სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წელში გაორმაგდა - რაში ხარჯავს უწყება 14 მილიონს
თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წელში გაორმაგდა - რაში ხარჯავს უწყება 14 მილიონს

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­ფი­ნან­სე­ბა ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ორ­მაგ­და - თუ 2011 წელს საკ­რე­ბუ­ლოს და­ფი­ნან­სე­ბა 6,072,200 ლარი იყო, 2016 წლის გეგ­მა 14,052,000 ლარს შე­ად­გენს. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის (IDFI) კვლე­ვა­ში.

ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­ფი­ნან­სე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს - უკა­ნას­კნე­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­რე­ბუ­ლოს და­ფი­ნან­სე­ბა გა­ორ­მაგ­და: 2011 წელი - 6,072,200 ლარი; 2012 წელი - 6,131,800 ლარი; 2013 წელი - 10,029,700 ლარი; 2014 წელი - 13,351,400 ლარი; 2015 წელი - 13,633,300 ლარი; 2016 წლის გეგ­მა - 14,052,000 ლარი.

2016 წლის 19 ივ­ლისს ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა (IDFI) თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რატს მი­მარ­თა მო­თხოვ­ნით, მო­ე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია 2011-2015 წლებ­ში გა­წე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი­სა და და­საქ­მე­ბულ თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ.

მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, საკ­რე­ბუ­ლოს და­ფი­ნან­სე­ბის ზრდა უმე­ტეს­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბით. 2015 წლის 31 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 2011 წელ­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის საშ­ტა­ტო თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 45%-ით, ხოლო შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ გა­ი­ზარ­და.

2011 წლის 31 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი იყო 171 საშ­ტა­ტო და 24 შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი, ხოლო 2015 წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მდგო­მა­რე­ო­ბით და­საქ­მე­ბუ­ლია 248 საშ­ტა­ტო და 232 შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი.

რო­გორც IDFI -ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, საკ­რე­ბუ­ლოს შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა 2013 წლი­დან მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რის ოფი­სე­ბის შექ­მნამ, ფრაქ­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდამ და აპა­რატ­ში შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­საქ­მე­ბამ.

"2013 წლი­დან შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ფონ­დი და­ახ­ლო­ე­ბით გა­ორ­მაგ­და, რაც თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდით. პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით გა­მორ­ჩე­უ­ლია 2014 წელი, რო­დე­საც საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­ზე გა­ი­ცა 925,885 ლარი, ხოლო საშ­ტა­ტო თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­ზე პრე­მი­ის ნაც­ვლად გა­ი­ცა 457,065 ლა­რის ოდე­ნო­ბის და­ნა­მა­ტი, ხოლო საშ­ტა­ტო თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე პრე­მია - 1, 376,211 ლარი და და­ნა­მა­ტი - 969,858 ლარი.

2015 წელს შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მელ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბამ 3 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა მა­შინ, რო­დე­საც 2011 წელს და­ახ­ლო­ე­ბით 180 ათას ლარს შე­ად­გენ­და. 2015 წელს შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლია 194,864 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია.

2011-2015 წლებ­ში სა­მივ­ლი­ნე­ბო და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი 2014 წელს ფიქ­სირ­დე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 3-ჯერ აღე­მა­ტე­ბა 2011 წელს გა­წე­ულ ხარ­ჯებს.

იშ­ვი­ათ გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებ­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­ში 2011 წლი­დან კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა და 2015 წლის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით გა­ნა­ხევ­რდა", - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წელში გაორმაგდა - რაში ხარჯავს უწყება 14 მილიონს

თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წელში გაორმაგდა - რაში ხარჯავს უწყება 14 მილიონს

თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა - თუ 2011 წელს საკრებულოს დაფინანსება 6,072,200 ლარი იყო, 2016 წლის გეგმა 14,052,000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, თბილისის საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად მატულობს - უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დაფინანსება გაორმაგდა: 2011 წელი - 6,072,200 ლარი; 2012 წელი - 6,131,800 ლარი; 2013 წელი - 10,029,700 ლარი; 2014 წელი - 13,351,400 ლარი; 2015 წელი - 13,633,300 ლარი; 2016 წლის გეგმა - 14,052,000 ლარი.

2016 წლის 19 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საკრებულოს აპარატს მიმართა მოთხოვნით, მოეწოდებინა ინფორმაცია 2011-2015 წლებში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯებისა და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ.

მიღებული მონაცემების მიხედვით, საკრებულოს დაფინანსების ზრდა უმეტესწილად განპირობებულია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.

2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოში დასაქმებული იყო 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით დასაქმებულია 248 საშტატო და 232 შტატგარეშე თანამშრომელი.

როგორც IDFI -ში აღნიშნავენ, საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლების მკვეთრი მატება განაპირობა 2013 წლიდან მაჟორიტარი წევრის ოფისების შექმნამ, ფრაქციების რაოდენობის ზრდამ და აპარატში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებამ.

"2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე გაიცა 925,885 ლარი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე პრემიის ნაცვლად გაიცა 457,065 ლარის ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია - 1, 376,211 ლარი და დანამატი - 969,858 ლარი.

2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა მაშინ, როდესაც 2011 წელს დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია 194,864 ლარის ოდენობის პრემია.

2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს ფიქსირდება და დაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ხარჯებს.

იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯები, რომლის შემთხვევაში 2011 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და 2015 წლისთვის დაახლოებით განახევრდა", - ნათქვამია კვლევაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."