სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სად და როდის იგეგმება საქართველოში ახალი ავტობანების მშენებლობა
სად და როდის იგეგმება საქართველოში ახალი ავტობანების მშენებლობა

სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ავ­ტო­ბა­ნის და გზის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ა­კე­თა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, და­გეგ­მი­ლია თბი­ლი­სი­დან ლა­გო­დე­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ავ­ტო­ბა­ნის აშე­ნე­ბა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბა დას­რულ­დეს აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლიც - სარ­ფი­დან და­წყე­ბუ­ლი, წი­თელ ხი­დამ­დე და სა­დახ­ლომ­დე. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე იგეგ­მე­ბა ავ­ტო­ბა­ნის აშე­ნე­ბა მცხე­თი­დან ვლა­დი­კავ­კა­ზამ­დე.

"რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ვფიქ­რობთ, რომ გა­ვა­ფარ­თო­ვოთ არ­სე­ბუ­ლი გზა. ინ­ჟინ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ დღეს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გა­და­წყვე­ტა­ზეც, რომ აშენ­დეს ფა­სი­ა­ნი გზა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გვი­რა­ბე­ბით და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი. ამის შე­დე­გად, აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო გუ­და­უ­რის გა­დავ­ლა იმის­თვის, რომ ჩახ­ვი­დეთ სტე­ფან­წმინ­და­ში და მე­ო­რე, გვინ­და, რომ ეს გზა მთლი­ანდ ავა­ცი­ლოთ დევ­დო­რა­კის მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად პრობ­ლე­მაა, რო­დე­საც იქ ყი­ნუ­ლი დნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შემ­დე­გი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­ვე გეგ­მა­ვენ აა­შე­ნონ ქუ­თა­ი­სი­დან ცა­გე­რის და ლენ­ტე­ხის გავ­ლით სვა­ნე­თის­კენ, მუ­ლა­ხის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გვი­რა­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

"უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა ლენ­ტე­ხი­დან შე­მოვ­ლით გზის მშე­ნებ­ლო­ბა მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, უშუ­გუ­ლის გავ­ლით, რაც ვფიქ­რობთ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დის­თვის. ეს გა­ა­ცო­ცხლებს მთელ ამ გზა­ზე მდე­ბა­რე სოფ­ლებს, მაგ­რამ ეს გზა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა კუ­რორტ თეთ­ნულ­დის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ამი­ტომ იქ სა­ჭი­როა გვი­რა­ბე­ბის აშე­ნე­ბა.

ასე­ვე ვფიქ­რობთ, რომ ქუ­თა­სი­დან სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ, აბას­თუმ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა 4 წე­ლი­წად­ში ავა­შე­ნოთ. და­წყე­ბუ­ლია დაპ­რო­ექ­ტე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ქუ­თა­ი­სი გავ­ხა­დოთ ქვეყ­ნის შიდა ჰაბი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სად და როდის იგეგმება საქართველოში ახალი ავტობანების მშენებლობა

სად და როდის იგეგმება საქართველოში ახალი ავტობანების მშენებლობა

საქართველოში რამდენიმე ახალი ავტობანის და გზის მშენებლობა იგეგმება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაურის განმარტებით, დაგეგმილია თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანის აშენება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში იგეგმება დასრულდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც - სარფიდან დაწყებული, წითელ ხიდამდე და სადახლომდე. მისივე თქმით, ასევე იგეგმება ავტობანის აშენება მცხეთიდან ვლადიკავკაზამდე.

"რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ არსებული გზა. ინჟინრები მუშაობენ დღეს ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც, რომ აშენდეს ფასიანი გზა, რომელიც იქნება გვირაბებით დამაკავშირებელი. ამის შედეგად, აღარ იქნება საჭირო გუდაურის გადავლა იმისთვის, რომ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და მეორე, გვინდა, რომ ეს გზა მთლიანდ ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემაა, როდესაც იქ ყინული დნება", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ასევე გეგმავენ ააშენონ ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, მულახისკენ მიმავალი გზა გვირაბების მეშვეობით.

"უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლით გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშუგულის გავლით, რაც ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ზაფხულის პერიოდისთვის. ეს გააცოცხლებს მთელ ამ გზაზე მდებარე სოფლებს, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის, ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება.

ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთასიდან სამხრეთ საქართველოსკენ, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა 4 წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი", - განაცხადა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."