სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­თა კვლე­ვის მე­სა­მე ეტა­პის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც AMBEBI.GE-ს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, კვლე­ვის შე­დე­გად, რო­მე­ლიც 2016 წლის იან­ვარ-მარ­ტის პე­რი­ოდს ეხე­ბა 1000 უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტზე, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბამ­დე გა­მო­ი­კი­თხა.

მათი ცნო­ბით, რო­გორც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, იან­ვარ-მარ­ტის პე­რი­ოდ­ში აჭა­რას 42,7 % ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რი, ხოლო 35,2 % ჯგუ­ფუ­რი მოგ­ზა­უ­რი სტუმ­რობს და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა რე­გი­ონ­ში სა­შუ­ა­ლოდ 4 ღა­მით რჩე­ბა.

"კვლე­ვის წინა ორი ეტა­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბრი­სა და ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბრის პე­რი­ოდს ეხე­ბა გაზ­რდი­ლია ერთი ტუ­რის­ტის მიერ რე­გი­ონ­ში 1 დღე­ში და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც სა­შუ­ა­ლოდ 451.15 ლარს შე­ად­გენს.

კვლე­ვის წინა ორი ეტა­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით მე­სა­მე ეტაპ­ზე ასე­ვე შეც­ვლი­ლია მო­ნა­ცე­მე­ბი რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის ჩა­მოს­ვლის ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც. ისი­ნი აჭა­რა­ში ძი­რი­თა­დათ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­თა, ბუ­ნე­ბი­სა და ლან­დშაფ­ტე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად (38,8 %), მე­გობ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად (16,6 % ) და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის­თვის (12, 5 % ) ჩა­მო­დი­ან. თუმ­ცა მათ მიერ რე­გი­ონ­ში ყოფ­ნი­სას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში აზარ­ტულ თა­მა­შებს მხო­ლოდ 0,32 % უჭი­რავს, მა­შინ როცა ეკო­ტუ­რიზ­მით ტუ­რის­ტე­ბის 59%, ღვი­ნი­სა და გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რიზ­მით 26,80%, ხოლო კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მით 14,74 % ტუ­რის­ტია და­კა­ვე­ბუ­ლი.

უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­თა კვლე­ვის წინა ეტა­პე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აჭა­რა­ში იან­ვარ-მარ­ტის პე­რი­ოდ­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბის­თვის მთა­ვარ პრობ­ლე­მას უა­მინ­დო­ბა (1,36%) და პატ­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი (1,13 %) წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა მცი­რე პრო­ცენ­ტო­ბით პრობ­ლე­მებ­ში ფი­გუ­რი­რებს მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მა­ღა­ლი ფა­სე­ბი და სიძ­ვი­რე კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის დონე და უცხო ენის პრობ­ლე­მა. 2015 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბრი­სა და ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბრის პე­რი­ო­დის კვლე­ვი­სას კი მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ბა­ლი დონე, სიძ­ვი­რე, მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ყვე­ლა­ზე მთა­ვარ პრობ­ლე­მე­ბად სა­ხელ­დე­ბო­და", - ნათ­ქვა­მია ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, კვლე­ვის მე­სა­მე ეტაპ­ზე, წინა ორი ეტა­პის მსგავ­სად ტუ­რის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (51,7%) ისევ კმა­ყო­ფი­ლია რე­გი­ონ­ში დას­ვე­ნე­ბით და გა­მო­კი­თხულ­თა 95 % -ს სურ­ვი­ლი აქვს აჭა­რას გან­მე­ო­რე­ბით ეწ­ვი­ოს.

"ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­თა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი 10-ვე სა­მიზ­ნე ქვეყ­ნის მი­ხედ­ვით არის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. შე­დე­გე­ბი ერთი მხრივ სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს პიარ და მარ­კე­ტინ­გუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვი­სას ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რე­გი­ო­ნის თუ რო­მელ ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­სა და პო­ტენ­ცი­ალს გა­ვუ­წი­ოთ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში და რა გზე­ბით. გარ­და ამი­სა, რა ტი­პის პრობ­ლე­მებს აწყდე­ბა ტუ­რის­ტე­ბი რე­გი­ონ­ში სტუმ­რო­ბი­სას და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის და­გეგ­მვა -გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­თა კვლე­ვას და 2016 წლის სრულ მო­ნა­ცე­მებს კვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­თა კვლე­ვის სა­მი­ვე ეტა­პის შე­დე­გე­ბის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ -გვერ­დზე gobatumi.com.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც AMBEBI.GE-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

მათი ცნობით, როგორც კვლევამ აჩვენა, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარას 42,7 % ინდივიდუალური მოგზაური, ხოლო 35,2 % ჯგუფური მოგზაური სტუმრობს და მათი უმრავლესობა რეგიონში საშუალოდ 4 ღამით რჩება.

"კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს ეხება გაზრდილია ერთი ტურისტის მიერ რეგიონში 1 დღეში დახარჯული თანხის რაოდენობა, რაც საშუალოდ 451.15 ლარს შეადგენს.

კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით მესამე ეტაპზე ასევე შეცვლილია მონაცემები რეგიონში ტურისტების ჩამოსვლის ძირითადი მიზნების შესახებაც. ისინი აჭარაში ძირითადათ ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად (38,8 %), მეგობრების მოსანახულებლად (16,6 % ) და აზარტული თამაშებისთვის (12, 5 % ) ჩამოდიან. თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,32 % უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 59%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 26,80%, ხოლო კულტურული ტურიზმით 14,74 % ტურისტია დაკავებული.

უცხოელ ვიზიტორთა კვლევის წინა ეტაპებისგან განსხვავებით, აჭარაში იანვარ-მარტის პერიოდში მყოფი ტურისტებისთვის მთავარ პრობლემას უამინდობა (1,36%) და პატრულთან დაკავშირებული პრობლემები (1,13 %) წარმოადგენს, თუმცა მცირე პროცენტობით პრობლემებში ფიგურირებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მაღალი ფასები და სიძვირე კვების ობიექტებში, მომსახურების დონე და უცხო ენის პრობლემა. 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდის კვლევისას კი მომსახურების დაბალი დონე, სიძვირე, მოძრაობის წესები და ინფრასტრუქტურა ყველაზე მთავარ პრობლემებად სახელდებოდა", - ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, კვლევის მესამე ეტაპზე, წინა ორი ეტაპის მსგავსად ტურისტების უმრავლესობა (51,7%) ისევ კმაყოფილია რეგიონში დასვენებით და გამოკითხულთა 95 % -ს სურვილი აქვს აჭარას განმეორებით ეწვიოს.

"ჩვენს მიერ ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგები 10-ვე სამიზნე ქვეყნის მიხედვით არის გაანალიზებული. შედეგები ერთი მხრივ საშუალებას გვაძლევს პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გავითვალისწინოთ რეგიონის თუ რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გავუწიოთ პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა -განხორციელება. ჩვენ ვაგრძელებთ უცხოელ ვიზიტორთა კვლევას და 2016 წლის სრულ მონაცემებს კვლევების დასრულებისას გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

უცხოელ ვიზიტორთა კვლევის სამივე ეტაპის შედეგების ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ -გვერდზე gobatumi.com.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი