სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბათუმში, შადრევნის აუზში ჩავარდნის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მამა-შვილს დენმა დაარტყა
ბათუმში, შადრევნის აუზში ჩავარდნის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მამა-შვილს დენმა დაარტყა

ბა­თუმ­ში, ე.წ ბენ­ზეს და­სახ­ლე­ბა­ში, 12-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის წინ არ­სე­ბუ­ლი შად­რევ­ნის აუზ­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე მამა-შვილ­მა ელექტროტ­რავ­მა მი­ი­ღო.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ბა­თუ­მის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ბად­რი პაქ­სა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, 3 წლის ბავ­შვი აუზ­ში ჩა­ვარ­და, მამა კი მის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც ორი­ვემ ელექტროტ­რავ­მა მი­ი­ღო.

მი­სი­ვე თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დას მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა, ბავ­შვი კი შე­და­რე­ბით უკე­თაა.

"სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას დახ­ვდა შემ­დე­გი სუ­რა­თი: ბენ­ზე­ში, 12 სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის წინ არ­სე­ბულ შად­რევ­ნის აუზ­ში ჩა­ვარ­და სამი წლის ბავ­შვი, მის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­დახ­ტა მა­მაც, მაგ­რამ ორი­ვეს დენ­მა და­არ­ტყა. ისი­ნი დრო­უ­ლად ამო­იყ­ვა­ნეს აუ­ზი­დან, თუმ­ცა 35 წლის მა­მა­კა­ცი მძი­მედ, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რო­მე­ლიც გა­დაყ­ვა­ნი­ლია რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ხოლო ბავ­შვი შე­და­რე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ბად­რი პაქ­სა­ძემ.

შემ­თხვე­ვა დღეს, 11:00 სა­ა­თის შემ­დეგ მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბათუმში, შადრევნის აუზში ჩავარდნის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მამა-შვილს დენმა დაარტყა

ბათუმში, შადრევნის აუზში ჩავარდნის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მამა-შვილს დენმა დაარტყა

ბათუმში, ე.წ ბენზეს დასახლებაში, 12-სართულიანი კორპუსების წინ არსებული შადრევნის აუზში ჩავარდნის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მამა-შვილმა ელექტროტრავმა მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრი პაქსაძემ განუცხადა, 3 წლის ბავშვი აუზში ჩავარდა, მამა კი მის გადასარჩენად ჩავიდა, რა დროსაც ორივემ ელექტროტრავმა მიიღო.

მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადას მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა, ბავშვი კი შედარებით უკეთაა.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დახვდა შემდეგი სურათი: ბენზეში, 12 სართულიანი კორპუსების წინ არსებულ შადრევნის აუზში ჩავარდა სამი წლის ბავშვი, მის გადასარჩენად გადახტა მამაც, მაგრამ ორივეს დენმა დაარტყა. ისინი დროულად ამოიყვანეს აუზიდან, თუმცა 35 წლის მამაკაცი მძიმედ, უგონო მდგომარეობაში იყო, რომელიც გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო ბავშვი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება და ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული", - აღნიშნა ბადრი პაქსაძემ.

შემთხვევა დღეს, 11:00 საათის შემდეგ მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია