სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით" - რა განმარტებას აკეთებენ პროფესიონალი ასტროლოგები "NASA-ს აღმოჩენაზე"
"თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით" - რა განმარტებას აკეთებენ პროფესიონალი ასტროლოგები "NASA-ს აღმოჩენაზე"

"თქვენ­მა ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­მა გან­ლა­გე­ბა შე­იც­ვა­ლა. 2000 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, NASA-მ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი გა­ნა­ახ­ლა", - გუ­შინ ამ ნი­უს­მა ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსლე­ბი და ვებ-გვერ­დე­ბი მო­იც­ვა, თუმ­ცა ამ­ბა­ვი ძვე­ლია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტე­ბას ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ აკე­თებ­დნენ.

"ბოლო 2-3 ათა­სი წლის მან­ძილ­ზე, ვარ­სკვლა­ვებ­მა გან­ლა­გე­ბა შე­იც­ვა­ლეს. დე­და­მი­წა­ზე ბევ­რი რამ გან­ვი­თარ­და და შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც უძ­ვე­ლე­სი ას­ტრო­ლო­გე­ბი ცას და­აკ­ვირ­დნენ და ცა­მაც იგი­ვე გავ­ლე­ნა გა­ნი­ცა­და. ამი­ტომ, დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის 86% მცდა­რი ჰო­როს­კო­პის ნი­შანს ატა­რებს. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ ოდეს­მე, რა­ტომ არ და­ემ­თხვა სრუ­ლად თქვე­ნი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი თქვენ­სა­ვე ას­ტრო­ლო­გი­ურ პრო­ფილს? NASA-ს მიერ გა­ნახ­ლე­ბულ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, გა­გა­ო­ცებთ მათი სი­ზუს­ტე".

დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის 86%, რო­მე­ლიც ამ ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის, ზო­დი­ა­ქოს ახალ ნი­შანს უკე­თე­სად შე­ე­წყო­ბა. ცოტა ხნით გა­ნა­ახ­ლეთ თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი და და­აკ­ვირ­დით, რო­გორ იმოქ­მე­დებს იგი თქვენ­ზე. თქვენ მი­ი­ღებთ უმნშვნე­ლო­ვა­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ზო­დი­ა­ქო­ე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

თხის რქა - 20 იან­ვა­რი - 16 თე­ბერ­ვა­ლი

მერ­წყუ­ლი - 16 თე­ბერ­ვა­ლი - 11 მარ­ტი

თევ­ზე­ბი - 11 მარ­ტი - 18 აპ­რი­ლი

ვერ­ძი - 18 აპ­რი­ლი - 13 მა­ი­სი

კურო - 13 მა­ი­სი - 21 ივ­ნი­სი

ტყუ­პე­ბი - 21 ივ­ნი­სი - 20 ივ­ლი­სი

კირჩხი­ბი - 20 ივ­ლი­სი - 10 აგ­ვის­ტო

ლომი - 10 აგ­ვის­ტო - 16 სექ­ტემ­ბე­რი

ქალ­წუ­ლი - 16 სექ­ტემ­ბე­რი - 30 ოქ­ტომ­ბე­რი

სას­წო­რი - 30 ოქ­ტომ­ბე­რი - 23 ნო­ემ­ბე­რი

მო­რი­ე­ლი - 23 ნო­ემ­ბე­რი - 17 დე­კემ­ბე­რი

მშვილ­დო­სა­ნი - 17 დე­კემ­ბე­რი - 20 იან­ვა­რი", - აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წლე­ბის წინ უცხო­ურ სა­ი­ტებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქე­ლებ­შიც ვრელ­დე­ბო­და, თუმ­ცა გან­მარ­ტე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უცხო­ელ­მა ას­ტრო­ლო­გებ­მაც გა­ა­კე­თეს.

აი, რას ამ­ბო­ბენ ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბი:

ქეთი ვა­წა­ძე, 2013 წელი:

"ისევ მე­ცა­მე­ტე ნიშ­ნის შე­სა­ხებ...

მოკ­ლედ და უბ­რა­ლო ენით რომ ავ­ხსნა, ას­ტრო­ლო­გი­ა­ში, ზო­დი­ა­ქოს სის­ტე­მა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბი, არა­მედ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც არ არის ერთი და იგი­ვე.

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი ეკ­ლიპ­ტი­კის პი­რო­ბი­თი და­ნა­ყო­ფე­ბია, რომ­ლე­ბიც 30 გრა­დუ­სის­გან შედ­გე­ბა. ზო­დი­ა­ქოს სის­ტე­მის ათ­ვლის წერ­ტი­ლი ვერ­ძის ზონა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბაა (20-21 მარ­ტი).

ზო­დი­ა­ქოს სის­ტე­მა არის სტა­ტი­კუ­რი (უძ­რა­ვი) და რაც არ უნდა მოხ­დეს, ყო­ველ­თვის გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბი­დან იწყე­ბა, ანუ, 21 მარტს, ყო­ველ­წლი­უ­რად იბა­დე­ბა ვერ­ძის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, 21 აპ­რილს-კუ­რო­სი და ა.შ.

ანუ, ზო­დი­ა­ქოს სი­ტე­მა­ში ყო­ველ­თვის იყო და არის 12 ნი­შა­ნი. უბ­რა­ლოდ ეს გა­უ­გებ­რო­ბა თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბი­სა და ზო­დი­ა­ქოს სის­ტე­მის გა­ი­გი­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც პრე­ცე­სი­ის გავ­ლე­ნით დღეს უკვე არა­აქ­ტუ­ა­ლუ­რია (გან­სხვა­ვე­ბით ად­რე­უ­ლი ეპო­ქის­გან, რო­დე­საც მოხ­და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვა, მა­შინ, რო­დე­საც ცის კა­ბა­დონ­ზე თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბის გან­ლა­გე­ბა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბას ემ­თხვე­ო­და).

ხოლო ე.წ. მე-13 ზო­დი­ა­ქო, გვე­ლისმჭე­რი, უფრო მის­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­საა (ბევ­რი ას­ტრო­ლო­გის აზ­რით მდე­ბა­რე­ობს მო­რი­ელ­სა და მშვილ­დო­სანს შო­რის) და მისი ვი­თომ­და "აღ­მო­ჩე­ნა" არ ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ზე და ფსი­ქო­ტიპ­ზე გავ­ლე­ნას და არც ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის სა­ზღვრე­ბის გა­და­ნაც­ვლე­ბას მო­ი­თხოვს. ანუ, რო­გორც აქამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დით ტყუ­პე­ბის ზო­დი­ა­ქო­თი, კვლა­ვაც ამ ნიშ­ნით უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოთ.

ამ ზო­დი­ა­ქოს შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ ეს თემა რა­ტომ­ღაც ამ ბოლო დროს გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, ან "ძა­ლად­პო­პუ­ლა­რუ­ლი" სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭის მსურ­ვე­ლი ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნო­მის (და არა ას­ტრო­ლო­გის), პარკ კუნ­კლე­სა და სენ­სა­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბით.

ისე, აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვა მარ­თლაც კარ­გად გა­მო­უ­ვი­დათ, თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გად ხე­და­ვენ ამ მო­საზ­რე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბას".

კონ­სტან­ტი­ნე ლო­გო­სი:

- ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის პე­რი­ო­დე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით: ეს არის სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია. და მი­ზე­ზე­ბი შემ­დე­გია:

1) ის ფაქ­ტი, რომ ვარ­სკლა­ვუ­რი ცა იც­ვლის თა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფელს 71,5 წე­ლი­წად­ში 1 გრა­დუ­სით - აღ­მო­ა­ჩი­ნა არა ნა­სამ, არა­მედ ჰი­პარ­ქემ ჯერ კი­დევ მე-2 სა­უ­კუ­ნე­ში ჩვენს წელ­თა­ღი­ცხვამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად ერთი ზო­დი­ა­ქა­ლუ­რი თა­ნა­ვარ­სკლა­ვე­დის გავ­ლას სჭირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2145 წე­ლი­წა­დი, დრო­ის ამ შუ­ა­ლედს ეწო­დე­ბა ვარ­სკლა­ვუ­რი ერა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ერთი და იგი­ვე რი­ცხვი დღეს და 2000 წლის წინ - შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბულ ზო­დი­ა­ქა­ლურ თა­ნა­ვასრკლა­ვედს ეკუთ­ვნო­დეს.

2) ზო­დი­ა­ქა­ლუ­რი თა­ნა­ვარ­სკლა­ვე­დე­ბი და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი არ არის ერთი და იგი­ვე. ზო­დი­ა­ქა­ლუ­რი თა­ნა­ვარ­სკლა­ვე­დე­ბი არის 13, თი­თო­ე­უ­ლის პე­რი­ო­დი არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვო­ბის. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი არის 12 თა­ნა­ბა­რი 30 დღი­ა­ნი სექ­ტო­რი, რო­მელ­თა ათ­ვლის წერ­ტი­ლია მზის ბუ­ნი­ო­ბა, ეს დღე კი უც­ვლე­ლად არის 20-21 მარ­ტი. ანუ ყო­ვე­ლი წლის 20-21 მარტს დე­და­მი­წის ეკ­ვა­ტო­რი კვეთს მზის გა­სავ­ლელ გზას(ეკ­ლიპ­ტი­კას), ამ წერ­ტილს უწო­დე­ბენ გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბას. ეს არის ვერ­ძის სა­წყი­სი წერ­ტი­ლი, ზო­დი­ა­ქოს რკა­ლის სა­წყი­სი წერ­ტი­ლი. დას­კვნა: ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის პე­რი­ო­დე­ბი არ შეც­ვლი­ლა. ნუ ავ­რცე­ლებთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას!

და­ვით ნიბ­ლა­ძე:

- თქვენ ისევ ის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი ხართ, რაც იყა­ვით. არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. დრო­დად­რო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი (და არა­მარ­ტო) რე­ი­ტინ­გის­თვის "შო­კის­მომ­გვრელ აღ­მო­ჩე­ნებს" აკე­თე­ბენ, რომ­ლე­ბიც სუ­ლაც არაა ახა­ლი ამ­ბა­ვი არც ას­ტრო­ნო­მე­ბის­თვის და არც ას­ტრო­ლო­გე­ბის­თვის. მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია ერთი 2011-ში და მე­ო­რე 2015-ში გავ­რცელ­და (მე რაც მახ­სოვს). ამ­ჯე­რა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მსგავ­სი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ვირუს­და. საქ­მე რა­შია, თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბის შეც­ვლა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი შე­იც­ვა­ლა. დე­და­მი­წის გარ­შე­მო სივ­რცე 12 ზო­ნად უკვე და­ყო­ფი­ლია და ამას ვერც თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა შეც­ვლის და ვერც ახა­ლი პლა­ნე­ტის აღ­მო­ჩე­ნა. მე-13 ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნიც უკვე ძა­ლი­ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი თე­მაა, ამი­ტომ ამა­ზე სა­უბ­რით არც მე მოვ­ცდე­ბი და თქვენს დრო­საც დავ­ზო­გავ. ვერ­ძე­ბი ისევ ვერ­ძე­ბი ხართ, თევ­ზე­ბი ისევ თევ­ზე­ბი, ლო­მე­ბი ისევ ლო­მე­ბი და ა.შ. :) თუ ვინ­მეს გეც­ნოთ თქვე­ნი "ახა­ლი ნიშ­ნის" თვი­სე­ბე­ბი და ხა­სი­ა­თის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში სა­კუ­თა­რი თავი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ხში­რად პერ­სო­ნა­ლუ­რი პლა­ნე­ტე­ბი წინა ნი­შან­ში ხვდე­ბა ან რო­მე­ლი­მე ას­პექ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს მსგავ­სი თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. მა­გა­ლი­თად, მე ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით (მზე) თევ­ზე­ბი ვარ, "ახა­ლი" სის­ტე­მით მერ­წყუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი. მაქვს მერ­წყუ­ლის თვი­სე­ბე­ბიც, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით მერ­წყუ­ლი ვყო­ფილ­ვარ, არა­მედ იმი­ტომ, რომ მერ­კუ­რი (გო­ნე­ბა, აზ­როვ­ნე­ბა, ლო­გი­კა, კო­მუ­ნი­კა­ცია) მაქვს მერ­წყულ­ში, ამას ემა­ტე­ბა მარ­სი­სა და ურა­ნის შე­ერ­თე­ბა (რო­მე­ლიც მერ­წყუ­ლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტაა) და ა.შ. ნუ აყ­ვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ას. არ ვა­პი­რებ­დი ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას (იმი­ტომ, რომ აბ­სურ­დია), თუმ­ცა იმ უამ­რავ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე ცალკ-ცალ­კე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, რო­მე­ლიც დღეს და გუ­შინ მი­ვი­ღე, ვამ­ჯო­ბი­ნე, ყვე­ლა­სათ­ვის ღიად და­მე­წე­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

რა­მაზ გი­გა­უ­რი:

- ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის სა­ზღვრე­ბის შეც­ვლა არის დიდი სი­სუ­ლე­ლე სკან­და­ლუ­რი სა­თა­უ­რი არის. ახლა და­ნარ­ჩე­ნი წა­ი­კი­თხეთ... ინ­ტერ­ნეტ­ში ახა­ლი სტა­ტია გავ­რცელ­და, თით­ქოს NASA წერს, რომ თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბის მოძ­რა­ო­ბის გამო ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­მა სა­ზღვრე­ბი შე­იც­ვა­ლეს. მსგავ­სი სტა­ტია 2011 წელ­საც გავ­რცელ­და, სა­დაც ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნო­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ში მე-13 თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის "ჩა­კე­რე­ბას" ითხოვ­და. ეს არის აბ­სურ­დი, რად­გან თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბის სის­ტე­მა არის სხვა და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის სხვა. წერ­ტი­ლი. თუ რა­შია გან­სხვა­ვე­ბა, კო­მენ­ტა­რებ­ში დავ­დებ ჩემს 2011 წელს და­წე­რილ სტა­ტი­ას, აქაც იგი­ვე რომ არ ვწე­რო. მსგავ­სი თე­მე­ბი არის "ფე­ი­კი", რათა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოხ­დეს. იმი­ტომ, რომ "სკან­და­ლი გვინ­და ჩვენ, სკან­და-ლი". მერე ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი რომ და­ი­წე­როს: "უი­ი­იი, დე­დას ვფი­ცა­ვარ, ჩემი თავი ტყუ­პი მე­გო­ნა და კურო ვყო­ფილ­ვარ და ბა­ლა­ხი უნდა ვჭა­მო­ო­ოო. არ მა­წყობს რა" და ა. შ. ეს არის იმის მსგავ­სი თემა 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს მა­ი­ას კა­ლენ­დრით აპო­კა­ლიფ­სი რომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

ჯერ კი­დევ 2010 წელს, "იმედ­ზე" გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღე­ში" ია ფა­რუ­ლა­ვას­თან, ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს­თან და დო­დოშ­კა ხურ­ცი­ლა­ვას­თან ვთქვი, რომ 22 დე­კემ­ბერს ჩემ­თან ჩა­ი­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბით-მეთ­ქი, ანუ არა­ფე­რი მოხ­დე­ბა-მეთ­ქი. იგი­ვე გა­ვი­მე­ო­რე 2012 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს თუ დე­კემ­ბერ­ში "კავ­კა­სი­ა­ზე", ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, ამ თე­მა­ზე, ცხო­ნე­ბუ­ლი ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძე და კი­დევ ერთი ას­ტრო­ნო­მი იყო. ფსი­ქო­ლო­გე­ბიც იყ­ვნენ. ას­ტრო­ლო­გე­ბი­დან მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი. რა­ტომ მე? იმი­ტომ, რომ მე ვი­ყა­ვი "არა­ფე­რიც არ მოხ­დე­ბა" ვერ­სი­ის მომ­ხრე. სხვა ას­ტრო­ლო­გე­ბი რას ამ­ტკი­ცებ­დნენ არ და­ვი­წყებ სა­უ­ბარს, 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში რუს­თა­ვი 2-ზე, P.S.-შიც გა­ვი­და ამ თე­მა­ზე გა­და­ცე­მა და იქაც არის ჩა­ნა­წე­რი. ყველ­გან ერთი და იგი­ვე რა­მეს ვამ­ბობ­დი, რომ 22 დე­კემ­ბერს ჩა­ი­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბით-მეთ­ქი. თუმ­ცა მერე ეს ჩემი "ჩაის და­ლე­ვა" სხვა ას­ტრო­ლოგ­მა მი­ი­წე­რა სათ­ნო სა­ხით და ჩემ­მა საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ­მა ჩა­ის­ტო­ბამ და­ლია ჩა­ი­ლუ­რის წყა­ლი. (ერთი ჩემი მე­გობ­რის არ იყოს, "ყავა მა­ინც ეთ­ქვა მაგ კრე­ტინ­სო").

მოკ­ლედ, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის სა­ზღვრე­ბი არ იც­ვლე­ბა. ბას­ტა. როცა მა­ტა­რე­ბელ­ში, და­ვუშ­ვათ მე-7 ად­გილ­ზე ზი­ხართ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მა­ტა­რე­ბე­ლი თბი­ლის­შია, ხა­შურ­ში თუ ბა­თუმ­ში, თქვე­ნი მე-7 ად­გი­ლი არის. P.S. თუ შე­მე­კი­თხე­ბით "ბი­ლე­თი თუ გა­ვუც­ვა­ლე გვერ­დით მჯდომს", წი­ნას­წარ გი­პა­სუ­ხებთ, ვერ გა­უც­ვლით, რად­გან ბი­ლე­თე­ბის გაც­ვლა, "დაკ­რიშ­ვა" და ეგე­თი მა­მა­ძაღ­ლო­ბე­ბი აქ, დე­და­მი­წა­ზე ხდე­ბა, თო­რემ კოს­მოს­ში ეგე­თი რა­მე­ე­ბი არ მო­სუ­ლა.

ობიექტური
1

აბსურდი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით" - რა განმარტებას აკეთებენ პროფესიონალი ასტროლოგები "NASA-ს აღმოჩენაზე"

"თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით" - რა განმარტებას აკეთებენ პროფესიონალი ასტროლოგები "NASA-ს აღმოჩენაზე"

"თქვენმა ზოდიაქოს ნიშანმა განლაგება შეიცვალა. 2000 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები განაახლა", - გუშინ ამ ნიუსმა ქართული სოციალური ქსლები და ვებ-გვერდები მოიცვა, თუმცა ამბავი ძველია და მასთან დაკავშირებით პროფესიონალი ქართველი ასტროლოგები განმარტებას ჯერ კიდევ წლების წინ აკეთებდნენ.

"ბოლო 2-3 ათასი წლის მანძილზე, ვარსკვლავებმა განლაგება შეიცვალეს. დედამიწაზე ბევრი რამ განვითარდა და შეიცვალა მას შემდეგ, რაც უძველესი ასტროლოგები ცას დააკვირდნენ და ცამაც იგივე გავლენა განიცადა. ამიტომ, დედამიწის მოსახლეობის 86% მცდარი ჰოროსკოპის ნიშანს ატარებს. დაინტერესებულხართ ოდესმე, რატომ არ დაემთხვა სრულად თქვენი მახასიათებლები თქვენსავე ასტროლოგიურ პროფილს? NASA-ს მიერ განახლებულ ზოდიაქოს ნიშნებს თუ დააკვირდებით, გაგაოცებთ მათი სიზუსტე".

დედამიწის მოსახლეობის 86%, რომელიც ამ ცვლილებას განიცდის, ზოდიაქოს ახალ ნიშანს უკეთესად შეეწყობა. ცოტა ხნით განაახლეთ თქვენი ზოდიაქოს თანავარსკვლავედი და დააკვირდით, როგორ იმოქმედებს იგი თქვენზე. თქვენ მიიღებთ უმნშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

განახლებული ზოდიაქოები ასე გამოიყურება:

თხის რქა - 20 იანვარი - 16 თებერვალი

მერწყული - 16 თებერვალი - 11 მარტი

თევზები - 11 მარტი - 18 აპრილი

ვერძი - 18 აპრილი - 13 მაისი

კურო - 13 მაისი - 21 ივნისი

ტყუპები - 21 ივნისი - 20 ივლისი

კირჩხიბი - 20 ივლისი - 10 აგვისტო

ლომი - 10 აგვისტო - 16 სექტემბერი

ქალწული - 16 სექტემბერი - 30 ოქტომბერი

სასწორი - 30 ოქტომბერი - 23 ნოემბერი

მორიელი - 23 ნოემბერი - 17 დეკემბერი

მშვილდოსანი - 17 დეკემბერი - 20 იანვარი", - აღნიშნული ინფორმაცია წლების წინ უცხოურ საიტებსა და სოციალურ ქელებშიც ვრელდებოდა, თუმცა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით უცხოელმა ასტროლოგებმაც გააკეთეს.

აი, რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები:

ქეთი ვაწაძე, 2013 წელი:

"ისევ მეცამეტე ნიშნის შესახებ...

მოკლედ და უბრალო ენით რომ ავხსნა, ასტროლოგიაში, ზოდიაქოს სისტემაში გამოიყენება არა თანავარსკვლავედები, არამედ ზოდიაქოს ნიშნები, რომელიც არ არის ერთი და იგივე.

ზოდიაქოს ნიშნები ეკლიპტიკის პირობითი დანაყოფებია, რომლებიც 30 გრადუსისგან შედგება. ზოდიაქოს სისტემის ათვლის წერტილი ვერძის ზონა, უფრო კონკრეტულად კი გაზაფხულის ბუნიაობაა (20-21 მარტი).

ზოდიაქოს სისტემა არის სტატიკური (უძრავი) და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გაზაფხულის ბუნიაობიდან იწყება, ანუ, 21 მარტს, ყოველწლიურად იბადება ვერძის ნიშნის წარმომადგენელი, 21 აპრილს-კუროსი და ა.შ.

ანუ, ზოდიაქოს სიტემაში ყოველთვის იყო და არის 12 ნიშანი. უბრალოდ ეს გაუგებრობა თანავარსკვლავედებისა და ზოდიაქოს სისტემის გაიგივებამ გამოიწვია, რომელიც პრეცესიის გავლენით დღეს უკვე არააქტუალურია (განსხვავებით ადრეული ეპოქისგან, როდესაც მოხდა ზოდიაქოს ნიშნებისთვის თანავარსკვლავედების შესაბამისი სახელების დარქმევა, მაშინ, როდესაც ცის კაბადონზე თანავარსკვლავედების განლაგება ზოდიაქოს ნიშნების განთავსებას ემთხვეოდა).

ხოლო ე.წ. მე-13 ზოდიაქო, გველისმჭერი, უფრო მისტიკური ხასიათისაა (ბევრი ასტროლოგის აზრით მდებარეობს მორიელსა და მშვილდოსანს შორის) და მისი ვითომდა "აღმოჩენა" არ ახდენს ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზე და ფსიქოტიპზე გავლენას და არც ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების გადანაცვლებას მოითხოვს. ანუ, როგორც აქამდე ხელმძღვანელობდით ტყუპების ზოდიაქოთი, კვლავაც ამ ნიშნით უნდა იხელმძღვანელოთ.

ამ ზოდიაქოს შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ეს თემა რატომღაც ამ ბოლო დროს გახდა პოპულარული, ან "ძალადპოპულარული" სახელის მოხვეჭის მსურველი ერთ-ერთი ამერიკელი ასტრონომის (და არა ასტროლოგის), პარკ კუნკლესა და სენსაციების მოყვარე ჟურნალისტების ხელშეწყობით.

ისე, აჟიოტაჟის ატეხვა მართლაც კარგად გამოუვიდათ, თუმცა ასტროლოგიით დაინტერესებული ადამიანები კარგად ხედავენ ამ მოსაზრების აბსურდულობას".

კონსტანტინე ლოგოსი:

- ზოდიაქოს ნიშნების პერიოდების ცვლილებასთან დაკავშირებით: ეს არის სრული დეზინფორმაცია. და მიზეზები შემდეგია:

1) ის ფაქტი, რომ ვარსკლავური ცა იცვლის თავის ადგილსამყოფელს 71,5 წელიწადში 1 გრადუსით - აღმოაჩინა არა ნასამ, არამედ ჰიპარქემ ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში ჩვენს წელთაღიცხვამდე. შესაბამისად ერთი ზოდიაქალური თანავარსკლავედის გავლას სჭირდება დაახლოებით 2145 წელიწადი, დროის ამ შუალედს ეწოდება ვარსკლავური ერა. აქედან გამომდინარე ერთი და იგივე რიცხვი დღეს და 2000 წლის წინ - შეიძლება განსხვავებულ ზოდიაქალურ თანავასრკლავედს ეკუთვნოდეს.

2) ზოდიაქალური თანავარსკლავედები და ზოდიაქოს ნიშნები არ არის ერთი და იგივე. ზოდიაქალური თანავარსკლავედები არის 13, თითოეულის პერიოდი არის განსხვავებული ხანგრძლივობის. ზოდიაქოს ნიშნები არის 12 თანაბარი 30 დღიანი სექტორი, რომელთა ათვლის წერტილია მზის ბუნიობა, ეს დღე კი უცვლელად არის 20-21 მარტი. ანუ ყოველი წლის 20-21 მარტს დედამიწის ეკვატორი კვეთს მზის გასავლელ გზას(ეკლიპტიკას), ამ წერტილს უწოდებენ გაზაფხულის ბუნიობას. ეს არის ვერძის საწყისი წერტილი, ზოდიაქოს რკალის საწყისი წერტილი. დასკვნა: ზოდიაქოს ნიშნების პერიოდები არ შეცვლილა. ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას!

დავით ნიბლაძე:

- თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით. არაფერი შეცვლილა. დროდადრო ჟურნალისტები (და არამარტო) რეიტინგისთვის "შოკისმომგვრელ აღმოჩენებს" აკეთებენ, რომლებიც სულაც არაა ახალი ამბავი არც ასტრონომებისთვის და არც ასტროლოგებისთვის. მსგავსი ტიპის ინფორმაცია ერთი 2011-ში და მეორე 2015-ში გავრცელდა (მე რაც მახსოვს). ამჯერადაც სოციალური ქსელები მსგავსი არასწორი ინფორმაციით დავირუსდა. საქმე რაშია, თანავარსკვლავედების მდებარეობის შეცვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი შეიცვალა. დედამიწის გარშემო სივრცე 12 ზონად უკვე დაყოფილია და ამას ვერც თანავარსკვლავედების გადაადგილება შეცვლის და ვერც ახალი პლანეტის აღმოჩენა. მე-13 ზოდიაქოს ნიშანიც უკვე ძალიან მოძველებული თემაა, ამიტომ ამაზე საუბრით არც მე მოვცდები და თქვენს დროსაც დავზოგავ. ვერძები ისევ ვერძები ხართ, თევზები ისევ თევზები, ლომები ისევ ლომები და ა.შ. :) თუ ვინმეს გეცნოთ თქვენი "ახალი ნიშნის" თვისებები და ხასიათის გარკვეულ ნაწილში საკუთარი თავი აღმოაჩინეთ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად პერსონალური პლანეტები წინა ნიშანში ხვდება ან რომელიმე ასპექტი განაპირობებს მსგავსი თვისებების ჩამოყალიბებას. მაგალითად, მე ზოდიაქოს ნიშნით (მზე) თევზები ვარ, "ახალი" სისტემით მერწყული აღმოვჩნდი. მაქვს მერწყულის თვისებებიც, მაგრამ არა იმიტომ, რომ ზოდიაქოს ნიშნით მერწყული ვყოფილვარ, არამედ იმიტომ, რომ მერკური (გონება, აზროვნება, ლოგიკა, კომუნიკაცია) მაქვს მერწყულში, ამას ემატება მარსისა და ურანის შეერთება (რომელიც მერწყულის მმართველი პლანეტაა) და ა.შ. ნუ აყვებით პროვოკაციას. არ ვაპირებდი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას (იმიტომ, რომ აბსურდია), თუმცა იმ უამრავ შეტყობინებაზე ცალკ-ცალკე პასუხის გაცემას, რომელიც დღეს და გუშინ მივიღე, ვამჯობინე, ყველასათვის ღიად დამეწერა ეს ყველაფერი.

რამაზ გიგაური:

- ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების შეცვლა არის დიდი სისულელე სკანდალური სათაური არის. ახლა დანარჩენი წაიკითხეთ... ინტერნეტში ახალი სტატია გავრცელდა, თითქოს NASA წერს, რომ თანავარსკვლავედების მოძრაობის გამო ზოდიაქოს ნიშნებმა საზღვრები შეიცვალეს. მსგავსი სტატია 2011 წელსაც გავრცელდა, სადაც ამერიკელი ასტრონომიის მასწავლებელი ზოდიაქოს ნიშნებში მე-13 თანავარსკვლავედის "ჩაკერებას" ითხოვდა. ეს არის აბსურდი, რადგან თანავარსკვლავედების სისტემა არის სხვა და ზოდიაქოს ნიშნების სხვა. წერტილი. თუ რაშია განსხვავება, კომენტარებში დავდებ ჩემს 2011 წელს დაწერილ სტატიას, აქაც იგივე რომ არ ვწერო. მსგავსი თემები არის "ფეიკი", რათა ადამიანების დაინტერესება მოხდეს. იმიტომ, რომ "სკანდალი გვინდა ჩვენ, სკანდა-ლი". მერე ასეთი კომენტარები რომ დაიწეროს: "უიიიი, დედას ვფიცავარ, ჩემი თავი ტყუპი მეგონა და კურო ვყოფილვარ და ბალახი უნდა ვჭამოოოო. არ მაწყობს რა" და ა. შ. ეს არის იმის მსგავსი თემა 2012 წლის 21 დეკემბერს მაიას კალენდრით აპოკალიფსი რომ უნდა მომხდარიყო.

ჯერ კიდევ 2010 წელს, "იმედზე" გადაცემა "შუადღეში" ია ფარულავასთან, ნანიკო ხაზარაძესთან და დოდოშკა ხურცილავასთან ვთქვი, რომ 22 დეკემბერს ჩემთან ჩაიზე გეპატიჟებით-მეთქი, ანუ არაფერი მოხდება-მეთქი. იგივე გავიმეორე 2012 წლის ნოემბრის ბოლოს თუ დეკემბერში "კავკასიაზე", ნინო ჯანგირაშვილის გადაცემაში ვიყავი მიწვეული, ამ თემაზე, ცხონებული ჯუმბერ ლომინაძე და კიდევ ერთი ასტრონომი იყო. ფსიქოლოგებიც იყვნენ. ასტროლოგებიდან მხოლოდ მე ვიყავი. რატომ მე? იმიტომ, რომ მე ვიყავი "არაფერიც არ მოხდება" ვერსიის მომხრე. სხვა ასტროლოგები რას ამტკიცებდნენ არ დავიწყებ საუბარს, 2012 წლის დეკემბერში რუსთავი 2-ზე, P.S.-შიც გავიდა ამ თემაზე გადაცემა და იქაც არის ჩანაწერი. ყველგან ერთი და იგივე რამეს ვამბობდი, რომ 22 დეკემბერს ჩაიზე გეპატიჟებით-მეთქი. თუმცა მერე ეს ჩემი "ჩაის დალევა" სხვა ასტროლოგმა მიიწერა სათნო სახით და ჩემმა საქვეყნოდ ცნობილმა ჩაისტობამ დალია ჩაილურის წყალი. (ერთი ჩემი მეგობრის არ იყოს, "ყავა მაინც ეთქვა მაგ კრეტინსო").

მოკლედ, ზოდიაქოს ნიშნების საზღვრები არ იცვლება. ბასტა. როცა მატარებელში, დავუშვათ მე-7 ადგილზე ზიხართ, მნიშვნელობა არ აქვს მატარებელი თბილისშია, ხაშურში თუ ბათუმში, თქვენი მე-7 ადგილი არის. P.S. თუ შემეკითხებით "ბილეთი თუ გავუცვალე გვერდით მჯდომს", წინასწარ გიპასუხებთ, ვერ გაუცვლით, რადგან ბილეთების გაცვლა, "დაკრიშვა" და ეგეთი მამაძაღლობები აქ, დედამიწაზე ხდება, თორემ კოსმოსში ეგეთი რამეები არ მოსულა.

"პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში" - რას წერს სოფო ნიჟარაძე დედის დღესთან დაკავშირებით

შორენა ბეგაშვილის ესპანური არდადეგები - ტელეწამყვანმა საყვარელ მამაკაცს ჩააკითხა

"რამდენიმე საათით ადრე დიდ შეხვედრამდე" - ორსული ნუცა ქავთარაძის ახალი ფოტოები