სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ სააკაშვილი - თუ ივანიშვილი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის, ივანიშვილი კი დარჩება რელსებზე
მიხეილ სააკაშვილი - თუ ივანიშვილი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის, ივანიშვილი კი დარჩება რელსებზე

თუ ივა­ნიშ­ვლი სა­ქარ­თვე­ლოს და­უდ­გე­ბა წინ, ეს იგი­ვეა, რომ გა­ქა­ნე­ბულ მა­ტა­რე­ბელს და­უდ­გეს წინ და მა­შინ მა­ტა­რე­ბე­ლი მა­ინც გა­ივ­ლის, ივა­ნიშ­ვი­ლი კი დარ­ჩე­ბა რელ­სებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ბა­თუმ­ში ბულ­ვა­რის კო­ლო­ნა­დებ­თან შეკ­რე­ბილ მხარ­დამ­ჭე­რებს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით მი­მარ­თა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბა­თუ­მე­ლებს შეჰ­პირ­და, რომ რო­გორც დღეს ბა­თუმ­ში წვი­მი­ა­ნი ამინ­დი შე­იც­ვა­ლა, ასე­ვე "ბოლო ოთხი წლის უბე­დუ­რე­ბა და­პა­უზ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი უკან დარ­ჩე­ბა, რო­გორც ბნელ კოშ­მა­რად". მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი გზა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არის წინსვლა, პროგ­რე­სი, აღმშე­ნებ­ლო­ბა.

"მინ­და მო­გე­სალ­მოთ ყვე­ლას და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი ვართ. და­ი­ნა­ხოს მტერ­მაც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რნი ვართ და ვე­რა­ფე­რი დაგ­ვიდ­გე­ბა წინ. ჩემო მე­გობ­რე­ბო, რო­გორც ვიცი, დი­ლი­დან წვიმ­და ბა­თუმ­ში, შემ­დეგ ეს ღრუბ­ლე­ბი გა­და­ი­შა­ლა, ამინ­დი გა­მო­ვი­და და წვი­მა შე­წყდა. ასე­ვე, ბოლო ოთხი წლის უბე­დუ­რე­ბა და­პა­უზ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უკან დარ­ჩე­ბა, რო­გორც ბნელ კოშ­მა­რად, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბაც აღარ მოგ­ვინ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ ბა­თუმ­ში, აჭა­რა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის უნდა ვი­ა­როთ წინ, უკან­სვლის გა­რე­შე", - აღ­ნიშ­ნა მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­ტი­კის დროს გა­ნა­ცხა­და, ამ­ჯე­რად ვე­რა­ვინ შეძ­ლებს გა­ყალ­ბე­ბას.

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, ივა­ნიშ­ვი­ლი ბოლო ხრი­კებს მი­მარ­თავს. თქვენ ნა­ხეთ, რო­გორ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ამ დიდი კულ­ტუ­რის კუ­თხე­ში ათას­გვარ სი­სუ­ლე­ლეს იძა­ხის, ცდი­ლობს ხალ­ხის და­ში­ნე­ბას. მინ­და გი­თხრათ, ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნებს, ვერ გა­ა­ყალ­ბებს, ვე­რა­ვის ამ­ჯე­რად ვერ გა­აბ­რიყ­ვებს, ვე­რა­ვის წინ ვერ და­უდ­გე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს წინ ვერ და­უდ­გე­ბა, იმი­ტომ, რომ თუ ივა­ნიშ­ვლი სა­ქარ­თვე­ლოს და­უდ­გე­ბა წინ, ეს იგი­ვეა, რომ გა­ქა­ნე­ბულ მა­ტა­რე­ბელს და­უდ­გეს წინ და მა­შინ მა­ტა­რე­ბე­ლი მა­ინც გა­ივ­ლის და ივა­ნიშ­ვი­ლი დარ­ჩე­ბა რელ­სებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და კო­ლო­ნა­დებ­თან შეკ­რე­ბილ ად­გი­ლობ­რი­ვებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ სააკაშვილი - თუ ივანიშვილი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის, ივანიშვილი კი დარჩება რელსებზე

მიხეილ სააკაშვილი - თუ ივანიშვილი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის, ივანიშვილი კი დარჩება რელსებზე

თუ ივანიშვლი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის, ივანიშვილი კი დარჩება რელსებზე, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ბათუმში ბულვარის კოლონადებთან შეკრებილ მხარდამჭერებს სატელეფონო ზარით მიმართა.

მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს შეჰპირდა, რომ როგორც დღეს ბათუმში წვიმიანი ამინდი შეიცვალა, ასევე "ბოლო ოთხი წლის უბედურება დაპაუზდება და ყველაფერი უკან დარჩება, როგორც ბნელ კოშმარად". მისი თქმით, ერთადერთი გზა ქვეყნის განვითარებისთვის არის წინსვლა, პროგრესი, აღმშენებლობა.

"მინდა მოგესალმოთ ყველას და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ვართ. დაინახოს მტერმაც, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვერაფერი დაგვიდგება წინ. ჩემო მეგობრებო, როგორც ვიცი, დილიდან წვიმდა ბათუმში, შემდეგ ეს ღრუბლები გადაიშალა, ამინდი გამოვიდა და წვიმა შეწყდა. ასევე, ბოლო ოთხი წლის უბედურება დაპაუზდება, ყველაფერი უკან დარჩება, როგორც ბნელ კოშმარად, რომლის გახსენებაც აღარ მოგვინდება, იმიტომ, რომ ბათუმში, აჭარაში და საქართველოში ყოველთვის უნდა ვიაროთ წინ, უკანსვლის გარეშე", - აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის დროს განაცხადა, ამჯერად ვერავინ შეძლებს გაყალბებას.

"ჩემო მეგობრებო, ივანიშვილი ბოლო ხრიკებს მიმართავს. თქვენ ნახეთ, როგორ რთულ მდგომარეობაშია, ამ დიდი კულტურის კუთხეში ათასგვარ სისულელეს იძახის, ცდილობს ხალხის დაშინებას. მინდა გითხრათ, ვერავის შეაშინებს, ვერ გააყალბებს, ვერავის ამჯერად ვერ გააბრიყვებს, ვერავის წინ ვერ დაუდგება, საქართველოს წინ ვერ დაუდგება, იმიტომ, რომ თუ ივანიშვლი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის და ივანიშვილი დარჩება რელსებზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და კოლონადებთან შეკრებილ ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."