7 წლის არჩი დაუნის სინდრომით დაიბადა. ბიჭი არავის უნდოდა და ბიოლოგიურმა მშობლებმა სამშობიაროშივე მიატოვეს, საიდანაც ბავშვთა სახლში მოხვდა. სულ მოწყენილი და მარტოსული იყო...
თუმცა ტეხასელმა ცოლ-ქმარმა ამ ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რა შეიძლება მოჰყოლოდა მათ ასეთ გადაწყვეტილებას.
ჯოი და ლიზა ეიჩერებს შინ 4 წლის ქალიშვილი ეისი ჰყავდათ. არჩის ასაყვანად ისინი ბულგარეთში გაემგზავრნენ. პატარა ბიჭი მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
დაიკოს ძალიან მალე დაუმეგობრდა, თუმცა... ყველა როდი აღფრთოვანდა მათი ინიციატივით. ოჯახს უამრავი კრიტიკა დაატყდა თავს.
- ყველა ექსპერტი გახდა და ჩვენი შველა უნდოდა, - ამბობდა ლიზა. თუმცა დედა ხმას არ იღებდა, სანამ კრიტიკა თავის შვილს არ შეეხო:
- გოგონა უყურადღებოდ დაგრჩებათ, თქვენ არ იცით, რამხელა ყურადღება სჭირდება ავადმყოფ ბავშვს, ეს ბიჭი ვერასოდეს გახდება მისი ნამდვილი ძმა, - გაიძახოდნენ ახლობელ-მეგობრები.
როცა ეს ალიაქოთი ეისიმ გაიგო, საქმეში თავად ჩაერთო და თავისი სათქმელიც თქვა. ისე, რომ ამ გოგონას სიტყვები გულგრილს ვერავის დატოვებს. ბავშვმა ყველა დააფიქრა. მისი სიტყვების შემდეგ სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავთ. ყველა დავუსვამთ საკუთარ თავს კითხვას "რას ვიზამდი მე?" მოუსმინეთ ეისის, ამ 4 წლის გოგონას, რომელმაც ყველაზე უკეთ დაიცვა თავისი ძამიკო. იხილეთ ვიდეო