"მამაჩემი გმირია" - დაღუპული პოლიციელის შვილის პირველი დღე სკოლაში მინისტრთან ერთად

"მამაჩემი გმირია" - დაღუპული პოლიციელის შვილის პირველი დღე სკოლაში მინისტრთან ერთად

2015 წელს კრიმინალის მიერ მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის შვილი სკოლაში პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების უმცროსკლასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები სასწავლო წლის დაწყებას პირადად მიულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში წაიყვანენ. წელს გიორგი მღებრიშვილი, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გიორგი ბერუაშვილის პირველკლასელ შვილს - თამარ ბერუაშვილს ბორჯომში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი 2015 წლის 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეწყვილესთან ერთად პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. დამნაშავემ შემხვედრ პოლიციელებს დანახვისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. გიორგი ბერუაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა...

"ქუჩას, სადაც პატარა თამარს სკოლაში წასაყვანად მივაკითხე, მისი გმირი მამის სახელი ჰქვია, მამის, რომლის სიცოცხლე კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა...

ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ ქუჩის გავლა, მძიმეა ის პასუხისმგებლობა, რომ ცხოვრების ამ უმნიშველოვანეს ეტაპზე გიორგის მაგივრად მისი შვილი სკოლაში პირველად მე უნდა მივიყვანო...

დღეს თამარის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც მამასთან ერთად უნდა გაეზიარებინა... დღეს მის გვერდით მთელი პოლიციაა, ის მთელი ცხოვრება ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იქნება... ჩვენ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების შვილებზე ყოველთვის ვიზრუნებთ",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი