"თიბისი ბანკი" "ბანკი რესპუბლიკას" 315 მილიონ ლარად ყიდულობს

"თიბისი ბანკი" "ბანკი რესპუბლიკას" 315 მილიონ ლარად ყიდულობს

“თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად (103 მილიონ ფუნტად) შეიძენს.

„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბანკი რესპუბლიკას“ მფლობელ ფრანგულ „სოსიეტე ჟენერალთან“ საბოლოო შეთანხმება მიღწეულია.

გარიგების თანახმად, თანხის 70%-ის დაფარვა მოხდება ნაღდი ფულით ბანკის საკუთარი ფონდიდან, 30% კი „თიბისი“ ბანკის ახლახან გამოცემული აქციებით. შედეგად „სოსიეტე ჟენერალი“ „თიბისი ბანკის“ აქციების 5,4%-ის მფლობელი გახდება.

„თიბისი“-ს ცნობით, ბანკმა ასევე დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მფლობელობაში დარჩენილი აქციების 6,36%-ის შეძენის თაობაზე.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი