სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაიცანით 18 წლის ბიჭი, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი ააწყო
გაიცანით 18 წლის ბიჭი, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი ააწყო

18 წლის გოგა ოთი­ნაშ­ვილ­მა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ეკო-ნავი და­ამ­ზა­და. ერთი ადა­მი­ა­ნის სამ­გზავ­რო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც 75 კგ-მდე წო­ნას უძ­ლებს, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ეკო-ნა­ვის შემ­ქმნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ნა­ვის დამ­ზა­დე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით 700 ბოთ­ლი, მცი­რე ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი და სა­მუ­შაო გა­რე­მო - მე­ზობ­ლის სარ­და­ფი დას­ჭირ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბი არ უნდა გა­და­ი­ყა­როს. მათი გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლოა, ისევ გა­კეთ­დეს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი", - ამ­ბობს გოგა ოთი­ნაშ­ვი­ლი და ეკო-ნა­ვის შექ­მნის მო­ტი­ვად ნარ­ჩე­ნე­ბის ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბის სურ­ვილს ასა­ხე­ლებს.

"იდეა ასე გაჩ­ნდა: ბევ­რი ბოთ­ლი მქონ­და და არ ვი­ცო­დი სად წა­მე­ღო. გა­დავ­წყვი­ტე შე­მექ­მნა ეკო-ნავი. ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე მსგავ­სი ნა­კე­თო­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი­უ­რი რამ არ არ­სე­ბობს. მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ფი­ლი­ყო ასე­თი ნავი. ეკო­ლო­გი­უ­რია, ყვე­ლა­ფე­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი და აგე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია. ნავი ნიჩ­ბე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ, ელექტროძ­რა­ვის და­მონ­ტა­ჟე­ბას ვა­პი­რებ. ტე­ვა­დო­ბა ერთ ადა­მი­ან­ზეა გათ­ვლი­ლი. 75 კგ-მდე უძ­ლებს. ეკო-ნავი წყალ­გა­უმ­ტა­რი სი­ლი­კო­ნით არის შეკ­რუ­ლი. შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­ზე მჭიდ­რო­დაა და­მაგ­რე­ბუ­ლი კაპ­რო­ნის ძა­ფით. ბოლო ეტა­პია ე.წ. ქაფი, რო­მელ­საც კარ-ფან­ჯრე­ბის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად იყე­ნე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს", - ამ­ბობს გოგა ოთი­ნაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ნა­ვით მგზავ­რო­ბა უკვე გა­მოს­ცა­და:

"მე თვი­თო­ნაც ვი­ჯე­ქი უკვე რამ­დენ­ჯერ­მე. წყალ­ზე კარ­გად ლივ­ლი­ვებს. თბი­ლი­სის ზღვა­ზე, სა­დაც ტალ­ღე­ბიც არის, რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოვ­ცა­დე. ოფი­ცი­ა­ლურ პრე­ზენ­ტა­ცი­ას შა­ბათს, თბი­ლი­სის ზღვის თემ­ქის პლაჟ­ზე გავ­მარ­თავ".

ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი სა­მო­მავ­ლოდ იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბას გეგ­მავს: "მინ­და უფრო დიდი ზო­მის ეკო-ნავი გა­ვა­კე­თო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­ი­ტევს. ეს პირ­ვე­ლი ეტა­პი იყო. ალ­ბათ უფრო და­იხ­ვე­წე­ბა ეს იდეა", - ამ­ბობს გოგა ოთი­ნაშ­ვი­ლი.

რო­გორც ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, მის­თვის ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლია. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ელექტრო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ით. მი­ღე­ბუ­ლი აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­ში. მის­მა ნაშ­რომ­მა კონ­კურს "მო­მა­ვალ ფი­ზი­კოს­თა ფეს­ტი­ვა­ლი 2015"-ის ფარ­გლებ­ში "მოს­წავ­ლის სა­უ­კე­თე­სო ნაშ­რო­მის" სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა. იყო ედი­სო­ნის ლი­გის ფი­ნა­ლის­ტი "თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში"; აღე­ბუ­ლი აქვს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ერთ-ერთ სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში: "პერ­სპექ­ტი­უ­ლი მეც­ნი­ე­რი".

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გაიცანით 18 წლის ბიჭი, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი ააწყო

გაიცანით 18 წლის ბიჭი, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი ააწყო

18 წლის გოგა ოთინაშვილმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი დაამზადა. ერთი ადამიანის სამგზავრო საშუალება, რომელიც 75 კგ-მდე წონას უძლებს, არც მეტი, არც ნაკლები, პლასტმასის ბოთლებისგან არის დამზადებული. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბრისას ეკო-ნავის შემქმნელი აღნიშნავს, ნავის დამზადებას, დაახლოებით 700 ბოთლი, მცირე ფინანსური დანახარჯები და სამუშაო გარემო - მეზობლის სარდაფი დასჭირდა.

იხილეთ ვიდეო

"საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ უნდა გადაიყაროს. მათი გამოყენებით შესაძლოა, ისევ გაკეთდეს საჭირო ნივთები", - ამბობს გოგა ოთინაშვილი და ეკო-ნავის შექმნის მოტივად ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების სურვილს ასახელებს.

"იდეა ასე გაჩნდა: ბევრი ბოთლი მქონდა და არ ვიცოდი სად წამეღო. გადავწყვიტე შემექმნა ეკო-ნავი. ინტერნეტში ვნახე მსგავსი ნაკეთობები. საქართველოში ანალოგიური რამ არ არსებობს. მინდოდა საქართველოშიც ყოფილიყო ასეთი ნავი. ეკოლოგიურია, ყველაფერი საყოფაცხოვრებო ნივთებით არის გაკეთებული და აგებულების მიხედვით საკმაოდ მარტივია. ნავი ნიჩბებით გადაადგილდება. თუმცა, სამომავლოდ, ელექტროძრავის დამონტაჟებას ვაპირებ. ტევადობა ერთ ადამიანზეა გათვლილი. 75 კგ-მდე უძლებს. ეკო-ნავი წყალგაუმტარი სილიკონით არის შეკრული. შემდეგ ერთმანეთზე მჭიდროდაა დამაგრებული კაპრონის ძაფით. ბოლო ეტაპია ე.წ. ქაფი, რომელსაც კარ-ფანჯრების დასაფიქსირებლად იყენებენ. ეს ყველაფერი ნავის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - ამბობს გოგა ოთინაშვილი და დასძენს, რომ ნავით მგზავრობა უკვე გამოსცადა:

"მე თვითონაც ვიჯექი უკვე რამდენჯერმე. წყალზე კარგად ლივლივებს. თბილისის ზღვაზე, სადაც ტალღებიც არის, რამდენჯერმე გამოვცადე. ოფიციალურ პრეზენტაციას შაბათს, თბილისის ზღვის თემქის პლაჟზე გავმართავ".

ახალგაზრდა გამომგონებელი სამომავლოდ იდეის განვითარებას გეგმავს: "მინდა უფრო დიდი ზომის ეკო-ნავი გავაკეთო, რომელიც რამდენიმე ადამიანს დაიტევს. ეს პირველი ეტაპი იყო. ალბათ უფრო დაიხვეწება ეს იდეა", - ამბობს გოგა ოთინაშვილი.

როგორც ახალგაზრდა გამომგონებელი AMBEBI.GE-ს უყვება, მისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფერო ძალიან მიმზიდველია. დაინტერესებულია ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიით. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში. მისმა ნაშრომმა კონკურს "მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალი 2015"-ის ფარგლებში "მოსწავლის საუკეთესო ნაშრომის" სტატუსი მოიპოვა. იყო ედისონის ლიგის ფინალისტი "თავისუფალ უნივერსიტეტში"; აღებული აქვს პირველი ადგილი ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაში და გამარჯვებულია ნომინაციაში: "პერსპექტიული მეცნიერი".

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი