალი;

- ყოფითი საქმე გაუადვილა 681 დიასახლისს (საყოფაცხოვრებო ტექნიკის მეშვეობით);

- გარუჯა 530 გოგონა;

- ჭარბთმიანობისგან გაათავისუფლა - 412 ადამიანი (ქალიც, კაციც);

- დაბადების დღე გადაუხადა 399 ბავშვს;

- გაართო 350;

- დაათრო 280;

- უმკურნალა 267-ს;

- ამოგზაურა 170;

- გაანათლა 97.

ის დაპირებებს ყოველთვის ასრულებს!

შემოხაზე Hotsale! თქვენი მუდმივი არჩევანი!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი