სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან უნივერსიტეტი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს
ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან უნივერსიტეტი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს

ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებ­თან უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმდე­ბას გა­ა­ფორ­მებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თსუ ავ­რცე­ლებს. რო­გორც თსუ-ში გან­მარ­ტა­ვენ, შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბა­ში შევა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტთა მო­თხოვ­ნას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ, თსუ რექ­ტორ­მა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ იმ­სჯე­ლეს შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე. მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცვლი­ლე­ბა შე­ვი­დეს რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებ­თან უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­ა­ფორ­მებს შე­თან­ხმე­ბას და­ვა­ლი­ა­ნე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია თსუ-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტრა­ცი­ე­ბის ვა­დის გა­და­წე­ვის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თსუ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა დალი კან­დე­ლაკ­მა. მისი თქმით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­მო­სუ­ლია იმ სტუ­დენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ წინა სე­მესტრე­ბის სას­წავ­ლო სა­ფა­სუ­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა.

"ად­მი­ნის­ტრა­ცია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სწავ­ლობს თი­თო­ე­ულ ასეთ გან­ცხა­დე­ბას. იმის­თვის რომ ამ სტუ­დენ­ტებს პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნათ, რექ­ტორ­მა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ვა­დე­ბის ბრძა­ნე­ბა­ში შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბა. კერ­ძოდ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტრა­ცია გა­ხან­გრძლივ­და 3 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით", - გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

ამას­თან, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ თსუ-ს აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა, რის­თვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იქ­მნე­ბა.

რექ­ტო­რის თქმით, კარი იქ­ნე­ბა ღია და ესაა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად უნდა შე­ი­მუ­შა­ოს.

"რაც უფრო მეტი იქ­ნე­ბა მო­ნა­წი­ლე და რაც უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლი - უკე­თე­სია. რაც უფრო მეტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჩა­ერ­თვე­ბა ამ საქ­მე­ში - უკე­თე­სია. ამი­ტომ ვთხო­ვეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, საბ­ჭოს იმ წევ­რებს, ვინც არი­ან გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, იუ­რის­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ. ნა­წი­ლი სა­კი­თხე­ბი­სა მი­ე­კუთ­ვნე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ას. სხვა ნა­წი­ლი, მა­გა­ლი­თად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბაც ჩვენ­გან უნდა მოხ­დეს. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს ნამ­დვი­ლად აქვს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა იმის­თვის, რომ გახ­დეს პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი,"- აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან უნივერსიტეტი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს

ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან უნივერსიტეტი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს

ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან უნივერსიტეტი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმდებას გააფორმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. როგორც თსუ-ში განმარტავენ, შესაბამისი ცვლილება რექტორის ბრძანებაში შევა.

"რაც შეეხება სტუდენტთა მოთხოვნას ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივების, სწავლის საფასურის გადანაწილების შესახებ, თსუ რექტორმა და ადმინისტრაციამ იმსჯელეს შექმნილ ვითარებაზე. მიღებულია გადაწყვეტილება ცვლილება შევიდეს რექტორის ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან უნივერსიტეტი გააფორმებს შეთანხმებას დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ", - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციების ვადის გადაწევის შესახებ კომენტარი გააკეთა თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსმა დალი კანდელაკმა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შემოსულია იმ სტუდენტების განცხადებები, რომლებსაც აქვთ წინა სემესტრების სასწავლო საფასურის დავალიანება.

"ადმინისტრაცია ინდივიდუალურად სწავლობს თითოეულ ასეთ განცხადებას. იმისთვის რომ ამ სტუდენტებს პრობლემები არ შეექმნათ, რექტორმა სასწავლო პროცესის ვადების ბრძანებაში შეიტანა ცვლილება. კერძოდ, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია გახანგრძლივდა 3 ოქტომბრის ჩათვლით", - განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა შესთავაზა, რისთვისაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

რექტორის თქმით, კარი იქნება ღია და ესაა დოკუმენტი, რომელიც ყველამ ერთად უნდა შეიმუშაოს.

"რაც უფრო მეტი იქნება მონაწილე და რაც უფრო მაღალი იქნება საზოგადოებრივი კონტროლი - უკეთესია. რაც უფრო მეტი პროფესიონალი ჩაერთვება ამ საქმეში - უკეთესია. ამიტომ ვთხოვეთ, განსაკუთრებით, საბჭოს იმ წევრებს, ვინც არიან განათლების სპეციალისტები, იურისტები აქტიურად ჩაერთონ. ნაწილი საკითხებისა მიეკუთვნება უნივერსიტეტის კომპეტენციას. სხვა ნაწილი, მაგალითად საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიცირებაც ჩვენგან უნდა მოხდეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნამდვილად აქვს ინტელექტუალური საშუალება იმისთვის, რომ გახდეს პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი,"- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი