სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყველასთვის საყვარელი კომიკოსის ტრაგიკული ცხოვრება - ფრუნზიკ მკრტჩიანი კინოში და კადრს მიღმა...
ყველასთვის საყვარელი კომიკოსის ტრაგიკული ცხოვრება - ფრუნზიკ მკრტჩიანი კინოში და კადრს მიღმა...

ვი­საც მისი კი­ნო­რო­ლი ერთხელ მა­ინც უნა­ხავს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ფრუნ­ზიკ მკრტჩი­ა­ნი და­ა­ვი­წყდეს. უამ­რა­ვი კინო და სას­ცე­ნო რო­ლი­დან მა­ყუ­რე­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს გია და­ნე­ლი­ას "მი­მი­ნო­ში" ნა­თა­მა­შე­ბი სო­მე­ხი მძღო­ლის, რუ­ბენ ხა­ჩი­კი­ა­ნის როლი, რო­მე­ლიც ბუბა კი­კა­ბი­ძის პერ­სო­ნაჟს, მფრი­ნავ ვა­ლი­კო მი­ზან­დარს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პარტნი­ო­რო­ბას უწევს...

ფრუნ­ზიკ მკრტჩი­ა­ნი უყ­ვარ­და ყვე­ლას, აღი­ა­რე­ბუ­ლი და ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. მისი გმი­რე­ბის ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბი ატა­ცე­ბუ­ლი ჰქონ­და მა­ყუ­რე­ბელს. მა­ღა­ზი­ა­სა და ბა­ზარ­ში პრო­დუქ­ტებს უფა­სოდ სთა­ვა­ზობ­დნენ, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და და მუდ­მი­ვად ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ მის­თვის სით­ბო გა­მო­ე­ხა­ტათ, თუნ­დაც ხელი ჩა­მო­ერ­თვათ. გარ­და დიდი არ­ტის­ტო­ბი­სა და იმ ტა­ლან­ტი­სა, რო­მე­ლიც ბედ­მა არ­გუ­ნა, გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფი­ლი ჰქონ­და, რა­საც მისი სა­ხა­სი­ა­თო ცხვი­რი და ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბი ქმნი­დი... ბევ­რმა არ იცო­და, რა სევ­დას ატა­რებ­და, რისი მი­ზე­ზიც მისი პი­რა­დი, საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბაა. ნაღ­ვე­ლის მი­ზე­ზი მე­უღ­ლის ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფო­ბა იყო, შემ­დეგ კი უკვე ვაჟი, რო­მე­ლიც იმა­ვე და­ა­ვა­დე­ბით და­ა­ვად­და. ამას კი­დევ უფრო დიდი ტრა­გე­დია - ქა­ლიშ­ვი­ლის და­ღუპ­ვა და­ე­მა­ტა... ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში გა­ა­ტა­რა, რის გა­მოც სას­მელ­საც მი­ე­ძა­ლა. მისი მთა­ვა­რი ტკი­ვი­ლი ოჯა­ხი აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ვე­რაფ­რით იპო­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბა, სიმ­შვი­დე და ამ დარ­დით წა­ვი­და კი­დეც ამ ქვეყ­ნი­დან...

ბავ­შვო­ბა

1930 წელს 4 ივ­ლისს ლე­ნი­ნა­კან­ში, მუ­შა­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მისს მი­აჩ­ნდა, რომ მხატ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბა­ში პორ­ტრე­ტე­ბი კარ­გად გა­მოს­დი­ო­და და მე­ზობ­ლე­ბის შარ­ჟებ­საც მშვე­ნივ­რად ხა­ტავ­და. ამი­ტომ, მამა მის­გან ხატ­ვა­ში ყო­ველ­დღე მე­ცა­დი­ნე­ო­ბას მო­ი­თხოვ­და, - ერთხელ იმის გამო, რომ მა­მის რჩე­ვა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რკი­ნის სა­ხა­ზა­ვი მოხ­ვდა... დე­დას გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და, მუდ­მი­ვად სი­მარ­ტო­ვეს გრძნობ­და, მშობ­ლე­ბი ქსო­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­დნენ და შინ მხო­ლოდ ღამე მო­დი­ოდ­ნენ, უმ­ცროს დებ­თან და ძმას­თან სა­ერ­თოს კი ასა­კის გამო ვერ პო­უ­ლობ­და.

არც ეზო­ში გა­დი­ო­და, რად­გა­ნაც რთულ უბან­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მო­ხუ­ლიგ­ნო უფ­რო­სი ბი­ჭე­ბი ცხვი­რის გამო დას­ცი­ნოდ­ნენ, მას­ხრად იგ­დებ­დნენ, მათ­გან მოხ­ვედ­რია კი­დეც, მაგ­რამ თავს ვერ იცავ­და... 10 წლი­სას სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა და მე­ზობ­ლებს სპექ­ტაკ­ლებს უმარ­თავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მა­მის­გან მა­ლუ­ლად, ლე­ნი­ნა­კა­ნის კულ­ტუ­რის სახ­ლში, დრამ­წრე­ზე შე­ვი­და. ისე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და, რომ სა­მო­მავ­ლოდ არ­ტის­ტო­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. იმ დრო­ი­დან გა­უჩ­ნდა სცე­ნის­კენ სა­ო­ცა­რი სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი და ნი­ჭი­ე­რი ფრუნ­ზე ლე­ნი­ნა­კა­ნის თე­ატ­რში მი­ი­ღეს, სა­დაც დღე და ღა­მეს ატა­რებ­და. მუ­შა­დაც მუ­შა­ობ­და და სა­ღა­მოს სცე­ნა­ზე იდგა. იქ არა­ვინ დას­ცი­ნო­და და არა­ნა­ირ მეტ­სა­ხელს უგო­ნებ­და. ის ატ­მოს­ფე­რო, თით­ქოს მშობ­ლი­უ­რი იყო მის­თვის.

კა­რი­ე­რა

მისი ძმის ალ­ბერტ მკრტჩი­ა­ნის მო­ნა­თხრო­ბით, 23 წლის ფრუნ­ზი­კი სა­ცხოვ­რებ­ლად ერე­ვან­ში გა­და­ვი­და, პო­პუ­ლა­რუ­ლი ლე­ნი­ნა­კა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში უგა­მოც­დოდ, მე­ო­რე კურ­სზე ჩა­რი­ცხეს. სტუ­დენ­ტებ­ში მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ხმა, რომ იქ სა­ო­ცა­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა და ნი­ჭის მქო­ნე ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბი სწავ­ლობ­და. მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხვი­რი გარ­შე­მო ყვე­ლას აო­ცებ­და, რის გა­მოც თა­ვა­დაც დიდი დის­კომ­ფორ­ტი ჰქონ­და, მაგ­რამ წლე­ბის მერე მიხ­ვდა, რომ ბუ­ნე­ბამ ის გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თავი უშ­ნოდ და სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნად მი­აჩ­ნდა. კომ­პლექ­სი კი სწო­რედ გე­ნი­ა­ლუ­რი თა­მა­შით დაძ­ლია. მსა­ხი­ო­ბო­ბის წყა­ლო­ბით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­და.

25 წლი­სას უკვე სა­უ­კე­თე­სო რო­ლებს ან­დობ­დნენ, მის შე­სა­ხებ მთელ­მა ერე­ვან­მა გა­ი­გო. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის საყ­ვა­რე­ლი, მხი­ა­რუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლი წევ­რი იყო და ასე­ვე გო­გო­ნე­ბის ოც­ნე­ბაც, - მის გამო ჭკუ­ას კარ­გავ­დნენ. ერთხე­ლაც, ერთ ლა­მაზ გო­გოს, ჯუ­ლი­ას შე­უყ­ვარ­და, მაგ­რამ ოთხი ძმა ჰყავ­და და ფრუნ­ზიკ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს, სხვას გა­ა­ყო­ლეს. ამან გა­ა­ნად­გუ­რა ფრუნ­ზი­კი, ალ­კოჰოლს მი­ე­ძა­ლა. ამ­ბობ­და, "გო­გო­ებს მხო­ლოდ ჩემი გმი­რე­ბი უყ­ვართ, რომ­ლებ­საც ვთა­მა­შობ და მე კი არა. მხო­ლოდ ჯუ­ლია მი­ღებ­და ისე­თად, რო­გო­რიც ვარ"...

ოჯა­ხი

28 წლი­სას 18 წლის გო­გო­ნა მო­ე­წო­ნა, რო­მელ­მაც ჯუ­ლი­ა­ზე სევ­დი­ა­ნი ფიქ­რე­ბი გა­და­ა­ვი­წყა. გო­გო­ნა მას რო­გორც ნამ­დვილ კერპს ისე უყუ­რებ­და, მაგ­რამ დო­ნა­რა ცოტა უც­ნა­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, - მისი სი­ცი­ლი უცებ ტი­რილ­სა და ის­ტე­რი­კა­ში ისე იზ­რდე­ბო­და, თვი­თო­ნაც ვერ ხვდე­ბო­და. მე­გობ­რე­ბი, ვინც დო­ნა­რას იც­ნობ­და, ფრუნ­ზიკს არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა მის­თვის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მას­ზე ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ოჯა­ხუ­რი სით­ბო და იქ სიმ­ყუდ­რო­ვის მო­წყო­ბა ფრუნ­ზი­კის დიდი ოც­ნე­ბა იყო, რა­საც ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა აყე­ნებ­და. ამი­ტომ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ ჰქო­ნო­და მყუდ­რო სახ­ლი, ოჯა­ხი და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა. წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ე­ძი­ნა, რაც იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, რო­დე­საც კი­ნო­ში მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა. მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მს, მალე სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნიც მოჰ­ყვა...

წარ­მა­ტე­ბა

მოს­კოვ­ში კი­ნო­სინ­ჯებ­ზეც მი­იწ­ვი­ეს. მისი გა­რეგ­ნო­ბით, ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭით მო­ი­ხიბ­ლა რე­ჟი­სო­რი რო­ლანდ ბი­კო­ვი, რო­მელ­მაც ფილმში მა­შინ­ვე გა­და­ი­ღო და კო­ლე­გა გია და­ნე­ლი­ა­საც გა­აც­ნო... 60-იან წლებ­ში წე­ლი­წად­ში 2-3 ფილ­მი მა­ინც გა­მო­დი­ო­და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რა­საც არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მოჰ­ქონ­და. თე­ატ­რში "ოტე­ლოს" თა­მა­შობ­და, თუმ­ცა კი­ნო­ში თით­ქმის სულ კო­მე­დი­ურ რო­ლებს სთა­ვა­ზობ­დნენ.

1966 წელს რე­ჟი­სორ­მა ლე­ო­ნიდ გა­ი­და­იმ ფილმში "კავ­კა­სი­ე­ლი ტყვე ქალი" მი­იწ­ვია (ამ რე­ჟი­სორ­თან გა­და­ღე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვლე­ბო­და), მის ფილ­მებ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მე­უ­ლი - ნი­კუ­ლი­ნი, მორ­გუ­ნო­ვი, ვი­ცი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ამი­ტომ ფრუნ­ზიკს უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მა­საც შე­ეძ­ლო... "კავ­კა­სი­ე­ლი ტყვე ქა­ლის" გა­და­ღე­ბა­ზე მოს­კოვ­ში მარ­ტო არ ჩა­სუ­ლა, რად­გა­ნაც ცოლ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნა მო­უ­წყო, გა­მო­უ­ცხა­და, რომ მას­თან ერ­თად ისიც გა­ემ­გზავ­რე­ბო­და. ფრუნ­ზიკს რე­ჟი­სორ გა­ი­და­ის­თან თხოვ­ნა დას­ჭირ­და, რომ დო­ნა­რას­თვი­საც გა­მო­ე­ძებ­ნა ფილმში მცი­რე როლი (დო­ნა­რაც მსა­ხი­ო­ბი იყო). ასე რომ, ფილმში, სა­დაც მკრტჩი­ა­ნი სა­ა­ხო­ვის მძღოლს თა­მა­შობ­და, მისი ცო­ლის როლი ფრუნ­ზი­კის რე­ა­ლურ ცოლს ერგო...

ბზა­რი ოჯახ­ში და პი­რა­დი ტრა­გე­დია

ფრუნ­ზი­კის­თვის ქორ­წი­ნე­ბა თან­და­თან მძიმ­დე­ბო­და, ცო­ლის ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ტან­ჯავ­და და მის­თვის ოჯა­ხი წა­მე­ბას ჰგავ­და. დო­ნა­რა­ზე არა­ფე­რი მოქ­მე­დებ­და, ის მუდ­მი­ვად ეძებ­და მი­ზეზს, ყვე­ლა ქალ­ში ფრუნ­ზი­კის საყ­ვა­რე­ლი აღ­მო­ე­ჩი­ნა. რო­დე­საც მე­უღ­ლე გა­და­ღე­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მის ჯი­ბე­ებს ამოწ­მებ­და, თუ გვი­ან მო­ვი­დო­და შინ, სკან­დალს აწყობ­და: ჭურ­ჭელს ამ­ტვრევ­და, ის­ტე­რი­კა­ში ვარ­დე­ბო­და და ქმა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოჰ­ყავ­და... იმ წლებ­ში მსა­ხი­ო­ბის­თვის გა­და­ღე­ბა­ზე, ან თე­ატ­რში ყოფ­ნა ნამ­დვი­ლი ხსნა იყო, თუმ­ცა ეგო­ნა, რომ ცოლს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ნელ-ნელა გა­და­უვ­ლი­და, მაგ­რამ სცდე­ბო­და...

1972 წელს მათ მე­ო­რე შვი­ლი, ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. ფრუნ­ზი­კი კი­დევ უფრო მე­ტად იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ მე­ო­რე შვი­ლის და­ბა­დე­ბა დო­ნა­რას და­ამ­შვი­დებ­და, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. მალე ექი­მებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ქალს მწვა­ვე ფსი­ქი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და, რო­მე­ლიც სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. ის ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, სა­ი­და­ნაც აღარ გა­მო­სუ­ლა, სიკ­ვდი­ლამ­დე იქ 20 წელი დაჰ­ყო.

ფრუნ­ზიკს უჭირ­და 2 შვილ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა და ბავ­შვე­ბის დე­დის გა­რე­შე აღ­ზრდა. შემ­დე­გი წლე­ბი მის­თვის არა­ნაკ­ლე­ბი ტან­ჯვა აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა პა­ტა­რებს არა­ფერს აკ­ლებ­და.

მი­მი­ნო

1976 წელს, როცა გია და­ნე­ლი­ას­გან წი­ნა­და­დე­ბა ფილმ "მი­მი­ნო­ზე" მი­ი­ღო, ბავ­შვე­ბი დებ­თან და­ტო­ვა, რად­გა­ნაც ასეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე შვი­ლე­ბის გა­მოც ვერ თქვა უარი. "მი­მი­ნომ" სა­ხე­ლი მთელს ყო­ფილ საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში მო­უ­ტა­ნა. ფილ­მის ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აი­ტა­ცეს მისი ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბი, ბევ­რი მათ­გა­ნი, რო­გორც გია და­ნე­ლია ამ­ბობს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ფრუნ­ზი­კას იმპრო­ვი­ზა­ცი­ის შე­დე­გი იყო.

"მი­მი­ნოს" შემ­დეგ მისი არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბის ფონ­ზე, ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცო­და, მსა­ხი­ო­ბის დეპ­რე­სი­ის შე­სა­ხებ, გულს ვე­რა­ვის უშ­ლი­და და მხო­ლოდ ალ­კოჰო­ლი მძი­მე ემო­ცი­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში შვე­ლო­და. შე­უმ­დგა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლებ­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზეც არა­ფხი­ზე­ლი გა­სუ­ლი­ყო, რა­ზეც ერთხელ და­ნე­ლი­ას­გან მკაც­რი შე­ნიშ­ვნაც მი­ი­ღო - ან სა­მუ­შაო, ან ალ­კოჰო­ლი! დეპ­რე­სი­ას ვე­რაფ­რით შვე­ლო­და, ამი­ტომ თე­ატ­რში ისეთ რო­ლებს თა­მა­შობ­და, რაც მის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას ესა­და­გე­ბო­და. ყვე­ლა­ფერს ისიც ამ­წვა­ვებ­და, რომ მისი ვაჟი სულ უფრო ჩა­კე­ტი­ლი ხდე­ბო­და, ხმას არ იღებ­და და სევ­დი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ფრუნ­ზი­კი მას­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და, რად­გა­ნაც ბიჭი კარ­გად ხა­ტავ­და... სა­ბო­ლო­ოდ ექი­მებ­მა მა­საც ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა და­უდ­გი­ნეს, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ეს მა­მის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი რამ იყო. უკა­ნას­კნე­ლი იმე­დიც და­კარ­გა. უარი თქვა რო­ლებ­ზე, რად­გა­ნად მი­აჩ­ნდა, რომ სულ შვილ­თან უნდა ყო­ფი­ლი­ყო... 70-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ფრუნ­ზიკს ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­თხოვ­და, სიძე არ­გენ­ტი­ნე­ლი იყო, - ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად არ­გენ­ტი­ნა­ში წა­ვიდ­ნენ...

მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლის სიკ­ვდი­ლი

57 წლის ასაკ­ში ფრუნ­ზი­კი შეხ­ვდა ქალს, რო­მე­ლიც მი­აჩ­ნდა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და და 15 წლის ავად­მყო­ფი შვი­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო დედა. მან თა­მარ ოგა­ნე­სი­ანს, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის მწე­რალ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის შვი­ლი იყო, ხელი სთხო­ვა. ჭკვი­ა­ნი და ოჯა­ხის­მოყ­ვა­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აღ­მოჩ­ნდა, მათ ქორ­წი­ნე­ბას ყვე­ლა და­დე­ბი­თად შეხ­ვდა, თა­მა­რის სი­ლა­მა­ზე­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და, მაგ­რამ არც ამ ქორ­წი­ნე­ბამ გა­უ­მარ­თლა. მე­უღ­ლე ფრუნ­ზი­კის­გან ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვ­და. მალე მიხ­ვდა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, რომ ამ ქალ­ბა­ტონს არც ფრუნ­ზი­კი უნ­დო­და და არც მისი შვი­ლი, ისი­ნი და­შორ­დნენ....

ცხოვ­რე­ბამ კი­დევ ერთი "სი­ურპრი­ზი" მო­უ­წყო: 1988 წლის სომ­ხე­თის სა­ში­ნელ მი­წისძვრას, ფრუნ­ზი­კის ლე­ნი­ნა­კა­ნის სახ­ლი შე­ე­წი­რა, მი­წას­თან გას­წორ­და მისი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი. მალე ქა­ლიშ­ვი­ლის ავა­რი­ა­ში და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვიც შე­ი­ტყო...

ფრუნ­ზი­კი მუდ­მი­ვად დიდ და სე­რი­ო­ზულ როლ­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ მას­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ ეს როლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ერგო... 1993 წლის 29 დე­კემ­ბერს დეპ­რე­სი­ის­გან დაღ­ლი­ლი და ალ­კოჰოლს მი­ძა­ლე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. უკა­ნას­კნელ გზა­ზე ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ცი­ლა... უამ­რავ­მა და­ი­ტი­რა, თუმ­ცა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან მა­ინც და­უ­ტი­რე­ბე­ლი წა­ვი­და, იმ ადა­მი­ა­ნის­გან, ვი­საც ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად ეძებ­და...

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

"გული მწყდე­ბა... ისე ჩა­ი­ა­რა მის­მა 70 წლის იუ­ბი­ლემ, არა­ვის გახ­სე­ნე­ბია" - ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­ზეც თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცით

ვაჟი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­ეც­ვა­ლა, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მცხე­თა­ში გა­იც­ნო - ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფაქ­ტე­ბი ვა­სილ ჩხა­ი­ძის ცხოვ­რე­ბი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ყველასთვის საყვარელი კომიკოსის ტრაგიკული ცხოვრება - ფრუნზიკ მკრტჩიანი კინოში და კადრს მიღმა...

ყველასთვის საყვარელი კომიკოსის ტრაგიკული ცხოვრება - ფრუნზიკ მკრტჩიანი კინოში და კადრს მიღმა...

ვისაც მისი კინოროლი ერთხელ მაინც უნახავს, შეუძლებელია ფრუნზიკ მკრტჩიანი დაავიწყდეს. უამრავი კინო და სასცენო როლიდან მაყურებელს გამორჩეულად უყვარს გია დანელიას "მიმინოში" ნათამაშები სომეხი მძღოლის, რუბენ ხაჩიკიანის როლი, რომელიც ბუბა კიკაბიძის პერსონაჟს, მფრინავ ვალიკო მიზანდარს არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევს...

ფრუნზიკ მკრტჩიანი უყვარდა ყველას, აღიარებული და ძალზე პოპულარული იყო. მისი გმირების ფრთიანი ფრაზები ატაცებული ჰქონდა მაყურებელს. მაღაზიასა და ბაზარში პროდუქტებს უფასოდ სთავაზობდნენ, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მუდმივად ჩასაფრებულები იყვნენ, რომ მისთვის სითბო გამოეხატათ, თუნდაც ხელი ჩამოერთვათ. გარდა დიდი არტისტობისა და იმ ტალანტისა, რომელიც ბედმა არგუნა, გამორჩეული პროფილი ჰქონდა, რასაც მისი სახასიათო ცხვირი და ნაღვლიანი თვალები ქმნიდი... ბევრმა არ იცოდა, რა სევდას ატარებდა, რისი მიზეზიც მისი პირადი, საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრებაა. ნაღველის მიზეზი მეუღლის ფსიქიკური ავადმყოფობა იყო, შემდეგ კი უკვე ვაჟი, რომელიც იმავე დაავადებით დაავადდა. ამას კიდევ უფრო დიდი ტრაგედია - ქალიშვილის დაღუპვა დაემატა... ამიტომ ცხოვრების მეორე ნახევარი ღრმა დეპრესიაში გაატარა, რის გამოც სასმელსაც მიეძალა. მისი მთავარი ტკივილი ოჯახი აღმოჩნდა, სადაც ვერაფრით იპოვა ბედნიერება, სიმშვიდე და ამ დარდით წავიდა კიდეც ამ ქვეყნიდან...

ბავშვობა

1930 წელს 4 ივლისს ლენინაკანში, მუშათა ოჯახში დაიბადა. მამამისს მიაჩნდა, რომ მხატვარი იქნებოდა, რადგანაც ბავშვობაში პორტრეტები კარგად გამოსდიოდა და მეზობლების შარჟებსაც მშვენივრად ხატავდა. ამიტომ, მამა მისგან ხატვაში ყოველდღე მეცადინეობას მოითხოვდა, - ერთხელ იმის გამო, რომ მამის რჩევა არ გაითვალისწინა, რკინის სახაზავი მოხვდა... დედას გამორჩეულად უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა, მუდმივად სიმარტოვეს გრძნობდა, მშობლები ქსოვილების ფაბრიკაში მუშაობდნენ და შინ მხოლოდ ღამე მოდიოდნენ, უმცროს დებთან და ძმასთან საერთოს კი ასაკის გამო ვერ პოულობდა.

არც ეზოში გადიოდა, რადგანაც რთულ უბანში ცხოვრობდა, სადაც მოხულიგნო უფროსი ბიჭები ცხვირის გამო დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ, მათგან მოხვედრია კიდეც, მაგრამ თავს ვერ იცავდა... 10 წლისას სამსახიობო მონაცემები აღმოაჩნდა და მეზობლებს სპექტაკლებს უმართავდა. მოგვიანებით კი, მამისგან მალულად, ლენინაკანის კულტურის სახლში, დრამწრეზე შევიდა. ისეთი მონაცემები ჰქონდა, რომ სამომავლოდ არტისტობას უწინასწარმეტყველებდნენ. იმ დროიდან გაუჩნდა სცენისკენ საოცარი სწრაფვის სურვილი და ნიჭიერი ფრუნზე ლენინაკანის თეატრში მიიღეს, სადაც დღე და ღამეს ატარებდა. მუშადაც მუშაობდა და საღამოს სცენაზე იდგა. იქ არავინ დასცინოდა და არანაირ მეტსახელს უგონებდა. ის ატმოსფერო, თითქოს მშობლიური იყო მისთვის.

კარიერა

მისი ძმის ალბერტ მკრტჩიანის მონათხრობით, 23 წლის ფრუნზიკი საცხოვრებლად ერევანში გადავიდა, პოპულარული ლენინაკანელი მსახიობი თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ, მეორე კურსზე ჩარიცხეს. სტუდენტებში მალევე გავრცელდა ხმა, რომ იქ საოცარი გარეგნობისა და ნიჭის მქონე ახალბედა მსახიობი სწავლობდა. მისი გამორჩეული ცხვირი გარშემო ყველას აოცებდა, რის გამოც თავადაც დიდი დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ წლების მერე მიხვდა, რომ ბუნებამ ის გამორჩეული გარეგნობით დააჯილდოვა, თუმცა საკუთარი თავი უშნოდ და სასაცილო გარეგნობის მქონე ადამიანად მიაჩნდა. კომპლექსი კი სწორედ გენიალური თამაშით დაძლია. მსახიობობის წყალობით თავდაჯერებული გახდა.

25 წლისას უკვე საუკეთესო როლებს ანდობდნენ, მის შესახებ მთელმა ერევანმა გაიგო. ნებისმიერი საზოგადოების საყვარელი, მხიარული და მიღებული წევრი იყო და ასევე გოგონების ოცნებაც, - მის გამო ჭკუას კარგავდნენ. ერთხელაც, ერთ ლამაზ გოგოს, ჯულიას შეუყვარდა, მაგრამ ოთხი ძმა ჰყავდა და ფრუნზიკთან ურთიერთობის საშუალება არ მისცეს, სხვას გააყოლეს. ამან გაანადგურა ფრუნზიკი, ალკოჰოლს მიეძალა. ამბობდა, "გოგოებს მხოლოდ ჩემი გმირები უყვართ, რომლებსაც ვთამაშობ და მე კი არა. მხოლოდ ჯულია მიღებდა ისეთად, როგორიც ვარ"...

ოჯახი

28 წლისას 18 წლის გოგონა მოეწონა, რომელმაც ჯულიაზე სევდიანი ფიქრები გადაავიწყა. გოგონა მას როგორც ნამდვილ კერპს ისე უყურებდა, მაგრამ დონარა ცოტა უცნაური აღმოჩნდა, - მისი სიცილი უცებ ტირილსა და ისტერიკაში ისე იზრდებოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა. მეგობრები, ვინც დონარას იცნობდა, ფრუნზიკს არწმუნებდნენ, რომ თავი დაენებებინა მისთვის, მაგრამ საბოლოოდ მასზე ქორწინება გადაწყვიტა. ოჯახური სითბო და იქ სიმყუდროვის მოწყობა ფრუნზიკის დიდი ოცნება იყო, რასაც ყველაფერზე მაღლა აყენებდა. ამიტომ დაოჯახების შემდეგ, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჰქონოდა მყუდრო სახლი, ოჯახი და დიდი ბედნიერება. წყვილს გოგონა შეეეძინა, რაც იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც კინოში მისი დებიუტი შედგა. მოკლემეტრაჟიან ფილმს, მალე სრულმეტრაჟიანიც მოჰყვა...

წარმატება

მოსკოვში კინოსინჯებზეც მიიწვიეს. მისი გარეგნობით, ფენომენალური ნიჭით მოიხიბლა რეჟისორი როლანდ ბიკოვი, რომელმაც ფილმში მაშინვე გადაიღო და კოლეგა გია დანელიასაც გააცნო... 60-იან წლებში წელიწადში 2-3 ფილმი მაინც გამოდიოდა მისი მონაწილეობით, რასაც არნახული პოპულარობა მოჰქონდა. თეატრში "ოტელოს" თამაშობდა, თუმცა კინოში თითქმის სულ კომედიურ როლებს სთავაზობდნენ.

1966 წელს რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ ფილმში "კავკასიელი ტყვე ქალი" მიიწვია (ამ რეჟისორთან გადაღება პრესტიჟულად ითვლებოდა), მის ფილმებში შესანიშნავი სამეული - ნიკულინი, მორგუნოვი, ვიცინი მონაწილეობდა, ამიტომ ფრუნზიკს უნდა დაემტკიცებინა, რომ მასაც შეეძლო... "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღებაზე მოსკოვში მარტო არ ჩასულა, რადგანაც ცოლმა ეჭვიანობის სცენა მოუწყო, გამოუცხადა, რომ მასთან ერთად ისიც გაემგზავრებოდა. ფრუნზიკს რეჟისორ გაიდაისთან თხოვნა დასჭირდა, რომ დონარასთვისაც გამოეძებნა ფილმში მცირე როლი (დონარაც მსახიობი იყო). ასე რომ, ფილმში, სადაც მკრტჩიანი საახოვის მძღოლს თამაშობდა, მისი ცოლის როლი ფრუნზიკის რეალურ ცოლს ერგო...

ბზარი ოჯახში და პირადი ტრაგედია

ფრუნზიკისთვის ქორწინება თანდათან მძიმდებოდა, ცოლის ეჭვიანობა ტანჯავდა და მისთვის ოჯახი წამებას ჰგავდა. დონარაზე არაფერი მოქმედებდა, ის მუდმივად ეძებდა მიზეზს, ყველა ქალში ფრუნზიკის საყვარელი აღმოეჩინა. როდესაც მეუღლე გადაღებიდან ბრუნდებოდა, მის ჯიბეებს ამოწმებდა, თუ გვიან მოვიდოდა შინ, სკანდალს აწყობდა: ჭურჭელს ამტვრევდა, ისტერიკაში ვარდებოდა და ქმარი მდგომარეობიდან გამოჰყავდა... იმ წლებში მსახიობისთვის გადაღებაზე, ან თეატრში ყოფნა ნამდვილი ხსნა იყო, თუმცა ეგონა, რომ ცოლს ეჭვიანობა ნელ-ნელა გადაუვლიდა, მაგრამ სცდებოდა...

1972 წელს მათ მეორე შვილი, ვაჟი შეეძინათ. ფრუნზიკი კიდევ უფრო მეტად იყო დარწმუნებული იმაში, რომ მეორე შვილის დაბადება დონარას დაამშვიდებდა, თუმცა მდგომარეობა გაუარესდა. მალე ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალს მწვავე ფსიქიური აშლილობა ჰქონდა, რომელიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებდა. ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, საიდანაც აღარ გამოსულა, სიკვდილამდე იქ 20 წელი დაჰყო.

ფრუნზიკს უჭირდა 2 შვილთან მარტო დარჩენა და ბავშვების დედის გარეშე აღზრდა. შემდეგი წლები მისთვის არანაკლები ტანჯვა აღმოჩნდა, თუმცა პატარებს არაფერს აკლებდა.

მიმინო

1976 წელს, როცა გია დანელიასგან წინადადება ფილმ "მიმინოზე" მიიღო, ბავშვები დებთან დატოვა, რადგანაც ასეთ შემოთავაზებაზე შვილების გამოც ვერ თქვა უარი. "მიმინომ" სახელი მთელს ყოფილ საბჭოთა სივრცეში მოუტანა. ფილმის ეკრანზე გამოსვლისთანავე აიტაცეს მისი ფრთიანი ფრაზები, ბევრი მათგანი, როგორც გია დანელია ამბობს, გადასაღებ მოედანზე, ფრუნზიკას იმპროვიზაციის შედეგი იყო.

"მიმინოს" შემდეგ მისი არნახული პოპულარობის ფონზე, ალბათ ცოტამ თუ იცოდა, მსახიობის დეპრესიის შესახებ, გულს ვერავის უშლიდა და მხოლოდ ალკოჰოლი მძიმე ემოციებისგან გათავისუფლებაში შველოდა. შეუმდგარი პირადი ცხოვრება აიძულებდა გადასაღებ მოედანზეც არაფხიზელი გასულიყო, რაზეც ერთხელ დანელიასგან მკაცრი შენიშვნაც მიიღო - ან სამუშაო, ან ალკოჰოლი! დეპრესიას ვერაფრით შველოდა, ამიტომ თეატრში ისეთ როლებს თამაშობდა, რაც მის სულიერ მდგომარეობას ესადაგებოდა. ყველაფერს ისიც ამწვავებდა, რომ მისი ვაჟი სულ უფრო ჩაკეტილი ხდებოდა, ხმას არ იღებდა და სევდიანი იყო, თუმცა ფრუნზიკი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, რადგანაც ბიჭი კარგად ხატავდა... საბოლოოდ ექიმებმა მასაც ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. ეს მამისთვის გამანადგურებელი რამ იყო. უკანასკნელი იმედიც დაკარგა. უარი თქვა როლებზე, რადგანად მიაჩნდა, რომ სულ შვილთან უნდა ყოფილიყო... 70-იანების დასაწყისში ფრუნზიკს ქალიშვილი გაუთხოვდა, სიძე არგენტინელი იყო, - ისინი საცხოვრებლად არგენტინაში წავიდნენ...

მეორე ქორწინება და შვილის სიკვდილი

57 წლის ასაკში ფრუნზიკი შეხვდა ქალს, რომელიც მიაჩნდა, რომ მისი საყვარელი მეორე ნახევარი იქნებოდა და 15 წლის ავადმყოფი შვილისთვის საუკეთესო დედა. მან თამარ ოგანესიანს, რომელიც სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის შვილი იყო, ხელი სთხოვა. ჭკვიანი და ოჯახისმოყვარული ქალბატონი აღმოჩნდა, მათ ქორწინებას ყველა დადებითად შეხვდა, თამარის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ არც ამ ქორწინებამ გაუმართლა. მეუღლე ფრუნზიკისგან ზედმეტ ყურადღებას მოითხოვდა. მალე მიხვდა ცნობილი მსახიობი, რომ ამ ქალბატონს არც ფრუნზიკი უნდოდა და არც მისი შვილი, ისინი დაშორდნენ....

ცხოვრებამ კიდევ ერთი "სიურპრიზი" მოუწყო: 1988 წლის სომხეთის საშინელ მიწისძვრას, ფრუნზიკის ლენინაკანის სახლი შეეწირა, მიწასთან გასწორდა მისი მშობლიური ქალაქი. მალე ქალიშვილის ავარიაში დაღუპვის ამბავიც შეიტყო...

ფრუნზიკი მუდმივად დიდ და სერიოზულ როლზე ოცნებობდა, მაგრამ მასზე ამბობდნენ, რომ ეს როლი რეალურ ცხოვრებაში ერგო... 1993 წლის 29 დეკემბერს დეპრესიისგან დაღლილი და ალკოჰოლს მიძალებული გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე ათი ათასობით ადამიანმა გააცილა... უამრავმა დაიტირა, თუმცა საყვარელი ადამიანისგან მაინც დაუტირებელი წავიდა, იმ ადამიანისგან, ვისაც ცხოვრებაში მუდმივად ეძებდა...

მოამზადა ლალი ფაციამ

ასევე დაგაინტერესებთ:

"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით

ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, მომავალი მეუღლე მცხეთაში გაიცნო - ექსკლუზიური ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

როგორია მაია ასათიანის სამზარეულოს ინტერიერი - ტელეწამყვანმა ის ყვავილების ბაღად აქცია

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"

"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები