ჩინელი მილიარდერის ვანგ იანლინის შვილმა თავის ძაღლს, ალიასკურ მალამუტ კოკოს iPhone 7-ის რვა მოდელი უყიდა, თანაც სმარტფონის გამოსვლის დღესვე.
ბიჭმა ფოტოები ჩინურ სოციალურ ქსელ ვეიბოში გამოაქვეყნა წარწერით: "არ მესმის, რატომ იწონებენ თავს ფოტოებით სოციალურ მედიაში". ჩინეთში iPhone 7-ის ღირებულება 1 197 დოლარია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვანგი თავის ძაღლს ანებივრებს. 2015 წელს მილიარდერის მემკვიდრემ მალამუტს ეფლის 37 000 დოლარის ღირებულების საათები უყიდა და თათებზე გაუკეთა. ქვეყნის ყველაზე სასურველ სასიძოს (მამამისს 30 მილიარდი ქონება აქვს) ადგილობრივი მედია ხშირად ატარებს კრიტიკის ქარცეცხლში სიმდიდრის ასეთი თავხედური დემონსტრირების გამო.
გასულ წელს ჩინური მედია ბევრს წერდა, რომ არ მიებაძათ ვანგისთვის ახალგაზრდებს, როდესაც ამ უკანასკნელმა კითხვაზე, თუ რა მახასიათებლებით ეძებდა შეყვარებულს, განაცხადა - "ხასიათი ფეხებზე მკიდია, ჩემთვის მთავარი მკერდის ზომაა".
მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით