3 წლით ადრე ვიდრე გერმანია 1939 წელს პოლონეთში შეიჭრებოდა, ადოლფ ჰიტლერმა მსოფლიოში ყველაზე დიდი კურორტის მშენებლობის ბრძანება გასცა. აღნიშნული ტურისტული ზონა კუნძულ რიუგენზე მოეწყო. ფაშისტები მას "პრორას" ეძახდნენ.
როგორც "ბიზნესინსაიდერი" წერს, "პრორა" ერთდროულად 20 000 დამსვენებელს იტევდა. იგი იმ გერმანელ მუშების დასასვენებლად აშენდა, რომლებიც შესვენების გარეშე ქარხნებში მუშაობდნენ.
ისტორიკოსი როჯერ მურჰაუსი ამბობს, რომ ჰიტლერის მიერ აშენებული ტურისტული ზონა გერმანიის საიდუმლო პოლიციის - "გესტაპოს" ეხმარებოდა უკეთ გაეკონტროლებინა მუშები და ამავდროულად წაეხალისებინა ისინი.
თუმცა, როგორც კი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, "პრორას" მშენებლობა შეწყდა. ომის შემდეგ დასასვენებელ კომპლექსს სამხედრო ბაზად იყენებდა "წითელი არმია", მოგვიანებით კი იგი აღმოსავლეთ გერმანიის სამხედრო ნაწილი იყო.
რვა დასასვენებელი კორპუსის, თეატრის და კინოს მშენებლობა ამ დრომდე დაუმთავრებელი იყო. დაგეგმილი აუზები და საკონცერტო დარბაზი კი არც აშენებულა... განაგრძეთ კითხვა