რა დრო სჭირდება ბავშვს ბაღთან მისაჩვევად და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

რა დრო სჭირდება ბავშვს ბაღთან მისაჩვევად და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

რომელი წლიდან არის ბავშვი მზად იმისთვის, რომ იაროს ბაღში? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბავშვი პირველად მიგვყავს საბავშვო ბაღში? რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება მშობელმა? რა უნდა იცოდეს მან ბაღში არსებული სანიტარული ნორმების შესახებ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვი ხშირად არ დაავადდეს - ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ხატია შუკაკიძე გვიპასუხებს:

- რომელი წლიდან არის ბავშვი მზად იმისთვის, რომ იაროს ბაღში?

- საბავშვო ბაღში წასვლა ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დადგომაა ბავშვის ცხოვრებაში. საბავშვო ბაღი სახლისგან სრულიად განსხვავებული, ახალი გარემოა და მნიშვნელოვან ადაპტაციას მოითხოვს: ბევრი ახალი სახე, ახალი წესები, რუტინა და მოთხოვნები - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბავშვების ცხოვრებაში, ამიტომ ბავშვის მზადყოფნის საკითხი საბავშვო ბაღში წასასვლელად ინდივიდუალურად უნდა განიხილოს მშობლებისა და სასწავლო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის მიერ. საზოგადოდ საბავშო ბაღში შესვლის ასაკად მიჩნეულია 2-5 წელი, ამ ასაკობრივ ჯგუფს ქცევის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების საკმაოდ ფართო დიაპაზონი ახასიათებს, ამიტომ საბავშვო ბაღში აღზრდისა და სწავლების მთელი პროცესი აგებულია აღსაზრდელთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. დღის რეჟიმი ისეა აგებული, რომ ბავშვისთვის მოსახერხებელი იყოს, არ შებოჭოს მისი თავისუფლება. ფსიქოლოგების ნაწილი გვირჩევს, ბავშვის ბაღში შეყვანა 3 წლის ასაკიდან მოხდეს, ამ დროს ისინი მეტად დამოუკიდებლები, სოციალურად განვითარებულები არიან. საბავშვო ბაღებში მოცემული ჯგუფობრივი სისტემა, სადაც ბავშები დაკომპლექტებულები არიან ასაკის მიხედვით, მოიცავს კონკრეტული ასაკის ბავშვებისთვის შესაფერის სასწავლო პროგრამას და მოთხოვნებს.

3-5 წელი ბავშვებისთვის გარკვეულწილად მიჩნეულია კრიტიკულ პერიოდად, ამ პერიოდში ისინი იწყებენ გააზრებას, რომ არიან საზოგადოების წევრები და გააჩნიათ გარკვეული უფლებები, ცდილობენ საკუთარი წესების დაწესებას, იწყებენ ხასიათის ჩამოყალიბებას. სამი წლიდან ბავშვი უფროსებთან იწყებს ჭირვეულობას, აპროტესტებს ბევრ რამეს და გამოხატავს აგრესიას, თანატოლი, რომელიც იმავე ასაკისაა, მას არაფერს უთმობს. სწორედ ამ კამათსა და "ბრძოლაში" იწყებენ ისინი დათმობას და უყალიბდებათ ნებისყოფა. ამგვარად ამ კრიტიკული პერიოდის გავლა უმჯობესია მოხდეს საბავშვო ბაღში თანატოლების გარემოცვაში ან თანატოლების დახმარებით. სასწავლო პროგრამა უნდა იქნეს შერჩეული იმის მიხედვით, თუ როგორია ბავშვის მზადყოფნა ცხოვრების ამ ახალი ეტაპისადმი.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბავშვი პირველად მიგვყავს საბავშვო ბაღში?... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი