სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი "თიბისის" მიერ "ბანკი რესპუბლიკას" შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით
რა განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი "თიბისის" მიერ "ბანკი რესპუბლიკას" შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სა­ბან­კო სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­რი­გე­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "თი­ბი­სი ბან­კი" "ბანკ რეს­პუბ­ლი­კას" შე­ძე­ნას გეგ­მავს.

რო­გორც სებ-ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მხა­რე­თა შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და სებ-ი არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი გა­ამ­ჟღავ­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი გა­რი­გე­ბის დე­ტა­ლე­ბი.

სებ-ი თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც კონ­კუ­რენ­ცი­ის არ­გუ­მენტს, ასე­ვე სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა და ინ­ვეს­ტორ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მან­დატს.

"სა­ბან­კო სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­რი­გე­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აცხა­დებს, რომ მხა­რე­თა შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და სებ-ი არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი გა­ამ­ჟღავ­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი გა­რი­გე­ბის დე­ტა­ლე­ბი. ამას­თან, სებ-ი, თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც კონ­კუ­რენ­ცი­ის არ­გუ­მენტს, ასე­ვე სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა და ინ­ვეს­ტორ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მან­დატს. ამ კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ბან­კო ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლი­სა და გას­ვლის ბა­რი­ე­რე­ბის არარ­სე­ბო­ბა ხელს უწყობს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის თა­ვი­სუ­ფალ მოძ­რა­ო­ბას და ამ­ცი­რებს კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვის და­ნა­ხარ­ჯებს, რაც, თა­ვის მხრივ, ასე­ვე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ეფექ­ტი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.

კონ­კრე­ტუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე შე­საძ­ლო ზე­გავ­ლე­ნის, ასე­ვე სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და ინ­ვეს­ტორ­თა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის სა­კი­თხე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბა, ასე­ვე, ბაზ­რის მცი­რე ზომა, სა­დაც, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, გამ­სხვი­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამას­თან, მას­შტა­ბის ეფექ­ტი­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ზრდა ხელს უწყობს საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის შემ­ცი­რე­ბას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რის­კებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის რე­ჟი­მის ფარ­გლებ­ში, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ანა­ლი­ზი სებ-ის მიერ მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც, ასე­ვე, გან­ხი­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წლი­ურ ან­გა­რი­შებ­ში", - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"თი­ბი­სი ბან­კის" მიერ "ბან­კი რეს­პუბ­ლი­კის" აქ­ცი­ე­ბის ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს "თი­ბი­სი ბან­კის" სა­თა­ვო ოფის­ში, 16:00 სა­ათ­ზე სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი "თიბისის" მიერ "ბანკი რესპუბლიკას" შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი "თიბისის" მიერ "ბანკი რესპუბლიკას" შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "თიბისი ბანკი" "ბანკ რესპუბლიკას" შეძენას გეგმავს.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და სებ-ი არ არის უფლებამოსილი გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები.

სებ-ი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს.

"საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და სებ-ი არ არის უფლებამოსილი გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები. ამასთან, სებ-ი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება, ასევე, ბაზრის მცირე ზომა, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

მნიშვნელოვანია, რომ რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის რეჟიმის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფაქტორების ანალიზი სებ-ის მიერ მუდმივად ხორციელდება, რაც, ასევე, განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებში", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"თიბისი ბანკის" მიერ "ბანკი რესპუბლიკის" აქციების ყიდვასთან დაკავშირებით დღეს "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში, 16:00 საათზე საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი