სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!" - ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოცნების ასრულებას, მისი მეგობრები ცდილობენ...
"ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!" - ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოცნების ასრულებას, მისი მეგობრები ცდილობენ...

14 აგ­ვის­ტოს გო­ნი­ო­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. ილო არ­ქა­ნია, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან იჯდა, ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა, მისი მე­გო­ბა­რი ნი­კუ­შა მა­ზი­აშ­ვი­ლი კი ამ დრომ­დე კო­მა­შია.

ბი­ჭე­ბის მე­გობ­რებ­მა ფე­ის­ბუქ­ზე შექ­მნეს გვერ­დი - "ჩვენ ნი­კუ­შას­თვის და ილოს­თვის!", რო­მელ­საც საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­ზა­ნი აქვს - აას­რუ­ლოს და­ღუ­პუ­ლი ილო არ­ქა­ნი­ას ოც­ნე­ბა და ნი­კუ­შა მა­ზი­აშ­ვილს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა შე­უგ­რო­ვოს:

"ილო არ­ქა­ნია, ნი­კუ­შა მა­ზი­აშ­ვი­ლი - ამ ორ სი­ცო­ცხლით, პო­ზი­ტი­ვი­თა და ენერ­გი­ით სავ­სე ადა­მი­ანს ამოძ­რა­ვებ­დათ სა­ერ­თო ოც­ნე­ბა, გა­ეხ­სნათ ბარი. ბარი, სა­დაც იქ­ნე­ბო­და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა, ახალ­გაზ­რდუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი და ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, რო­მე­ლიც ყვე­ლა იქ მი­სულ ადა­მი­ანს გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და და გა­ა­ბედ­ნი­ე­რებ­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით მათ გო­ნი­ოს სა­ნა­პი­რო­ზე ბუნ­გა­ლო გახ­სნეს. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­სულ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ, შტორ­მა გა­ა­ნად­გუ­რა ბუნ­გა­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ილო და ნიკა ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ აპა­რა­ტუ­რა გო­ნი­ო­დან ბა­თუმ­ში, თა­ვი­ანთ სახ­ლში გა­დაჰ­ქონ­დათ. დრო არ ით­მენ­და, ისი­ნიც ცდი­ლობ­დნენ სწრა­ფად ევ­ლოთ და მოხ­და ის, რაც ახლა ამ ტექსტს მა­წე­რი­ნებს. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ, ილოს სი­ცო­ცხლე ად­გილ­ზე და­ამ­თავ­რა. ნი­კუ­შა კი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქალა ტვი­ნის მძი­მე ტრამ­ვით, ტვი­ნის და­ჟე­ჟი­ლო­ბით, გულ­მკერ­დის ტრამ­ვით, ნეკ­ნე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბით და მარ­ცხე­ნა ბე­ჭის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბით ხელ­ვა­ჩა­უ­რის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მათი ოც­ნე­ბის­გან დარ­ჩა ნა­ხევ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ბუნ­გა­ლო და ვალი, რო­მე­ლიც მათი ოჯა­ხე­ბის ჯო­ჯო­ხე­თურ მდგო­მა­რე­ო­ბას ამ ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე, კი­დევ უფრო გა­უ­საძ­ლისს ხდის.

ნი­კუ­შას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, ჩვე­ნი ერ­თად დგო­მის გა­რე­შე მისი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. პირ­ველ რიგ­ში, ნიკა სას­წრა­ფოდ გად­მო­საყ­ვა­ნია თბი­ლი­სის კლი­ნი­კა­ში, რად­გან ხელ­ვა­ჩა­უ­რის კლი­ნი­კა­ში არის დიდი რის­კი, რომ ვერ იქ­ნეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა. შემ­დეგ კი მკურ­ნა­ლო­ბა - რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ითხოვს ფი­ნან­სურ რე­სურსს, რო­მე­ლიც მის ოჯახს არ აქვს. ნი­კუ­შას თვა­ლის გა­ხე­ლას ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე ელო­დე­ბა. ნი­კას და ანუ­კას სამ­წლი­ა­ნი ცოლ­ქმრო­ბის მან­ძილ­ზე ბავ­შვი არ უჩ­ნდე­ბო­დათ, ახლა კი რო­დე­საც ანუ­კა ორ­სუ­ლა­დაა არის რის­კი, რომ ნი­კამ ვერ მო­ა­ხერ­ხოს მისი შვი­ლის ნახ­ვა...

მე­გობ­რე­ბო, სწო­რედ თქვენს მიერ გა­მო­ხა­ტულ­მა ყუ­რა­დღე­ბამ და გა­მოთ­ქმულ­მა დახ­მა­რე­ბის სურ­ვილ­მა გვი­კარ­ნა­ხა ამ გვერ­დის შექ­მნის იდეა. გვერ­დის, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ვერ­თი­ან­დეთ ერთი დიდი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. თქვე­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს შევ­ძლებთ, ყვე­ლა ერ­თად კი მო­ვა­ხერ­ხებთ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ნი­კუ­შას სი­ცო­ცხლე და და­ვეხ­მა­როთ ილოს ოჯახს.

უსა­მარ­თლო­ბაა ის უსუ­სუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა, რო­მელ­საც ახლა გან­ვიც­დით! შეგ­რძნე­ბა, რო­მე­ლიც მწა­რე რე­ა­ლო­ბას თვა­ლებ­ში გვა­ყუ­რე­ბი­ნებს და არ გვაძ­ლევს ილოს შვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას. მაგ­რამ ნი­კუ­შას შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არ ვართ უსუ­სუ­რე­ბი, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ნიკა!

გახ­სნი­ლია ან­გა­რი­ში თი­ბი­სი ბან­ში, ან­გა­რი­შის ნო­მე­რია: GE11TB7567145063600053 მიმ­ღე­ბი: ან­დრო ორ­ჯო­ნი­კი­ძე

ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია თან­ხის გად­მო­რი­ცხვა მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე და­რეკ­ვით: 0901701143

ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლარი (ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ქსე­ლი­დან)

თქვენს მიერ გად­მო­რი­ცხუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი, ზრდის ნი­კას გა­დარ­ჩე­ნის შანსს. ყო­ველ თეთ­რს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. დრო­ში ცოტა გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­სია, მაგ­რამ ამ დღე­ებ­ში გვექ­ნე­ბა ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც, სა­დაც სა­მი­ვე ქსე­ლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი თან­ხის გად­მო­რი­ცხვა" - ვკი­თხუ­ლობთ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე "ჩვენ ნი­კუ­შას­თვის და ილოს­თვის!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!" - ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოცნების ასრულებას, მისი მეგობრები ცდილობენ...

"ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!" - ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოცნების ასრულებას, მისი მეგობრები ცდილობენ...

14 აგვისტოს გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ილო არქანია, რომელიც საჭესთან იჯდა, ადგილზევე დაიღუპა, მისი მეგობარი ნიკუშა მაზიაშვილი კი ამ დრომდე კომაშია.

ბიჭების მეგობრებმა ფეისბუქზე შექმნეს გვერდი - "ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!", რომელსაც საქველმოქმედო მიზანი აქვს - აასრულოს დაღუპული ილო არქანიას ოცნება და ნიკუშა მაზიაშვილს გამოჯანმრთელებისთვის საჭირო თანხა შეუგროვოს:

"ილო არქანია, ნიკუშა მაზიაშვილი - ამ ორ სიცოცხლით, პოზიტივითა და ენერგიით სავსე ადამიანს ამოძრავებდათ საერთო ოცნება, გაეხსნათ ბარი. ბარი, სადაც იქნებოდა გემოვნებიანი მუსიკა, ახალგაზრდული, მეგობრული და ოჯახური გარემო, რომელიც ყველა იქ მისულ ადამიანს გააერთიანებდა და გააბედნიერებდა. სწორედ ამ მიზნით მათ გონიოს სანაპიროზე ბუნგალო გახსნეს. ამ რამდენიმე დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ, შტორმა გაანადგურა ბუნგალოს ინფრასტრუქტურა, ილო და ნიკა ტექნიკური აღჭურვილობის გადარჩენას ცდილობდნენ აპარატურა გონიოდან ბათუმში, თავიანთ სახლში გადაჰქონდათ. დრო არ ითმენდა, ისინიც ცდილობდნენ სწრაფად ევლოთ და მოხდა ის, რაც ახლა ამ ტექსტს მაწერინებს. ავტოკატასტროფამ, ილოს სიცოცხლე ადგილზე დაამთავრა. ნიკუშა კი კომატოზურ მდგომარეობაში ქალა ტვინის მძიმე ტრამვით, ტვინის დაჟეჟილობით, გულმკერდის ტრამვით, ნეკნების მოტეხილობით და მარცხენა ბეჭის ძვლის მოტეხილობით ხელვაჩაურის კლინიკაშია მოთავსებული. მათი ოცნებისგან დარჩა ნახევრად განადგურებული ბუნგალო და ვალი, რომელიც მათი ოჯახების ჯოჯოხეთურ მდგომარეობას ამ ტრაგედიის ფონზე, კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.

ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ჩვენი ერთად დგომის გარეშე მისი სიცოცხლე საფრთხეშია. პირველ რიგში, ნიკა სასწრაფოდ გადმოსაყვანია თბილისის კლინიკაში, რადგან ხელვაჩაურის კლინიკაში არის დიდი რისკი, რომ ვერ იქნეს უზრუნველყოფილი ყველა საჭირო პროცედურა. შემდეგ კი მკურნალობა - რეაბილიტაცია ითხოვს ფინანსურ რესურსს, რომელიც მის ოჯახს არ აქვს. ნიკუშას თვალის გახელას ორსული მეუღლე ელოდება. ნიკას და ანუკას სამწლიანი ცოლქმრობის მანძილზე ბავშვი არ უჩნდებოდათ, ახლა კი როდესაც ანუკა ორსულადაა არის რისკი, რომ ნიკამ ვერ მოახერხოს მისი შვილის ნახვა...

მეგობრებო, სწორედ თქვენს მიერ გამოხატულმა ყურადღებამ და გამოთქმულმა დახმარების სურვილმა გვიკარნახა ამ გვერდის შექმნის იდეა. გვერდის, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავერთიანდეთ ერთი დიდი მიზნის მისაღწევად. თქვენი თანამონაწილეობის გარეშე ვერაფერს შევძლებთ, ყველა ერთად კი მოვახერხებთ გადავარჩინოთ ნიკუშას სიცოცხლე და დავეხმაროთ ილოს ოჯახს.

უსამართლობაა ის უსუსურობის შეგრძნება, რომელსაც ახლა განვიცდით! შეგრძნება, რომელიც მწარე რეალობას თვალებში გვაყურებინებს და არ გვაძლევს ილოს შველის საშუალებას. მაგრამ ნიკუშას შემთხვევაში ჩვენ არ ვართ უსუსურები, ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ნიკა!

გახსნილია ანგარიში თიბისი ბანში, ანგარიშის ნომერია: GE11TB7567145063600053 მიმღები: ანდრო ორჯონიკიძე

ასევე შესაძლებელია თანხის გადმორიცხვა მითითებულ ნომერზე დარეკვით: 0901701143

ზარის ღირებულება 1 ლარი (ზარის განხორციელება შესაძლებელია ყველა ქსელიდან)

თქვენს მიერ გადმორიცხული თითოეული თეთრი, ზრდის ნიკას გადარჩენის შანსს. ყოველ თეთრს აქვს მნიშვნელობა. დროში ცოტა გაწელილი პროცესია, მაგრამ ამ დღეებში გვექნება ტელეფონის ნომერიც, სადაც სამივე ქსელიდან იქნება შესაძლებელი თანხის გადმორიცხვა" - ვკითხულობთ ფეისბუქის გვერდზე "ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს