სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ყვებიან 3 დღის წინ დაკავებული ახალგაზრდების მეუღლეები და ვის ინტერესს ხედავენ ნიშნიანიძის და ფეიქრიშვილის დაკავებაში
რას ყვებიან 3 დღის წინ დაკავებული ახალგაზრდების მეუღლეები და ვის ინტერესს ხედავენ ნიშნიანიძის და ფეიქრიშვილის დაკავებაში

ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ სა­სა­მარ­თლო სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს რო­გორც გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილს, ასე­ვე მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბულ ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ თათა ჩინ­ჩა­ლა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ამ წუ­თებ­ში ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

რო­გორც თათა ჩინ­ჩა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მან სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ ჩა­უ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის მე­უღ­ლეს ია­რა­ღი და ამის შემ­სწრე არა მარ­ტო ის, არა­მედ დე­და­მი­სიც იყო.

"შე­მო­იჭრ­ნენ ჩვენ­თან სახ­ლში. ორ­დე­რიც არ ქონ­დათ და მი­თხრეს, რომ არც სჭირ­დე­ბო­დათ. მე მქონ­და ორ­დე­რი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე არ შე­ეძ­ლოთ ჩვე­ნი ბი­ნის ჩხრე­კა, მაგ­რამ მათ ეს არ აინ­ტე­რე­სებ­დათ და ჩვენს თვალ­წინ ჩა­უ­დეს გო­გას ავ­ტო­მა­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, ვაპ­რო­ტეს­ტებთ ამ ყვე­ლა­ფერს, უსა­მარ­თლო­ბას, ჩა­დე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და თათა ჩინ­ჩა­ლა­ძემ.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და­კა­ვე­ბა­ში კახა კა­ლა­ძის ინ­ტე­რე­სებ­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ერ­თგვა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არი­ან თბი­ლის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სამი ახალ­გაზ­რდა და რა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ებ­ში ფი­გუ­რი­რებს მათი სა­ხე­ლე­ბი

"იმის გამო, რომ ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი, ნიშ­ნი­ა­ნი­ძეც და ფე­იქ­რიშ­ვი­ლიც მე­გობ­რობ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფილ წევ­რებ­თან და ბავ­შვო­ბის მე­გობ­რო­ბა აკავ­შირ­დებ­დათ მათ­თან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ლა­ძის მხრი­დან მო­დი­ო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ალ­ბათ თვლი­და, რომ ეც­დე­ბოდ­ნენ ჩა­ე­შა­ლათ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. არა­სო­დეს არ ფიქ­სირ­დე­ბოდ­ნენ ისი­ნი არც ერთ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში და არა­ნა­ირ სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლიც კი არ ყო­ფი­ლან", - გა­ნა­ცხა­და თათა ჩინ­ჩა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მისი მე­უღ­ლე აქამ­დე სამ­ჯერ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლომ ის გა­ან­თა­ვი­სუფ­ლა და ამი­ტომ იმე­დი აქვს, რომ სა­სა­მარ­თლო ისე­თი­ვე სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა და გა­ან­თა­ვი­სუფ­ლებს ორი­ვე ბრალ­დე­ბულს.

ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მე­უღ­ლის ნუკა ჩიკ­ვა­ი­ძის თქმით კი , მისი ოჯა­ხი კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის არ უპი­რის­პირ­დე­ბა და აშ­კა­რად რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოხ­ვდა. ჩიკ­ვა­ი­ძის თქმით, არ იცის, თუ სად და რო­დის და­ი­გეგ­მა მისი მე­უღ­ლის და­კა­ვე­ბა.

"როცა და­ი­წყე­ბა პრო­ცე­სე­ბი ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი ამ­ბა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ლენ და ჩვენს გვერ­დით დად­გე­ბი­ან. ჩემი თვა­ლით რომ არ მე­ნა­ხა ეს უკა­ნო­ნო­ბა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს ჩემს ქმარს შე­ე­ხე­ბო­და თუ სხვა ადა­მი­ა­ნის მი­მართ იქ­ნე­ბო­და, ასე­თი უსა­მარ­თლო­ბის და­ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ვერ გავ­ჩუმ­დე­ბო­დი. ახლა ერ­თა­დერ­თი ვისი იმე­დიც მაქვს არის მო­სა­მარ­თლე და ღმერ­თი. ვერ ვი­ტყვი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა იზე­ი­მებს, მაგ­რამ იქ­ნებ გი­რა­ო­თი მა­ინც გა­მო­უშ­ვან, რად­გან ჩემს მე­უღ­ლეს არ აქვს ისე­თი მძი­მე ბრალ­დე­ბა, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯონ და ცი­ხე­ში გა­უშ­ვან. მი­თუ­მე­ტეს, რომ იგი უდა­ნა­შა­უ­ლოა, მის თა­ვი­სუფ­ლე­ბად ყვე­ლა­ფე­რი გვი­ღირს", - გა­ნა­ცხა­და ნუკა ჩიკ­ვა­ი­ძემ.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი და ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 3 და 4 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ამ ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას პის­ტო­ლე­ტი და 7 ცალი ვაზ­ნა ამო­ი­ღო, გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ბი­ნის ჩხრე­კი­სას კი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ერთი მჭი­დით, 30 ცალი ვაზ­ნა და ერთი შეკ­ვრა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას ყვებიან 3 დღის წინ დაკავებული ახალგაზრდების მეუღლეები და ვის ინტერესს ხედავენ ნიშნიანიძის და ფეიქრიშვილის დაკავებაში

რას ყვებიან 3 დღის წინ დაკავებული ახალგაზრდების მეუღლეები და ვის ინტერესს ხედავენ ნიშნიანიძის და ფეიქრიშვილის დაკავებაში

იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ სასამართლო სამართლიანი იქნება და გაათავისუფლებს როგორც გიორგი ფეიქრიშვილს, ასევე მასთან ერთად დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძეს, - ამის შესახებ გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლემ თათა ჩინჩალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში ორივე დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან.

როგორც თათა ჩინჩალაძემ აღნიშნა, მან საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ ჩაუდეს სამართალდამცველებმა მის მეუღლეს იარაღი და ამის შემსწრე არა მარტო ის, არამედ დედამისიც იყო.

"შემოიჭრნენ ჩვენთან სახლში. ორდერიც არ ქონდათ და მითხრეს, რომ არც სჭირდებოდათ. მე მქონდა ორდერი, რომლის საფუძველზე არ შეეძლოთ ჩვენი ბინის ჩხრეკა, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებდათ და ჩვენს თვალწინ ჩაუდეს გოგას ავტომატი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, უსამართლობას, ჩადებებს", - განაცხადა თათა ჩინჩალაძემ.

გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე დაკავებაში კახა კალაძის ინტერესებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ერთგვარი წინასაარჩევნო ღონისძიებაა.

წაიკითხეთ: ვინ არიან თბილისში დაკავებული სამი ახალგაზრდა და რა კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებს მათი სახელები

"იმის გამო, რომ ორივე დაკავებული, ნიშნიანიძეც და ფეიქრიშვილიც მეგობრობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან და ბავშვობის მეგობრობა აკავშირდებდათ მათთან, აქედან გამომდინარე, კალაძის მხრიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, რადგან ალბათ თვლიდა, რომ ეცდებოდნენ ჩაეშალათ საარჩევნო კამპანია. არასოდეს არ ფიქსირდებოდნენ ისინი არც ერთ პოლიტიკურ აქტივობაში და არანაირ საარჩევნო ღონისძიებებში ჩართულიც კი არ ყოფილან", - განაცხადა თათა ჩინჩალაძემ.

მისივე თქმით, მისი მეუღლე აქამდე სამჯერ იყო დაკავებული, თუმცა სამივე შემთხვევაში სასამართლომ ის გაანთავისუფლა და ამიტომ იმედი აქვს, რომ სასამართლო ისეთივე სამართლიანი იქნება და გაანთავისუფლებს ორივე ბრალდებულს.

ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლის ნუკა ჩიკვაიძის თქმით კი , მისი ოჯახი კონკრეტულად არავის არ უპირისპირდება და აშკარად რაღაც გაუგებრობაში მოხვდა. ჩიკვაიძის თქმით, არ იცის, თუ სად და როდის დაიგეგმა მისი მეუღლის დაკავება.

"როცა დაიწყება პროცესები ის ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ამბავი აუცილებლად მოვლენ და ჩვენს გვერდით დადგებიან. ჩემი თვალით რომ არ მენახა ეს უკანონობა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემს ქმარს შეეხებოდა თუ სხვა ადამიანის მიმართ იქნებოდა, ასეთი უსამართლობის დანახვის შემთხვევაში ვერ გავჩუმდებოდი. ახლა ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს არის მოსამართლე და ღმერთი. ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანობა იზეიმებს, მაგრამ იქნებ გირაოთი მაინც გამოუშვან, რადგან ჩემს მეუღლეს არ აქვს ისეთი მძიმე ბრალდება, რომ მაინცდამაინც პატიმრობა მიუსაჯონ და ციხეში გაუშვან. მითუმეტეს, რომ იგი უდანაშაულოა, მის თავისუფლებად ყველაფერი გვიღირს", - განაცხადა ნუკა ჩიკვაიძემ.

გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა

ყოფილი პატრული გიორგი დვალიშვილი გომელაურის განცხადებაზე - "როცა მინისტრს ასეთი პოზიცია აქვს, ეს მისი პრობლემაა"