სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
KGB-ს "გადატვირთვა" - რისთვის სჭირდება მოსკოვს ახალი უშიშროების სამინისტრო?
KGB-ს "გადატვირთვა" - რისთვის სჭირდება მოსკოვს ახალი უშიშროების სამინისტრო?

2016 წლის სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მი­რე­ბი­სა და ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის - უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს შექ­მნის შე­სა­ხებ ალა­პა­რაკ­დნენ.

უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­სა და ქვეყ­ნის შიდა თუ გარე ტო­ტა­ლურ კონ­ტროლს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბო­და. არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნომ არა­ერ­თი სა­ხე­ლი და დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი უწყე­ბა გა­მო­იც­ვა­ლა. 1920-იანი წლე­ბის ბო­ლოს გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­მარ­თვე­ლო (ГПУ) ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან (НКВД) (მო­მა­ვა­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო) გა­მოყ­ვეს და სა­ხელ­მწი­ფოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სამ­მარ­თვე­ლოს და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს. 1934 წელს მო­რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მოვ­ლე­ნი­ლი ახა­ლი უწყე­ბა ისევ "ენ-კა-ვე-დეს" და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წლებ­ში საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ტრანსფორ­მა­ცი­ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ეტა­პი გა­ი­ა­რა.

1946 წელს ის სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბელ ორ­გა­ნოდ - სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ხან­გრძლი­ვი რე­ფორ­მა 1954 წელს ყოვ­ლის­შემ­ძლე "კა-გე-ბეს" - სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის შექ­მნით დას­რულ­და.

ახა­ლი უწყე­ბა შვე­ი­ცა­რუ­ლი სა­ა­თი­ვით მუ­შა­ობ­და. მარ­თა­ლია, ზოგ­ჯერ იყო პრობ­ლე­მე­ბიც - ხან და­სავ­ლე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი საბ­ჭო­თა აგენ­ტებს და­ი­ჭერ­დნენ, ხა­ნაც სა­კუ­თა­რი აგენ­ტე­ბი კა­პი­ტა­ლის­ტე­ბის მხა­რეს გა­და­დი­ოდ­ნენ. თუმ­ცა ძი­რი­თა­დად შე­უ­ზღუ­და­ვი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე "კა-გე-ბე" მსოფ­ლი­ოს 1/6-ს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და.

1991 წელს წი­თე­ლი იმ­პე­რი­ის არ­სე­ბო­ბას წერ­ტი­ლი და­ეს­ვა. ძლე­ვა­მო­სი­ლი "კა-გე-ბეც" და­ი­შა­ლა და მის ნან­გრე­ვებ­ზე რამ­დე­ნი­მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რა აღ­მო­ცენ­და - უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი "ეფ-ეს-ბე", ფე­დე­რა­ლუ­რი სა­სა­ზღვრო და სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბი.

უწყე­ბე­ბის წი­ნა­შე დას­მუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი უც­ვლე­ლი დარ­ჩა. თუმ­ცა, თუ საბ­ჭო­თა დროს ქვეყ­ნის შიდა და გარე მტრე­ბის­გან დაც­ვა მხო­ლოდ "კა-გე-ბეს" პრე­რო­გა­ტი­ვა იყო, ამი­ე­რი­დან სამ­მა ახალ­მა უწყე­ბამ ეს ამო­ცა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში გა­და­ი­ნა­წი­ლა.

ხმე­ბი, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ორ­გა­ნო­ე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი რე­ფორ­მი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, მოს­კოვ­ში უკვე დიდი ხა­ნია ვრცელ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პუ­ტი­ნი­სა და მისი გუნ­დის მოს­ვლის შემ­დეგ შე­იმ­ჩნე­ვა, გუნ­დის, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ოფიც­რე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნოს უკეთ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის, საბ­ჭო­თა მო­დე­ლი ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლუ­რი ვერ­სი­აა. რო­დე­საც ყვე­ლა დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი უწყე­ბა და ყვე­ლა ამო­ცა­ნა ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად, ერთი ორ­გა­ნოს მიერ კონ­ტროლ­დე­ბა და სრულ­დე­ბა.

ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა. რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც კრემ­ლი ახლა ცდი­ლობს, საბ­ჭო­თა ძა­ლო­ვან­მა უწყე­ბებ­მა 70-80 წლის წინ გა­მო­ი­ა­რეს. მრა­ვა­ლი რე­ფორ­მა, უწყე­ბე­ბის­თვის სტა­ტუ­სე­ბის, სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­სა და ფუნ­ქცი­ე­ბის შეც­ვლა, ერთი ორ­გა­ნო­დან გა­მოყ­ვა­ნა და მე­ო­რეს­თვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა - ყო­ვე­ლი­ვე ეს დიდი ხნის წინ უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­ბო­ლო­ოდ "კა-გე-ბეს" შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სწო­რედ ასეთ ფი­ნალს უნდა ვე­ლო­დოთ. თა­ვად რუ­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან ერ­თად, უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს შექ­მნა და მის­თვის ყვე­ლა ქვე­უ­წყე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ქვე­ყა­ნას ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მის­ცემს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

KGB-ს "გადატვირთვა" - რისთვის სჭირდება მოსკოვს ახალი უშიშროების სამინისტრო?

KGB-ს "გადატვირთვა" - რისთვის სჭირდება მოსკოვს ახალი უშიშროების სამინისტრო?

2016 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში რუსული საინფორმაციო საშუალებები ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურების მასშტაბური რეფორმირებისა და ახალი სახელმწიფო უწყების - უშიშროების სამინისტროს შექმნის შესახებ ალაპარაკდნენ.

უშიშროების სამსახურებსა და ქვეყნის შიდა თუ გარე ტოტალურ კონტროლს საბჭოთა პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა. არსებობის განმავლობაში უშიშროების ორგანომ არაერთი სახელი და დაქვემდებარებული უწყება გამოიცვალა. 1920-იანი წლების ბოლოს გატარებული რეფორმების საფუძველზე, მთავარი პოლიტიკური სამმართველო (ГПУ) შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიდან (НКВД) (მომავალი შინაგან საქმეთა სამინისტრო) გამოყვეს და სახელმწიფოს გაერთიანებულ პოლიტიკურ სამმართველოს დაუქვემდებარეს. 1934 წელს მორიგი ცვლილებების შედეგად სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს სახელით მოვლენილი ახალი უწყება ისევ "ენ-კა-ვე-დეს" დაუქვემდებარეს. მეორე მსოფლიო ომის წლებში საბჭოთა უშიშროების სამსახურმა ტრანსფორმაციის კიდევ რამდენიმე ეტაპი გაიარა.

1946 წელს ის სრულიად დამოუკიდებელ ორგანოდ - სახელმწიფო უშიშროების სამსახურად ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი რეფორმა 1954 წელს ყოვლისშემძლე "კა-გე-ბეს" - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შექმნით დასრულდა.

ახალი უწყება შვეიცარული საათივით მუშაობდა. მართალია, ზოგჯერ იყო პრობლემებიც - ხან დასავლეთის სპეცსამსახურები საბჭოთა აგენტებს დაიჭერდნენ, ხანაც საკუთარი აგენტები კაპიტალისტების მხარეს გადადიოდნენ. თუმცა ძირითადად შეუზღუდავი რესურსების მქონე "კა-გე-ბე" მსოფლიოს 1/6-ს, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებდა.

1991 წელს წითელი იმპერიის არსებობას წერტილი დაესვა. ძლევამოსილი "კა-გე-ბეც" დაიშალა და მის ნანგრევებზე რამდენიმე დამოუკიდებელი სტრუქტურა აღმოცენდა - უშიშროების ფედერალური სამსახური "ეფ-ეს-ბე", ფედერალური სასაზღვრო და საგარეო დაზვერვის სამსახურები.

უწყებების წინაშე დასმული ამოცანები უცვლელი დარჩა. თუმცა, თუ საბჭოთა დროს ქვეყნის შიდა და გარე მტრებისგან დაცვა მხოლოდ "კა-გე-ბეს" პრეროგატივა იყო, ამიერიდან სამმა ახალმა უწყებამ ეს ამოცანები ერთმანეთში გადაინაწილა.

ხმები, უშიშროების სამსახურებისა და ორგანოების რადიკალური რეფორმირების თაობაზე, მოსკოვში უკვე დიდი ხანია ვრცელდება. აქტიური ცვლილებები ხელისუფლებაში პუტინისა და მისი გუნდის მოსვლის შემდეგ შეიმჩნევა, გუნდის, რომელიც უმეტესად საბჭოთა უშიშროების სამსახურების ოფიცრებით იყო დაკომპლექტებული.

რუსი სპეციალისტების აზრით, სახელმწიფო უშიშროების ორგანოს უკეთ ფუნქციონირებისთვის, საბჭოთა მოდელი ყველაზე იდეალური ვერსიაა. როდესაც ყველა დაქვემდებარებული უწყება და ყველა ამოცანა ცენტრალიზებულად, ერთი ორგანოს მიერ კონტროლდება და სრულდება.

ისტორია მეორდება. რის განხორციელებასაც კრემლი ახლა ცდილობს, საბჭოთა ძალოვანმა უწყებებმა 70-80 წლის წინ გამოიარეს. მრავალი რეფორმა, უწყებებისთვის სტატუსების, სახელწოდებებისა და ფუნქციების შეცვლა, ერთი ორგანოდან გამოყვანა და მეორესთვის დაქვემდებარება - ყოველივე ეს დიდი ხნის წინ უკვე განხორციელდა და საბოლოოდ "კა-გე-ბეს" შექმნით დაგვირგვინდა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სწორედ ასეთ ფინალს უნდა ველოდოთ. თავად რუსების განმარტებით, გაუმჯობესებულ ფუნქციონირებასთან ერთად, უშიშროების სამინისტროს შექმნა და მისთვის ყველა ქვეუწყების დაქვემდებარება ქვეყანას ფინანსების დაზოგვის საშუალებასაც მისცემს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

სომეხი "კანონიერი ქურდები" რუსეთისკენ დაიძრნენ - "მშვიდობაში მოიხმაროს ჩვენი თანამემამულეები..."

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

უჩვეულო ამინდი ავსტრალიაში - მიუხედავად ზაფხულისა, ქვეყანაში თოვლი მოვიდა