ქა­ლი, რო­მელ­მაც ფუ­ლით სავ­სე ქა­ღალ­დის პარ­კი პატ­რონს და­უბ­რუ­ნა - 10 წე­ლი სამ­შობ­ლო­დან შორს...

ქა­ლი, რო­მელ­მაც ფუ­ლით სავ­სე ქა­ღალ­დის პარ­კი პატ­რონს და­უბ­რუ­ნა - 10 წე­ლი სამ­შობ­ლო­დან შორს...

ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ბევ­რი სა­უ­ბა­რი არაა სა­ჭი­რო. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ უცხო­ე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­ირ­ჩი­ნა თა­ვი. ბუ­ნებ­რი­ვია, არც არა­ვის ეხა­ლი­სე­ბა მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნი­სა და სა­კუ­თა­რი კე­რის მი­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ რო­ცა სხვა გზა არ ჩანს, ემიგ­რა­ცია უკ­ვე გა­ნა­ჩე­ნია! ზო­გა­დად, ემიგ­რან­ტე­ბი მა­შინ ახ­სენ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­ცა არ­ჩევ­ნე­ბია. ამ არ­ჩევ­ნე­ბით კი მათ­თ­ვის არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა. უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩე­მი ნაც­ნო­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბი აღარც ელო­დე­ბი­ან მათ­და­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­გო­მას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ­მა ლე­გა­ლურ­მა ემიგ­რან­ტ­მა მითხ­რა, რომ არ აპი­რებს არ­ჩევ­ნებ­ზე წას­ვ­ლას. ასე­ვე, ნიუ-იორ­კ­სა თუ ათენ­ში მყო­ფი ემიგ­რან­ტე­ბის ნა­წილ­საც აღარ სურს, ხმა მის­ცეს პო­პუ­ლის­ტებ­სა და ყალბ დამ­პი­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ...

ამ­ჯე­რად ერთ "ა­მე­რი­კელ­ზე" მინ­და გე­სა­უბ­როთ. ის უპ­რე­ტენ­ზიო, უამ­ბი­ციო და წყნა­რი ადა­მი­ა­ნია. ლია ჰქვია, თუმ­ცა, ბავ­შ­ვო­ბი­დან კა­ი­ას ეძა­ხი­ან. მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ერ­თხელ გა­ხა­რე­ბია გუ­ლი ობოლს, უპო­ვარს, ავად­მ­ყოფს, ხნი­ერ­სა თუ ჩვილს! რამ­დენ­ჯერ­მე და­ჟი­ნე­ბით ვთხო­ვე, სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ეთხ­რო. ბო­ლოს, და­ვი­თან­ხ­მე და ასე­თი რამ მომ­წე­რა (გთა­ვა­ზობთ მცი­რე­დი შეს­წო­რე­ბით):

"ბა­ტო­ნო რო­ლანდ, თქვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევრს მოგ­ზა­უ­რობთ და თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბის შემ­ყუ­რე, თქვენ­თან ერ­თად მეც ვმოგ­ზა­უ­რობ­დი თით­ქოს... ვი­ფიქ­რე, ვი­ფიქ­რე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩემ შე­სა­ხებ მო­მე­წე­რა. უფ­ლის ნე­ბით, ლა­მაზ, თბილ და მყუდ­რო ოჯახ­ში აღ­ვი­ზარ­დე. ჩვენს სახ­ლ­ში ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა, სხვა­თა დახ­მა­რე­ბა, ერ­თ­მა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი, მხარ­ში დგო­მა და მო­ხუ­ცე­ბის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევ­და. ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ლია მაღ­ლა­კე­ლი­ძეა, კაია კი ბა­ბუ­ას და­ურ­ქ­მე­ვია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ ბა­ბუმ კარ­გი კო­დი თუ სტრა­ტე­გია ჩა­დო ამ სა­ხელ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცი იყო. სო­ფელ­ში მო­ხუ­ცე­ბის­გან გა­მი­გო­ნია, რომ ომის დროს ხორ­ბ­ლის საწყო­ბი ბა­ბუას ჩა­ა­ბა­რეს, რო­გორც ყვე­ლა­ზე პა­ტი­ო­სანს და ისიც, ისე ანა­წი­ლებ­და ხორ­ბალს, რომ ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი ყო­ფი­ლა. არა­და, თვი­თონ 5 შვილს ზრდი­და და რო­გორ სჭირ­დე­ბო­და, ალ­ბათ. დე­და­ჩე­მი ექი­მი იყო, მა­მა _ სამ­ხედ­რო პი­რი. ამე­რი­კა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, შემ­თხ­ვე­ვით შევ­ხ­ვ­დი ხალხს, რომ­ლებ­საც დღემ­დე ახ­სოვთ ჩე­მი მშობ­ლე­ბის მხარ­ში დგო­მა. ეგე­ბა, ბა­ნა­ლუ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს ვინ­მეს, მაგ­რამ ეს ნამ­დ­ვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი