სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი ნადიბაიძის და ქეთა თოფურიას შთამბეჭდავი დუეტი "ახალ ტალღაზე": "გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ!"
გიორგი ნადიბაიძის და ქეთა თოფურიას შთამბეჭდავი დუეტი "ახალ ტალღაზე": "გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ!"

სოჭ­ში მიმ­დი­ნა­რე "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სის მე­ო­რე ტურ­ში, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა დუ­ეტ­ში იმ­ღე­რეს ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი ნა­დი­ბა­ი­ძემ ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად სიმ­ღე­რა Она не твоя შე­ას­რუ­ლა და ჟი­უ­რის წევ­რე­ბის­გან 141 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა (ორი 10-იანი და თერ­თმე­ტი 11-იანი).

ნა­დი­ბა­ი­ძემ ორი ტუ­რის შე­დე­გე­ბით 280 ქულა და­აგ­რო­ვა და მე­ო­თხე ად­გილს იკა­ვებს. პირ­ველ ად­გილ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი გა­ლი­ნა ბეზ­რუ­კია 286 ქუ­ლით, მე­ო­რე­ზე - იტა­ლი­ე­ლი ვოლ­ტერ რიჩი 283 ქუ­ლით, მე­სა­მე­ზე კი ხორ­ვა­ტი დინო 282 ქუ­ლით. თუ ვინ გახ­დე­ბა "ახა­ლი ტალ­ღის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ეს 8 სექ­ტემ­ბერს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად კონ­კურ­სის­თვის და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რით წარ­დგე­ბი­ან ჟი­უ­რის წი­ნა­შე.

იხი­ლეთ ქე­თას და გი­ორ­გის დუ­ე­ტი

გი­ორ­გი ნა­ი­ბა­ი­ძე გულ­შე­მატ­კივ­რებს ფე­ის­ბუ­ქის პი­რა­დი გვერ­დი­და­ნაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მისი და ქე­თას სელ­ფი გა­ავ­რცე­ლა:

"მე­გობ­რე­ბო, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რის­თვის! ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ ასე­თი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბით! შე­დე­გე­ბით რა თქმა უნდა, კმა­ყო­ფი­ლი ვარ რად­გან კარ­გი ქუ­ლე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა მეტი, ამა­ზე სა­უ­ბა­რი მერე იყოს! რა თქმა უნდა, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებ და დღეს უკვე ქე­თას­თან ერ­თად, ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით წარვსდგე­ბით! კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა დიდი სტი­მუ­ლის­თვის!" - წერს ნა­დი­ბა­ი­ძე პი­რად გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი ნადიბაიძის და ქეთა თოფურიას შთამბეჭდავი დუეტი "ახალ ტალღაზე": "გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ!"

გიორგი ნადიბაიძის და ქეთა თოფურიას შთამბეჭდავი დუეტი "ახალ ტალღაზე": "გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ!"

სოჭში მიმდინარე "ახალი ტალღის" კონკურსის მეორე ტურში, მონაწილეებმა დუეტში იმღერეს ცნობილ მომღერლებთან ერთად. საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ნადიბაიძემ ქეთა თოფურიასთან ერთად სიმღერა Она не твоя შეასრულა და ჟიურის წევრებისგან 141 ქულა დაიმსახურა (ორი 10-იანი და თერთმეტი 11-იანი).

ნადიბაიძემ ორი ტურის შედეგებით 280 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე უკრაინელი გალინა ბეზრუკია 286 ქულით, მეორეზე - იტალიელი ვოლტერ რიჩი 283 ქულით, მესამეზე კი ხორვატი დინო 282 ქულით. თუ ვინ გახდება "ახალი ტალღის" გამარჯვებული, ეს 8 სექტემბერს გახდება ცნობილი, როდესაც მონაწილეები სპეციალურად კონკურსისთვის დაწერილი სიმღერით წარდგებიან ჟიურის წინაშე.

იხილეთ ქეთას და გიორგის დუეტი

გიორგი ნაიბაიძე გულშემატკივრებს ფეისბუქის პირადი გვერდიდანაც გამოეხმაურა და მისი და ქეთას სელფი გაავრცელა:

"მეგობრებო, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამხელა მხარდაჭერისთვის! ძალიან გახარებული ვარ ასეთი დადებითი გამოხმაურებით! შედეგებით რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ რადგან კარგი ქულები გვაქვს, თუმცა ყოველთვის შეიძლება მეტი, ამაზე საუბარი მერე იყოს! რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ და დღეს უკვე ქეთასთან ერთად, ერთიანი ძალებით წარვსდგებით! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დიდი სტიმულისთვის!" - წერს ნადიბაიძე პირად გვერდზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება