სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რომელი მაღალჩინოსნები აფინანსებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას 2010 წელს
რომელი მაღალჩინოსნები აფინანსებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას 2010 წელს

2010 წლის 30 მა­ი­სის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვა. იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო "ტრი­უმ­ფი" ძი­რი­თა­დად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ამ, ამომ­რჩე­ველ­თა ნე­ბის კონ­ტროლ­მა და სო­ლი­დურ­მა ფი­ნან­სურ­მა რე­სურ­სებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა­გან 434 ფუ­ლა­დი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მი­ი­ღო.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­მო­არ­კვია, რომ პარ­ტი­ის ფი­ნან­სურ შე­მომ­წირ­ველ­თა შო­რის იყო იმ პი­რე­ბის კუთ­ვნი­ლი სა­წარ­მო­ე­ბიც, რომ­ლებ­საც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი უკა­ვი­ათ ან ასე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია 100 000 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა შპს "იბე­რია სერ­ვის­მა", რომ­ლის პარტნი­ო­რე­ბიც იყ­ვნენ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გოჩა ენუ­ქი­ძე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ამ­ბრო­ლა­უ­რი-ონი-ცა­გე­რი-მეს­ტი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოლ­ქში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" ასე­ვე 100 000 ლარი გა­ი­ღო შპს "პსპ ფარ­მამ", რომ­ლის 100 % წი­ლის მე­სა­კუთ­რეა კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი, - არა­ერ­თი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წალ­კა-დმა­ნი­სის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რომელი მაღალჩინოსნები აფინანსებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას 2010 წელს

რომელი მაღალჩინოსნები აფინანსებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას 2010 წელს

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა მუნიციპალიტეტში აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა. იმდროინდელი სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო "ტრიუმფი" ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მობილიზაციამ, ამომრჩეველთა ნების კონტროლმა და სოლიდურმა ფინანსურმა რესურსებმა განაპირობა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კამპანიის პერიოდში მხოლოდ იურიდიული პირებისაგან 434 ფულადი შემოწირულობა მიიღო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ პარტიის ფინანსურ შემომწირველთა შორის იყო იმ პირების კუთვნილი საწარმოებიც, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ ან ასეთი თანამდებობის დასაკავებლად ემზადებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანია 100 000 ლარით დააფინანსა შპს "იბერია სერვისმა", რომლის პარტნიორებიც იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ქართულმა ოცნებამ" ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტიის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" ასევე 100 000 ლარი გაიღო შპს "პსპ ფარმამ", რომლის 100 % წილის მესაკუთრეა კახაბერ ოქრიაშვილი, - არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი და "ქართული ოცნების" მიერ წალკა-დმანისის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა