14 სექტემბრამდე საქართველოში ძირითადად უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 14 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ძირითადად უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში 30-32 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ღრუბლიანობა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსია მოსალოდნელი.
11 და 13 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 28-30 გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 11 და 13 სექტემბერს სინოპტიკოსები დედაქალაქში ასევე მცირე წვიმას პროგნოზირებენ. 11 და 13 სექტემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება, 12 და 14 სექტემბერს კი 29-31 გრადუსია მოსალოდნელი.
14 სექტემბრის შემდეგ, მომავალი კვირის განმავლობაში, სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდებიან.