რა შეიძინა ალექსანდრე ჯაფარიძემ 80 მლნ ევროდ და რა კავშირია აქვს მას "ბითლზთან" - მილიარდერის ძვირადღირებული გატაცებები

რა შეიძინა ალექსანდრე ჯაფარიძემ 80 მლნ ევროდ და რა კავშირია აქვს მას "ბითლზთან" - მილიარდერის ძვირადღირებული გატაცებები

კომპანია Eurasia Drilling Company-ს თანამფლობელმა, რუსეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ალექსანდრე ჯაფარიძემ 80 მილიონ ევროდ ღირებული ახალი იახტა შეიძინა.

ჯაფარიძის ახალი იახტა, რომელსაც მილიარდერმა "ბითლზის" ცნობილი ჰიტის Here Comes the Sun სახელი უწოდა, ჰოლანდიურმა კომპანია Amels-ma 2016 წლის ივნისში გამოუწვა. იახტის სიგრძე 83 მეტრია.

იახტები ალექსანდრე ჯაფარიძის ერთ-ერთი გატაცებაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ბიტლომანი" მილიარდერი ყველა თავის იახტას სწორედ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის ჰიტების სახელს არქმევს. 2005 წელს შეძენილ პირველ იახტას ალექსანდრე ჯაფარიძემ Let it Be უწოდა, მეორეს - Imagine.

რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობსაბურღი კომპანიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ჯაფარიძე 1955 წელს დაღესტანში, ქალაქ მახაჩყალაში დაიბადა. მოსკოვში ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი დაამთავრა და ინჟინერ-გეოფიზიკოსის პროფესიას დაეუფლა. თუმცა ის, თუ როგორ აირჩია მახაჩყალელმა ბიჭმა სამომავლო პროფესია, ეს მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალია. სკოლის პერიოდში, ალექსანდრე ჯაფარიძე სერიოზულად იყო გატაცებული ფიზიკით და მათემატიკით. ხშირად იმარჯვებდა სასკოლო ოლიმპიადებში, ამიტომ, მოსკოვში რომ ჩავიდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. სამწუხაროდ ან შეიძლება საბედნიეროდაც, ჯაფარიძემ ვერ შეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების წარჩინებით ჩაბარება. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, იმედგაცრუებული აბიტურიენტი, მოსკოვის ქუჩაში სერინობისას ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტს გადააწყდა. სასწავლებლის წინ, განცხადებების დაფაზე, ფაკულტეტების გამოცდების ცხრილი იყო გამოკრული. ცოტა ცნობისმოყვარეობისა და ცოტაც უსაქმურობის გამო, ალექსანდრე ჯაფარიძემ გადაწყვიტა ცხრილი ჩაეკითხა. საკმაოდ ვრცელ დავთარში გეოფიზიკის ფაკულტეტი ამოიკითხა. თითქოს გონება გაუნათდაოა, ერთი საინტერესო და შეიძლება ითქვას, საბედისწერო შემთხვევა გაახსენდა. როცა მახაჩკალიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, ახლობლებთან ერთად, მის გასაცილებლად, მეგობარი გოგონაც მივიდა. ალექსანდრეს მაშინვე თვალში მოხვდაგოგონას ძვირფასი ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით და ცოტა ეჭვიანობით და ცოტაც ცნობისმოყვარეობით, ამ ძვირფასეულობის წარმომავლობა იკითხა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ძვირფასი საყურე მამის საჩუქარი იყო, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი