ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოდერატორის კითხვაზე, რა უნდა იცოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებმა და რა გზავნილი ექნება მათდამი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად გლობალური სტაბილურობისთვის.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის, თავისუფლების, დემოკრატიისა და სტაბილურობის ცნებების დასაცავად. ეს მართლაც ასეა და ვლინდება კიდეც. ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ.
საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ორგანიზატორები არიან „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.