ნიკა მელია - ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას

ნიკა მელია - ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ეკრანზე გამოჩენის პირველივე დღეს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.

"ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, როდესაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეფასების უნარი აქვს განსავითარებელი. ადამიანი, რომელიც მილიარდებს ფლობს და ამ მილიარდებით, ცხოვრების გაუმჯობესების დაპირებით მოვიდა, იპოთეკარებს თანაგრძნობის გარდა ვერაფერს სთავაზობს. მან შეაქო ნარმანიას მუშაობა და აღნიშნა, რომ ის წარმატებული მერია. ვფიქრობ, ივანიშვილი მთელ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, ვინც ასე ფიქრობს და რა თქმა უნდა, შეუძლებელი არის ეს სიმამაცე მას არ მოვუწონოთ", - განაცხადა მელიამ.

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას სურს საზოგადოებას ანალიზში დაეხმაროს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."