სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე კომენტარები და ბოიკოტი Yandex Taxi-ის
ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე კომენტარები და ბოიკოტი Yandex Taxi-ის

თბი­ლის­ში რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია Yandex Taxi-ის შე­მოს­ვლას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოყ­ვა. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არ აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას და მის რუ­კებ­ზე აფხა­ზე­თი და ე.წ. ოსე­თი ცალ­კე და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბა­დაა და­ტა­ნი­ლი, თბი­ლი­სე­ლებს ახალ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს, თუმ­ცა თბი­ლი­სე­ლე­ბი მისი მომ­სა­ხუ­რე­ბის ბო­ი­კო­ტი­რე­ბას აპი­რე­ბენ.

აი, რას წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში Yandex Taxi-ის შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი, ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე

ვაპ­რო­ტეს­ტებთ რუ­სუ­ლი ტაქ­სო-კომ­პა­ნი­ის ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლას, შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გამო:

1. კომ­პა­ნია აღი­ა­რებს აფხა­ზეთს და ოსეთს, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებს

2. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს აგენ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დნენ ტაქ­სის მძღო­ლებს, ვეჭ­ვობ რუ­სებს რამე შე­ეც­ვა­ლათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

3. ასე­ვე სა­ეჭ­ვოა რა­ტომ შე­მო­დის კომ­პა­ნია მის­თვის პა­ტა­რა ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც ტაქ­სე­ბით ზედ­მე­ტად არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

ამ კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლა ვერ მოხ­დე­ბო­და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე. ამი­ტომ სა­მარ­ცხვი­ნოდ და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მიგ­ვაჩ­ნია სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ ამ კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მა.

რო­მან გო­ცი­რი­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის წევ­რი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაქ­სი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იაფი მსოფ­ლი­ო­ში. 1,2 ევ­როდ შე­გიძ­ლია იმ­გზავ­რო ქა­ლა­ქის სა­შუ­ა­ლო დის­ტან­ცი­ა­ზე. ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­დე­გია. არ შევ­ჩერ­დე­ბი ხა­რისხზე და ხარ­ვე­ზებ­ზე. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ესეც გა­მოს­წორ­დე­ბა.

რა უნდა გვიშ­ლი­დეს ხელს, რომ ბო­ი­კო­ტი გა­მო­ვუ­ცხა­დოთ რუ­სუ­ლი იან­დექს ტაქ­სის ოპე­რა­ტორს: არ ჩავ­ჯდეთ მათ მან­ქა­ნებ­ში, არ ჩა­ერ­თოს მძღო­ლე­ბი ამ სის­ტე­მა­ში? არა­ფე­რი! სა­ჭი­როა გქონ­დეს ღირ­სე­ბის გრძნო­ბა და ჩა­მო­იშ­ლე­ბა ეს კომ­პა­ნია. მო­დით, ამ საქ­მე­ში მა­ინც გა­ვერ­თი­ან­დეთ! ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ზო­ნან­სიც ექ­ნე­ბა. იან­დექ­სი მსოფ­ლიო ბრენ­დია და მისი გა­შა­ვე­ბით თა­ვად პრობ­ლე­მა, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფა, კი­დევ ერთხელ იქ­ნე­ბა შეხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

გვერ­დი - არა "Yandex ტაქ­სის": "იან­დექ­სი არის რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია. მან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაქ­სი სერ­ვი­სი შე­მო­იყ­ვა­ნა. მათ ჯი-პი-ეს რუ­კებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ არის აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო. ნუ ჩა­უჯ­დე­ბით რუ­სულ ტაქ­სის"

სა­ინ­ტე­რე­სო იდეა აქვს კი­დევ ერთ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს ლუკა გვა­ზა­ვას: "ვი­ძა­ხებთ ტაქ­სი იან­დექსს 2) მო­დი­ან მი­სა­მარ­თზე 3) ვა­უქ­მებთ შეკ­ვე­თას 4) ეხარ­ჯე­ბათ ბენ­ზი­ნი მი­დი­ან ზა­რალ­ში"

"ეს ტაქ­სი 8 ოქ­ტომ­ბრი­დან გა­უქ­მდე­ბა! ნუ გა­მო­ი­ძა­ხებ, ნუ გა­ბან­ძდე­ბი! ნუ ჩად­გე­ბი კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტე­ბის უსას­რუ­ლო რიგ­ში, მო­უხ­მე თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას!"; "გა­მო­ვი­ძა­ხოთ და გა­და­ვაგ­დოთ"; "ა რ შ ე უ კ ვ ე თ ო! უამ­რა­ვი ტაქ­სის სამ­სა­ხუ­რია თბი­ლის­ში, რუ­სუ­ლებს რომ არ ვუ­გო­როთ კოჭი", - წე­რენ გან­რის­ხე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

???
0

იანდექსის ტაქსის მძღოლები რუსეთის აგენტებადაც გამოაცხადეს და ბოლტის მძღოლები რომელი ქვეყნის აგენტები არიან? გააკეთონ ქართული კონკურენტუნარიანი კომპანია და არა გამოძახება-გაუქმებით ებრძოლონ "აგენტ"-მძღოლებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე კომენტარები და ბოიკოტი Yandex Taxi-ის

ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე კომენტარები და ბოიკოტი Yandex Taxi-ის

თბილისში რუსული კომპანია Yandex Taxi-ის შემოსვლას საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოყვა. კომპანია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის რუკებზე აფხაზეთი და ე.წ. ოსეთი ცალკე დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა დატანილი, თბილისელებს ახალ სერვისს სთავაზობს, თუმცა თბილისელები მისი მომსახურების ბოიკოტირებას აპირებენ.

აი, რას წერენ სოციალურ ქსელში Yandex Taxi-ის შემოსვლასთან დაკავშირებით:

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე

ვაპროტესტებთ რუსული ტაქსო-კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, შემდეგი მიზეზების გამო:

1. კომპანია აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს

2. საბჭოთა კავშირის დროს აგენტურული საქმიანობისთვის აქტიურად იყენებდნენ ტაქსის მძღოლებს, ვეჭვობ რუსებს რამე შეეცვალათ ამ მიმართულებით.

3. ასევე საეჭვოა რატომ შემოდის კომპანია მისთვის პატარა ბაზარზე, რომელიც ტაქსებით ზედმეტად არის გაჯერებული.

ამ კომპანიის შემოსვლა ვერ მოხდებოდა ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ამიტომ სამარცხვინოდ და ანტისახელმწიფოებრივად მიგვაჩნია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ კომპანიის საქმიანობისთვის ნებართვის მიცემა.

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის წევრი

საქართველოში ტაქსი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მსოფლიოში. 1,2 ევროდ შეგიძლია იმგზავრო ქალაქის საშუალო დისტანციაზე. ეს თავისუფლებისა და კონკურენციის შედეგია. არ შევჩერდები ხარისხზე და ხარვეზებზე. დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.

რა უნდა გვიშლიდეს ხელს, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ რუსული იანდექს ტაქსის ოპერატორს: არ ჩავჯდეთ მათ მანქანებში, არ ჩაერთოს მძღოლები ამ სისტემაში? არაფერი! საჭიროა გქონდეს ღირსების გრძნობა და ჩამოიშლება ეს კომპანია. მოდით, ამ საქმეში მაინც გავერთიანდეთ! ამას საერთაშორისო რეზონანსიც ექნება. იანდექსი მსოფლიო ბრენდია და მისი გაშავებით თავად პრობლემა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, კიდევ ერთხელ იქნება შეხსენებული საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

გვერდი - არა "Yandex ტაქსის": "იანდექსი არის რუსული კომპანია. მან საქართველოში ტაქსი სერვისი შემოიყვანა. მათ ჯი-პი-ეს რუკებზე საქართველოს შემადგენლობაში არ არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. ნუ ჩაუჯდებით რუსულ ტაქსის"

საინტერესო იდეა აქვს კიდევ ერთ ინტერნეტმომხმარებელს ლუკა გვაზავას: "ვიძახებთ ტაქსი იანდექსს 2) მოდიან მისამართზე 3) ვაუქმებთ შეკვეთას 4) ეხარჯებათ ბენზინი მიდიან ზარალში"

"ეს ტაქსი 8 ოქტომბრიდან გაუქმდება! ნუ გამოიძახებ, ნუ გაბანძდები! ნუ ჩადგები კოლაბორაციონისტების უსასრულო რიგში, მოუხმე თავმოყვარეობას!"; "გამოვიძახოთ და გადავაგდოთ"; "ა რ შ ე უ კ ვ ე თ ო! უამრავი ტაქსის სამსახურია თბილისში, რუსულებს რომ არ ვუგოროთ კოჭი", - წერენ განრისხებული ინტერნეტმომხმარებლები.

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

"ვერ უძლებენ ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს... კეთილი ინებეთ, ახალგაზრდებო და თქვენ წამოდით" -  რას წერს რომში მოღვაწე არქიმანდრიტი