სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 60 000 ლარი "ქართული ოცნების" ანგარიშზე სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ჩარიცხა
ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 60 000 ლარი "ქართული ოცნების" ანგარიშზე სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ჩარიცხა

ბიზ­ნეს­მენ­მა ვაჟა ციგ­როშ­ვილ­მა 2016 წლის 31 აგ­ვის­ტოს პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბის" ან­გა­რიშ­ზე 60 000 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა ჩა­რი­ცხა. იმა­ვე დღეს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ას 15 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა მის­მა ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­მა ბეჟან ანუ­აშ­ვილ­მა. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის შემ­დეგ, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და 2008 წელს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ ვაჟა ციგ­როშ­ვი­ლის­თვის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი 500 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე. პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უახ­ლო­ეს ხან­ში ამ ქო­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რი­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბაც და­ა­ა­ნონ­სა.

გუ­შინ, 13 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა სამი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია: "ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2008 წლის 22 ივ­ლისს შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ იქნა მო­ქა­ლა­ქე ვაჟა ციგ­როშ­ვი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ვაჟა ციგ­როშ­ვილს შე­უთ­ვა­ლეს, რომ თუ მას სურ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა და სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბა, მას სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უნდა შე­ე­ძი­ნა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და კვად­რო­ციკ­ლე­ბი, რაც არ უნდა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო და ეს პი­რო­ბა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის "ჩრდი­ლო­ვან მხა­რედ", წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მას მო­უ­წევ­და ცი­ხე­ში ყოფ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზე­წო­ლის შე­დე­გად, ვაჟა ციგ­როშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­თან­ხმე­ბო­და კუ­დის უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნას, რის შემ­დე­გაც მას №8 სა­პყრო­ბი­ლე­ში, ცი­ხის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად შე­ახ­ვედ­რეს მისი ცო­ლისძმა ნოშ­რე­ვან ნეკ­რე­სე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად თან­ხის მო­ძი­ე­ბა და­ე­ვა­ლა. კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მო­თხოვ­ნით, ვაჟა ციგ­როშ­ვი­ლი მა­ნამ დარ­ჩე­ბო­და სა­პა­ტიმ­რო­ში, სა­ნამ მისი ოჯა­ხი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად თან­ხას არ შე­აგ­რო­ვებ­და. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის ცო­ლისძმამ ნოშ­რე­ვან ნეკ­რე­სე­ლაშ­ვილ­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლა­რად სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ, კუ­დის მო­თხოვ­ნით იძუ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნა "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს", "ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სის", "ტო­ი­ო­ტა კამ­რის" და "ჰი­უნ­დაი ტუქ­სო­ნის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, 5 კვად­რო­ციკ­ლი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში აჩუ­ქა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­თან გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, გა­ნე­სა­ზღვრა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და მან და­ტო­ვა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა".

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 60 000 ლარი "ქართული ოცნების" ანგარიშზე სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ჩარიცხა

ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 60 000 ლარი "ქართული ოცნების" ანგარიშზე სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ჩარიცხა

ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 2016 წლის 31 აგვისტოს პარტია "ქართულ ოცნების" ანგარიშზე 60 000 ლარის შემოწირულება ჩარიცხა. იმავე დღეს მმართველი პარტიას 15 000 ლარი ჩაურიცხა მისმა ბიზნესპარტნიორმა ბეჟან ანუაშვილმა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა 2008 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ვაჟა ციგროშვილისთვის უკანონოდ ჩამორთმეული 500 000 ლარის ღირებულების ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმე. პროკურატურის წარმომადგენელმა უახლოეს ხანში ამ ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებაც დააანონსა.

გუშინ, 13 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება სამი მოქალაქისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია: "ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 22 ივლისს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებულ იქნა მოქალაქე ვაჟა ციგროშვილი. გამოძიების მსვლელობისას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა პატიმრობაში მყოფ ვაჟა ციგროშვილს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას სახელმწიფოსთვის უნდა შეეძინა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები და კვადროციკლები, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების "ჩრდილოვან მხარედ", წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ვაჟა ციგროშვილი იძულებული გახდა დათანხმებოდა კუდის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მას №8 საპყრობილეში, ციხის უფროსის კაბინეტში კონსპირაციულად შეახვედრეს მისი ცოლისძმა ნოშრევან ნეკრესელაშვილი, რომელსაც ავტომანქანების შესაძენად თანხის მოძიება დაევალა. კუდის მაღალჩინოსნის მოთხოვნით, ვაჟა ციგროშვილი მანამ დარჩებოდა საპატიმროში, სანამ მისი ოჯახი ავტომანქანების შესაძენად თანხას არ შეაგროვებდა. 2008 წლის აგვისტოში, ბრალდებულის ცოლისძმამ ნოშრევან ნეკრესელაშვილმა მთლიანობაში ნახევარ მილიონ ლარად სახელმწიფოს სასარგებლოდ, კუდის მოთხოვნით იძულებით შეიძინა "ტოიოტა პრადოს", "ტოიოტა ჰაილუქსის", "ტოიოტა კამრის" და "ჰიუნდაი ტუქსონის" მარკის ავტომანქანები, 5 კვადროციკლი, რომლებიც შემდგომში აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა