სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სხვა პირველი სექტემბერი: მოხუცი, ბესლანის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 შვილიშვილის საფლავთან...
სხვა პირველი სექტემბერი: მოხუცი, ბესლანის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 შვილიშვილის საფლავთან...

ბეს­ლა­ნის ტრა­გე­დი­ი­დან 12 წელი გა­ვი­და. 2004 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ქა­ლაქ ბეს­ლან­ში №1 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მძევ­ლად ბო­ე­ვიკ­თა ჯგუფ­მა აიყ­ვა­ნა. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­რო­რის­ტებს სკო­ლის შე­ნო­ბა­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი ჰყავ­დათ 1100 ბავ­შვი, მათი მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ტე­რო­რის­ტებ­მა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შა­მილ ბა­სა­ე­ვის წე­რი­ლი გა­დას­ცეს, სა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩეჩ­ნე­თი­დან რუ­სე­თის ჯა­რის გაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­და.

ტე­რო­რის­ტებს მძევ­ლე­ბი, მათ შო­რის, ასო­ბით მცი­რე­წლო­ვა­ნი არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, გა­უ­საძ­ლის სი­ცხე­ში სკო­ლის სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ჰყავ­დათ დამ­წყვდე­უ­ლი. მათ აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ არა­თუ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, წყლის და­ლე­ვაც კი.

რუ­სე­თის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლებ­მა სამი დღის შემ­დეგ სკო­ლა შტურ­მით აი­ღეს. ტე­რაქ­ტი­სა და შტურ­მის შე­დე­გად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ი­ღუ­პა 334 მძე­ვა­ლი, მოკ­ლულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. 700-მდე ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. ლიკ­ვი­დი­რე­ბულ იქნა 31 ტე­რო­რის­ტი, მათ შო­რის, 2 ქალი.

...ყო­ველ წე­ლი­წადს, 1-ელ სექ­ტემ­ბერს ბეს­ლან­ში სამ­გლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნია იმარ­თე­ბა სა­საფ­ლა­ო­ზე, რო­მელ­საც "ან­გე­ლო­ზე­ბის ქა­ლა­ქი" ეწო­დე­ბა. ფოტო, რო­მელ­ზეც ფე­ლიქს ტო­ტი­ე­ვია ასა­ხუ­ლი, სწო­რედ "ან­გე­ლო­ზე­ბის ქა­ლაქ­შია" გა­და­ღე­ბუ­ლი. ტრა­გე­დი­ას ტო­ტი­ე­ვის 6 შვი­ლიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა - 8 წლის ბო­რი­სი, 14 წლის ლა­რი­სა, 11 წლის ალ­ბი­ნა, 8 წლის ანნა, 12 წლის ლი­უ­ბო­ვი და 15 წლის დე­რა­სი...

ფოტო: ზაურ ფარ­ნი­ე­ვი, კო­მერ­სან­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სხვა პირველი სექტემბერი: მოხუცი, ბესლანის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 შვილიშვილის საფლავთან...

სხვა პირველი სექტემბერი: მოხუცი, ბესლანის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 შვილიშვილის საფლავთან...

ბესლანის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად ბოევიკთა ჯგუფმა აიყვანა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მათი მშობლები და მასწავლებლები. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.

ტერორისტებს მძევლები, მათ შორის, ასობით მცირეწლოვანი არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება, წყლის დალევაც კი.

რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სამი დღის შემდეგ სკოლა შტურმით აიღეს. ტერაქტისა და შტურმის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 334 მძევალი, მოკლულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. 700-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიკვიდირებულ იქნა 31 ტერორისტი, მათ შორის, 2 ქალი.

...ყოველ წელიწადს, 1-ელ სექტემბერს ბესლანში სამგლოვიარო ცერემონია იმართება სასაფლაოზე, რომელსაც "ანგელოზების ქალაქი" ეწოდება. ფოტო, რომელზეც ფელიქს ტოტიევია ასახული, სწორედ "ანგელოზების ქალაქშია" გადაღებული. ტრაგედიას ტოტიევის  6 შვილიშვილი ემსხვერპლა - 8 წლის ბორისი, 14 წლის ლარისა, 11 წლის ალბინა, 8 წლის ანნა, 12 წლის ლიუბოვი და 15 წლის დერასი...

ფოტო: ზაურ ფარნიევი, კომერსანტი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა