ბიძინა ივანიშვილი - ერთადერთი პარტია არის "ქართული ოცნება" და ლიდერი კვირიკაშვილი, რომელთაც შეუძლიათ სახელმწიფოებრივად აზროვნება

ბიძინა ივანიშვილი - ერთადერთი პარტია არის "ქართული ოცნება" და ლიდერი კვირიკაშვილი, რომელთაც შეუძლიათ სახელმწიფოებრივად აზროვნება

ერთადერთი პარტია არის "ქართული ოცნება", ხოლო ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელთაც შეუძლიათ სახელმწიფოებრივად აზროვნება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 4 წლის განმავლობაში უამრავი გარდაქმნა მოახდინა საქართველოში.

"გაიხსენეთ სად ვიყავით ჩვენ - მთლიანად მონოპოლიზებული მედია, ერთი კაცისგან მართული, რამდენიმე ფსევდო ოპოზიციური პარტია იყო უცხოელებისთვის საჩვენებლად, მთლიანად მართული ბიზნესი. 5 ათასი დოლარის გადარიცხვაც კი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მიერ კონტროლდებოდა. მთელი ბიზნესი პრაქტიკულად ერთი კაცისკენ იყო მიმართული.

ზღვარი პარტია "ნაციონალურ მოძრაობასა" და სახელმწიფოს შორის იყო წაშლილი. პოლიცია და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ ერთი პარტიის სამსახურში იყო ჩამდგარი. წამებები, მკვლელობები. მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული. გაუხსენეთ ეს ყველაფერი და ნახეთ, კულტურული ხელწერით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე როგორი გარდაქმნები მოხდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."