სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პარიზიდან მორალისტობას შეეშვი... შემოვარდი და იჭაჭები" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანიტა რაჭველიშვილი და ნიკა გვარამია
"პარიზიდან მორალისტობას შეეშვი... შემოვარდი და იჭაჭები" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანიტა რაჭველიშვილი და ნიკა გვარამია

გუ­შინ ინ­ტერ­ნე­ში პარ­ლა­მენ­ტის, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­სა და მე­რი­ის სა­ხელ­ზე პე­ტი­ცია გავ­რცელ­და, რომ­ლის ავ­ტო­რიც ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის" მო­წყო­ბას მო­ი­თხოვს. პე­ტი­ცი­ას ამ დრო­ის­თვის 7758 ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს, ონ­ლა­ინ პე­ტი­ცი­ის მი­ზა­ნი 150 ათა­სი ხმის მოგ­რო­ვე­ბაა. პე­ტი­ცი­ას არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი შე­უ­ერ­თდა, ისი­ნი მო­თხოვ­ნას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნე­ბენ და მე­გობ­რებს თხო­ვენ, წა­მო­წყე­ბას შე­უ­რეთ­დნენ. თე­მას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია. გვა­რა­მია ამ ამ­ბავს პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს უძებ­ნის:

"თბი­ლი­სის იპოდ­რო­მი მინ­და გახ­დეს ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი - თვა­ლი მი­ვა­დევ­ნე, ვინ და­ი­წყო ეს კამ­პა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ დღე­ებ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი ზარ­ზე­ი­მით "აჩუ­ქებს" ერს.

კამ­პა­ნი­აც მა­გი­ტო წა­მო­ი­წყეს და ძა­ა­ნაც ნუ აყ­ვე­ბით, ბი­ძი­ნას თა­მა­შია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი.

იპოდ­რომს "გა­ჩუ­ქებთ", და თუ არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებს, ბო­ტა­ნი­კურს წა­გარ­თმევთ და სო­ლო­ლაკს თავ­ზე გა­და­გაფშვნით თა­ვი­სი პა­ნო­რა­მით.

ნუ იქ­ნე­ბით გუ­ლუბ­რყვი­ლო­ე­ბი", - და­წე­რა ნიკა გავ­რა­მი­ამ.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, წა­მო­წყე­ბის ერთ-ერთი ავ­ტო­რია ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გვა­რა­მი­ას პოს­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, რის შემ­დე­გაც გვა­რა­მი­ამ თა­ვის სტა­ტუს­ში შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნა:

"p.s. Anita Rachvelishvili-ს არ ვგუ­ლის­ხმობ არც იმათ, ვი­საც ოდეს­მე რამე სად­მე რო­გორ­მე უმ­ღე­რია. აჰა, დამ­შვიდ­დით მომ­ღე­რა­ლო ფრენ­დე­ბო, რომ­ლებ­საც რა­ტომ­ღაც სა­კუ­თა­რი თავი მო­გე­ლან­დათ ამ სტა­ტუ­სის პირ­ვან­დელ ვა­რი­ან­ტში".

პოსტს კო­მენ­ტა­რებ­ში ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილ­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას შო­რის მწვა­ვე კა­მა­თი მოჰ­ყვა:

იხი­ლეთ ასე­ვე: "კარ­გია, იპოდ­რომ­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი თუ გა­შენ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ხომ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ გა­ყი­და?"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"პარიზიდან მორალისტობას შეეშვი... შემოვარდი და იჭაჭები" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანიტა რაჭველიშვილი და ნიკა გვარამია

"პარიზიდან მორალისტობას შეეშვი... შემოვარდი და იჭაჭები" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანიტა რაჭველიშვილი და ნიკა გვარამია

გუშინ ინტერნეში პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და მერიის სახელზე პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე "თბილისის ცენტრალური პარკის" მოწყობას მოითხოვს. პეტიციას ამ დროისთვის 7758 ადამიანი აწერს ხელს, ონლაინ პეტიციის მიზანი 150 ათასი ხმის მოგროვებაა. პეტიციას არაერთი ცნობილი ქართველი შეუერთდა, ისინი მოთხოვნას "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებენ და მეგობრებს თხოვენ, წამოწყებას შეურეთდნენ. თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. გვარამია ამ ამბავს პოლიტიკურ სარჩულს უძებნის:

"თბილისის იპოდრომი მინდა გახდეს ცენტრალური პარკი - თვალი მივადევნე, ვინ დაიწყო ეს კამპანია და დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ივანიშვილი ზარზეიმით "აჩუქებს" ერს.

კამპანიაც მაგიტო წამოიწყეს და ძაანაც ნუ აყვებით, ბიძინას თამაშია ჩვეულებრივი.

იპოდრომს "გაჩუქებთ", და თუ არჩევნებს მოიგებს, ბოტანიკურს წაგართმევთ და სოლოლაკს თავზე გადაგაფშვნით თავისი პანორამით.

ნუ იქნებით გულუბრყვილოები", - დაწერა ნიკა გავრამიამ.

როგორც აღმოჩნდა, წამოწყების ერთ-ერთი ავტორია ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, რომელმაც გვარამიას პოსტი გააპროტესტა, რის შემდეგაც გვარამიამ თავის სტატუსში შესწორება შეიტანა:

"p.s. Anita Rachvelishvili-ს არ ვგულისხმობ არც იმათ, ვისაც ოდესმე რამე სადმე როგორმე უმღერია. აჰა, დამშვიდდით მომღერალო ფრენდებო, რომლებსაც რატომღაც საკუთარი თავი მოგელანდათ ამ სტატუსის პირვანდელ ვარიანტში".

პოსტს კომენტარებში ანიტა რაჭველიშვილსა და ნიკა გვარამიას შორის მწვავე კამათი მოჰყვა:

იხილეთ ასევე: "კარგია, იპოდრომზე ცენტრალური პარკი თუ გაშენდება, მაგრამ ეს ხომ კერძო საკუთრებაა, რომელიც სახელმწიფომ გაყიდა?"

"კორონამ დამიტოვა ძალიან ძლიერი ტკივილი სახსრებში, ხშირი თავის ტკივილები... არ არსებობს, კიდევ თქვით" - იუნა შაფათავა

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე