სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები თბილისში BTU Kids-ის საკვირაო სკოლის გახსნაზე
ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები თბილისში BTU Kids-ის საკვირაო სკოლის გახსნაზე

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის BTU Kids- ის შა­ბათ-კვი­რის სკო­ლამ სწავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის მი­ღე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

"სი­ლი­კონ ვე­ლის" ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დღეს BTU Kids- ის საკ­ვი­რაო სკო­ლის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მათი შვი­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის სტრუქ­ტუ­რა და ში­ნა­არ­სი გა­აც­ნეს. ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძე, თა­მარ ურუ­შა­ძე, ნინო შუბ­ლა­ძე, ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი, ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლი, დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი - მე­დი­ის ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა შვი­ლებ­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს სას­წავ­ლო აუ­დი­ტო­რი­ე­ბი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე პა­ტა­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ ასე­ვე რო­ბოტ­თან ერ­თად ეთა­მა­შათ და კომ­პი­უ­ტერ­ზე სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ებს გაც­ნო­ბოდ­ნენ. საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი 9-დან 15 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი შა­ბათ-კვი­რას 2-2-სა­ა­თით ის­წავ­ლი­ან.

პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ზარ­დთა გა­დამ­ზა­დე­ბას მარ­თვი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­წყი­სებ­ში, მათ­თვის მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, პერ­სო­ნა­ლურ და სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას, ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"სი­ლი­კონ ვე­ლის" ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ასე­ვე ზრუ­ნავს ბავ­შვებ­ზე. დღეს გვაქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სკო­ლის და­სა­წყი­სი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ბავ­შვე­ბის­თვის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გაც­ნო­ბას. გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასა­კი­დან ბავ­შვე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლია "მა­იკ­რო­სოფ­ტი" და "მერ­სე­დეს ბენ­ცი". ასე­ვე მოხ­დე­ბა საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­და­ღე­ბა და შემ­დგომ გან­თავ­სე­ბა. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია, რო­გორც ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნოს შვი­ლე­ბი და ის­წავ­ლოს, ასე­ვე ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი გან­თავ­სდე­ბა სხვა­დას­ხვა ვი­დე­ო­პორ­ტა­ლებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მი­სი­ვე თქმით, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ბავ­შვე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. საკ­ვი­რაო სკო­ლის ბავ­შვე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც მათ და­ეხ­მა­რე­ბათ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღონ და­შემ­დგომ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყ­ვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები თბილისში BTU Kids-ის საკვირაო სკოლის გახსნაზე

ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები თბილისში BTU Kids-ის საკვირაო სკოლის გახსნაზე

"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU Kids- ის შაბათ-კვირის სკოლამ სწავლის მსურველთათვის მიღება გამოაცხადა.

"სილიკონ ველის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს BTU Kids- ის საკვირაო სკოლის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები ესწრებოდნენ. მათ საკვირაო სკოლაში სასწავლო პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი გააცნეს. ირაკლი მაისურაძე, თამარ ურუშაძე, ნინო შუბლაძე, ხატია მოისწრაფიშვილი, ნათია მიქიაშვილი, დაჩი გრძელიშვილი - მედიის ცნობილმა სახეებმა შვილებთან ერთად დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

პრეზენტაციაზე პატარებს საშუალება ჰქონდათ ასევე რობოტთან ერთად ეთამაშათ და კომპიუტერზე სხვადასხვა აპლიკაციებს გაცნობოდნენ. საკვირაო სკოლაში სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესწავლით დაინტერესებული 9-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები შაბათ-კვირას 2-2-საათით ისწავლიან.

პროექტი ითვალისწინებს მოზარდთა გადამზადებას მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყისებში, მათთვის მენეჯერული უნარების გამომუშავებას, პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას მეცნიერებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

"სილიკონ ველის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ასევე ზრუნავს ბავშვებზე. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო სკოლის დასაწყისი, რომელიც გულისხმობს ადრეული ასაკიდან ბავშვებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების გაცნობას. გვაქვს შემუშავებული უნიკალური მეთოდი, რომელიც ადრეულ ასაკიდან ბავშვების აღნიშნული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართულია "მაიკროსოფტი" და "მერსედეს ბენცი". ასევე მოხდება საკვირაო სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების გადაღება და შემდგომ განთავსება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ჩვენთან მოიყვანოს შვილები და ისწავლოს, ასევე ეს ჩანაწერები განთავსდება სხვადასხვა ვიდეოპორტალებზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მისივე თქმით, სწავლის საფასური ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. საკვირაო სკოლის ბავშვებისთვის მომზადებულია სპეციალური მობილური აპლიკაციები, სხვადასხვა პლატფორმები, რომელიც მათ დაეხმარებათ ადრეული ასაკიდან პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ დაშემდგომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული იყვნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი