სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული - შსს-ს განცხადება
ვინ არის სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული - შსს-ს განცხადება

სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 35 წლის ბად­რი ნა­თო­ბა­ძეა (ბა­დუ­კა). იგი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვა­კე­ში მომ­ხდა­რი თა­ვას­ხმი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ნ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ვა­კის რა­ი­ონ­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ჩ-ს. ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ერთი დაჭ­რი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მე­ო­რე - გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით)", - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ: ვინ იყო ვა­კე­ში მოკ­ლუ­ლი სოსო ჯო­ხა­ძე და რა კავ­ში­რი ჰქონ­და მას იუს­ტი­ცი­ის მი­ნიტრთან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ არის სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული - შსს-ს განცხადება

ვინ არის სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული - შსს-ს განცხადება

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული 35 წლის ბადრი ნათობაძეა (ბადუკა). იგი სამართალდამცველებმა ვაკეში მომხდარი თავასხმიდან მალევე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იხილეთ: ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ