სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"იბიარდის რისხვა ..." - როგორ ეხმაურებიან სოსო ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად წარდგენას ფეისბუქზე
"იბიარდის რისხვა ..." - როგორ ეხმაურებიან სოსო ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად წარდგენას ფეისბუქზე

დე­პუ­ტა­ტი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო შპს-ს უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მე­ლიც მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში შე­იქ­მნე­ბა.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრთან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კუ­რორტ თეთ­ნულ­დის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა გა­ნი­ხი­ლა.

ჯაჭვლი­ა­ნის სა­ხელ­მწი­ფო შპს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე წარ­დგე­ნას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გრი­გოლ გე­გე­ლია:

"ჯაჭვლი­ა­ნი, ეს ის დე­პუ­ტა­ტია, რო­მელ­საც უაზ­რო (და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბის მი­მართ ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლი) კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­ა­ტა­ნი­ნეს. "რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის" და­ნა­შა­უ­ლად ქცე­ვის თა­ო­ბა­ზე.

ჯაჭვლი­ა­ნი ის დე­პუ­ტა­ტი­ცაა, რო­მე­ლიც ერთ ეთერ­შიც კი არ გა­მო­უშ­ვეს თა­ვის მი­ერ­ვე ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­სა­ცა­ვად. ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე ეთერ­ში გახ­ლდით. აქე­დან ორ ეთერ­ში მა­საც ვე­ლო­დით, მაგ­რამ ბოლო წამს ორი­ვე­ჯერ გა­ი­ძურ­წა. თვით ვინ­მე ტო­მა­რა­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე ვერ იცავ­და კა­ნონპ­რო­ექტს ვერ­ცერ­თი მუხ­ლით, ამ­ჯო­ბი­ნეს ჯაჭვლი­ანს.

ამან უნდა გა­ნა­ვი­თა­როს თეთ­ნულ­დის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი? რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი აქვს? რა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ნიჭი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? სა­ერ­თოდ ვის­ზე დგას ეკო­ნო­მი­კი­სა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, თუ ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტი ჯაჭვლი­ან­მა უნდა მარ­თოს?

ცხა­დია, შე­ხე­ბა გვაქვს ჯაჭვლი­ა­ნის სი­ა­ში არ-ყოფ­ნის გამო გა­მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბას­თან. შე­ხე­ბა გვაქვს ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით (და საქ­მის პო­ტენ­ცი­უ­რი და­ზა­რა­ლე­ბით), იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან, რომ ჯაჭვლი­ა­ნი ნა­წყე­ნი არ დარ­ჩეს. მე კი მო­ვუ­წო­დებ ქარ­თულ ოც­ნე­ბას, პარ­ტი­უ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბე­ბი კერ­ძო ფუ­ლით აი­რი­დონ თა­ვი­დან. რო­გორც მახ­სოვს, არ აკ­ლი­ათ კერ­ძო ფული!

ძირს ნე­პო­ტიზ­მი და კო­რუფ­ცია, მისი ყვე­ლა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით. სა­ში­ნე­ლე­ბა."

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი:

"ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა მე­რი­ის სი­პებ­ში სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბი რომ შექ­მნეს პარ­ლა­მენტს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის და­სა­საქ­მებ­ლად, ხომ გახ­სოვთ? იპო­ვეთ გან­სხვა­ვე­ბა".

თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლი:

"ნამ­დვი­ლად, ამა­ზე უკე­თეს მე­ნე­ჯერს ვერ­სად იპო­ვი­დით!

სან­თლი­თაც რომ გე­ძებ­ნათ!

ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, თქვენ შე­მო­იმ­ტკი­ცეთ წო­დე­ბა "ბრძე­ნი კაცი #2".

ზვირ­თად წა­მო­ვა იბი­არ­დის სეს­ხე­ბი!

მერე - რა ინ­გლი­სუ­რი! რა გერ­მე­ნუ­ლი! რა ეს­პა­ნუ­რი! თარ­ჯი­მა­ნიც არ დას­ჭირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად.

სწო­რედ ბა­ტო­ნი სოსო ჩა­ძი­რავს ავ­სტრი­ის, შვე­ი­ცა­რი­ი­სა და იტა­ლი­ის ალ­პე­ბის ტუ­რიზმს და ყვე­ლას აქ გად­მო­ქა­ჩავს.

და­უ­საქ­მე­ბე­ლი არ დაგ­რჩეთ ვინ­მე, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა! გი­ლო­ცავთ! სო­სოი ჯაჭვლი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში აღარ იქ­ნე­ბა, ისევ მთებ­ში და­აბ­რუ­ნეს."

ჯიმ­შერ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი:

"ამა­სა ჰქვი­ან სახ­რა­ვის დაგ­დე­ბა, რა­ი­ცა ხში­რად გას­რუ­ლე­ბუ­ლა ჯინ­ჯი­ლის მი­ცე­მი­თა ტუ­სა­ღხა­ნა­ში "

ლე­ვან რა­მიშ­ვი­ლი:

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ უგუ­ლა­ვას სარ­ჩე­ლი თუ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, შემ­დე­გი მთავ­რო­ბა კვი­რი­კაშ­ვილს და­ი­ჭერს?

თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

"ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სწო­რი და არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა"

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია:

გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რია მე­ნე­ჯმენ­ტში :))))

და აგერ, აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ცო! ჩა­აგ­დეს ჯაჭვლი­ა­ნი ქე­რის ორ­მო­ში, სვა­ნებს რა ამით, თორე :)))))))))))))))

ცირ­კია ეს ქვე­ყა­ნა, რა...

მა­მუ­კა ჟღენ­ტი:

მა­გა­რი ამ­ბა­ვია! EBRD აფი­ნან­სებს პრო­ექტს:))))))))))

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი:

"კუ­რორტ თეთ­ნულ­დის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს იბი­არ­დის რის­ხვა ჯაჭვლი­ა­ნი უხელ­მძღვა­ნე­ლებს...

"და რაც კა­ლეს უკან­კა­ლებს ისევ უნდა უკან კა­ლეს".

რა შუ­ა­შია ეს მარა გა­მახ­სენ­და რა ვიცი

P.S აბა ისი­ნი გა­მო­დით ცოდ­ვაა სო­სოს თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბა ეყო­ფაო რო სლუ­კუ­ნებ­დით და ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა ქუ­ჩა­ში ყრია უსაქ­მოდ! :/ გა­მო­დით უნდა დაგ­თვა­ლოთ გულ­ჩვი­ლე­ბო!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"იბიარდის რისხვა ..." - როგორ ეხმაურებიან სოსო ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად წარდგენას ფეისბუქზე

"იბიარდის რისხვა ..." - როგორ ეხმაურებიან სოსო ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად წარდგენას ფეისბუქზე

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი სახელმწიფო შპს-ს უხელმძღვანელებს, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში შეიქმნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა.

ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში.

გრიგოლ გეგელია:

"ჯაჭვლიანი, ეს ის დეპუტატია, რომელსაც უაზრო (და თავისუფლებისა და სამოქალაქო მშვიდობის მიმართ ხიფათის შემცველი) კანონპროექტი შეატანინეს. "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" დანაშაულად ქცევის თაობაზე.

ჯაჭვლიანი ის დეპუტატიცაა, რომელიც ერთ ეთერშიც კი არ გამოუშვეს თავის მიერვე ინიცირებული კანონპროექტის დასაცავად. ამ თემაზე რამდენიმე ეთერში გახლდით. აქედან ორ ეთერში მასაც ველოდით, მაგრამ ბოლო წამს ორივეჯერ გაიძურწა. თვით ვინმე ტომარაძე, რომელიც ასევე ვერ იცავდა კანონპროექტს ვერცერთი მუხლით, ამჯობინეს ჯაჭვლიანს.

ამან უნდა განავითაროს თეთნულდის განვითარების პროექტი? რა კვალიფიკაციები აქვს? რა დადასტურებული ნიჭი ამ მიმართულებით? საერთოდ ვისზე დგას ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, თუ ამხელა პროექტი ჯაჭვლიანმა უნდა მართოს?

ცხადია, შეხება გვაქვს ჯაჭვლიანის სიაში არ-ყოფნის გამო გამოსყიდვის მცდელობასთან. შეხება გვაქვს ბიუჯეტის ფულის გამოყენებით (და საქმის პოტენციური დაზარალებით), იმის უზრუნველყოფასთან, რომ ჯაჭვლიანი ნაწყენი არ დარჩეს. მე კი მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, პარტიული განხეთქილებები კერძო ფულით აირიდონ თავიდან. როგორც მახსოვს, არ აკლიათ კერძო ფული!

ძირს ნეპოტიზმი და კორუფცია, მისი ყველა გამოხატულებით. საშინელება."

მერაბ მეტრეველი:

"ნაციონალებმა მერიის სიპებში სამეთვალყურეო საბჭოები რომ შექმნეს პარლამენტს მიღმა დარჩენილი თანაპარტიელების დასასაქმებლად, ხომ გახსოვთ? იპოვეთ განსხვავება".

თენგო გოგოტიშვილი:

"ნამდვილად, ამაზე უკეთეს მენეჯერს ვერსად იპოვიდით!

სანთლითაც რომ გეძებნათ!

ბატონო პრემიერო, თქვენ შემოიმტკიცეთ წოდება "ბრძენი კაცი #2".

ზვირთად წამოვა იბიარდის სესხები!

მერე - რა ინგლისური! რა გერმენული! რა ესპანური! თარჯიმანიც არ დასჭირდება საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად.

სწორედ ბატონი სოსო ჩაძირავს ავსტრიის, შვეიცარიისა და იტალიის ალპების ტურიზმს და ყველას აქ გადმოქაჩავს.

დაუსაქმებელი არ დაგრჩეთ ვინმე, ბატონო ბიძინა! გილოცავთ! სოსოი ჯაჭვლიანი პარლამენტში აღარ იქნება, ისევ მთებში დააბრუნეს."

ჯიმშერ რეხვიაშვილი:

"ამასა ჰქვიან სახრავის დაგდება, რაიცა ხშირად გასრულებულა ჯინჯილის მიცემითა ტუსაღხანაში "

ლევან რამიშვილი:

საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას სარჩელი თუ არ დააკმაყოფილა, შემდეგი მთავრობა კვირიკაშვილს დაიჭერს?

თამარა ჩერგოლეიშვილი:

"ძალიან, ძალიან სწორი და არაკორუმპირებული საკადრო გადაწყვეტილება"

ცოტნე გამსახურდია:

განსაკუთრებით ძლიერია მენეჯმენტში :))))

და აგერ, აქვს საერთაშორისო გამოცდილებაცო! ჩააგდეს ჯაჭვლიანი ქერის ორმოში, სვანებს რა ამით, თორე :)))))))))))))))

ცირკია ეს ქვეყანა, რა...

მამუკა ჟღენტი:

მაგარი ამბავია! EBRD აფინანსებს პროექტს:))))))))))

ირინა სარიშვილი:

"კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდს იბიარდის რისხვა ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს...

"და რაც კალეს უკანკალებს ისევ უნდა უკან კალეს".

რა შუაშია ეს მარა გამახსენდა რა ვიცი 

P.S აბა ისინი გამოდით ცოდვაა სოსოს თავისი გაჭირვება ეყოფაო რო სლუკუნებდით და ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ქუჩაში ყრია უსაქმოდ! :/ გამოდით უნდა დაგთვალოთ გულჩვილებო!"

"არავის ვუთანხმებ, მე, გ. გამსახურდია, სამეგრელოში როდის ვიქნები და რას გავაკეთებ" - რას პასუხობს გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას ბრალდებას?

"ბილიკი გაწყდა, დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... ვხედავდით დათვის ნაკვალევს... ყველაფერზე ფიქრობ..." - რა შეემთხვათ ქართველ მოგზაურებს ველოტურისას ხევსურეთში

"7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე..." - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო "გარდენიამდე"