რა ელის მომხმარებელს "თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გაერთიანების შემდეგ

 რა ელის მომხმარებელს "თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გაერთიანების შემდეგ

საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები მომხმარებელსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურად არ აისახება - ასეთია სფეროს ექსპერტთა შეფასებები. საუბარია "თიბისი ბანკის" მიერ 315 მილიონ ლარად "ბანკი რესპუბლიკას" 93,64% -ს შეძენაზე. რითაც "თიბისის" აქტივების მოცულობა 1,67 მილიარდი ლარით გაიზრდება, 8,2 მილიარდს მიაღწევს და ბაზრის ლიდერის, "საქართველოს ბანკის" პოზიციებს გაუთანაბრდება.

როგორც ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, საბანკო დაწესებულების გამსხვილება მომხმარებელზე გაუმჯობესების მხრივ დადებითად არ აისახება. მისივე თქმით, ბანკები საპროცენტო განაკვეთის ძალიან დაწევას ვერ მოახერხებენ, რადგან ქვეყანაში ფულის დეფიციტია და იძულებულნი არიან საკმაოდ მაღალ პროცენტზე იმუშაონ.

ეკონომიკის დოქტორი დავით ასლანიშვილი კი ამბობს, რომ უკვე დაახლოებით 12 წელია, რაც ბაზარს ეს ორი ბანკი "თიბისი" და "საქართველო" აკონტროლებს, შესაბამისად, ოლიგოპოლიური ვითარება აქამდეც იყო და ახლა არაფერი იცვლება.

"აშკარაა, რომ ახლა "თიბისის" ფული გაუჩნდება, რამდენიმე ასეული მილიონი შემოვა. შესაბამისად, საქართველოს ბანკიც იძულებული გახდება რაღაც ნაბიჯები გადადგას. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბანკების მიერ პროცენტის აწევა ვერ მოხდება და დაწევაზე რა იქნება, ეს გამოჩნდება", - აღნიშნა ასლანიშვილმა გადაცემა "360 გრადუსში"  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი