სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
განხეთქილება "თავისუფალ ზონაში" - ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის სკანდალურ გეგმაზე საუბრობს
განხეთქილება "თავისუფალ ზონაში" - ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის სკანდალურ გეგმაზე საუბრობს

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­გეგ­მი­ლია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ბლო­კი­რე­ბა. ამ დროს არც მსხვერ­პლია გა­მო­რი­ცხუ­ლი" - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" გლ­და­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უკვე ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რე ბესო კა­ლა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ბესო კა­ლა­ძემ დღეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წევრთან ერ­თად "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნი­დან" წას­ვლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რის მი­ზე­ზა­დაც სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რი და­ა­სა­ხე­ლა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­აა მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ამა­ში ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბის სა­ხე­ლით" მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბა. აგ­ვის­ტოს თვი­დან პარ­ტი­ულ შეკ­რე­ბებ­ზე გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას აპი­რებს. მე ოდე­სა­ში მი­თხრა სა­ა­კაშ­ვილ­მა, რომ ინ­სტრუქ­ცი­ებს შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­ვი­ღებ­დით. არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სა­ხე­ლით უნდა დაგ­ვე­წყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი. ხალ­ხი გვე­ი­ძუ­ლე­ბი­ნა, ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი­ყო. მოხ­დე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყო­ლო­და მსხვერ­პლი. მე სა­ა­კაშ­ვილს ამ დი­ა­ლო­გის დროს დავ­თან­ხმდი, რად­გან უკ­რა­ი­ნი­დან მშვი­დო­ბით მინ­დო­და წა­მოს­ვლა", - გა­ნა­ცხა­და ბესო კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის თქმით, თუ მისი გუნ­დის რო­მე­ლი­მე წევ­რს რა­ი­მე და­ე­მარ­თე­ბა, მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აკის­რებს. "მე ვაფრ­თხი­ლებ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას": თუ ჩემი გუნ­დის რო­მე­ლი­მე წევ­რს რა­ი­მე და­ე­მარ­თე­ბა, მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". მე ვაფრ­თხი­ლებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას: არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ას და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მოქ­მედ წევ­რებს ვთხოვ და­ტო­ვონ ეს უკვე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ბესო კა­ლა­ძემ.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" უკვე ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ბრი­ფინ­გის გა­მარ­თვას გეგ­მა­ვენ, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რე­ბენ, თუ რა იგეგ­მე­ბო­და უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 ოქ­ტომ­ბერს.

ბესო კა­ლა­ძის გარ­და დღეს "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა: მა­რი­ამ კოხ­რე­ი­ძემ, ირაკ­ლი ქო­მე­თი­ან­მა, ქრის­ტი კვა­რა­ცხე­ლი­ამ, გი­ორ­გი არჩვა­ძემ, ლანა აბ­რა­მაშ­ვილ­მა, დე­ვიდ ლა­ბა­ძემ, თა­მუ­ნა კე­კე­ლი­ძემ, გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­ულ­მა და ნინო ახალ­მო­სუ­ლიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

განხეთქილება "თავისუფალ ზონაში" - ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის სკანდალურ გეგმაზე საუბრობს

განხეთქილება "თავისუფალ ზონაში" - ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის სკანდალურ გეგმაზე საუბრობს

"არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული" - ამის შესახებ "თავისუფალი ზონის" გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბესო კალაძემ დღეს ორგანიზაციის რამდენიმე წევრთან ერთად "თავისუფალი ზონიდან" წასვლის შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც სწორედ აღნიშნული ფაქტორი დაასახელა.

მისივე განმარტებით, არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი და ამაში ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

"ორგანიზაციის "საქართველოს ერთგულების სახელით" მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა", - განაცხადა ბესო კალაძემ.

კალაძის თქმით, თუ მისი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. "მე ვაფრთხილებ "ნაციონალურ მოძრაობას": თუ ჩემი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ "ნაციონალურ მოძრაობას". მე ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ აჰყვნენ პროვოკაციას და "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია", - განაცხადა ბესო კალაძემ.

"თავისუფალი ზონის" უკვე ყოფილი წევრები უახლოეს დღეებში ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, თუ რა იგეგმებოდა უკრაინიდან საქართველოში 9 ოქტომბერს.

ბესო კალაძის გარდა დღეს "თავისუფალი ზონის" დატოვების შესახებ განცხადება ორგანიზაციის წევრებმა: მარიამ კოხრეიძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა გააკეთეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."